ახალგაზრდა მწერალი, დავით ხარატიშვილი, ქართულ სამწერლო ასპარეზზე შარშან გამოჩნდა თავისი 832 გვერდიანი რომანით „სიცოცხლის ამბავი“ და მაშინვე მკითხველის ყურადღება და სიყვარული დაიმსახურა. მან უკვე ბევრ ფესტივალსა თუ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა და მისი წიგნი თანდათან პოპულარობას იხვეჭს. პროფესიით იურისტი დავით ხარატიშვილი, ამჟამად გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობის“ შემოქმედებითი მენეჯერია და ლიტერატურული კონკურსის „ჩემი მთის სულის“ ორგანიზატორია. აუდიტორიის დიდი ინტერესის გამო, გთავაზობთ მცირე, მაგრამ საინტერესო ინტერვიუს მასთან.
ცხოვრების რიტმის აჩქარების გამო, ადამიანებს მუდამ არ ყოფნით დრო, მუდამ სადღაც მიეჩქარებათ, მუდამ დაკავებულები არიან. საქმიან ადამიანებს ურჩევნიათ რომ ძვირფასი დრო არ დაკარგონ და შინ საკვების მომზადების ნაცვლად, გამზადებული საკვები შეუკვეთონ და ის მიირთვან. საქართველოში ბევრი ადამიანი სარგებლობს სწრაფი კვებით და განსაკუთრებით, პანდემიის შემდეგ შემოსული სერვისით – „მიტანის სერვისით“. ამ სერვისს ბევრი ადამიანი ინტენსიურად იყენებს და მზა საკვები პირდაპირ სახლში მიეწოდებათ.
(კვლევისთვის შეგნებულად არ ავიღე მძიმე საკითხები, ისეთები როგორიცაა ოჯახში ძალადობა, ფემინიზმი, სუიციდი და ა.შ. თუმცა სტატიაში მოყვანილი კვლევა შეგვიძლია მოვიაზროთ იმ ინფორმაციისთვისაც, რომელიც ძალადობრივ თემებს მოიცავს)
ძველად, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვაგვარად ხვდებოდნენ ახალ წელს. ამიტომ გადავწვიტეთ, მოგიყვეთ ამ ტრადიციების შესახებ.
ახალი წელს 31 (13.01) დეკემბერი რაჭაში ცნობილია კალანდობის სახელით (კალანდა, ისევე როგორც რუსული კოლიადა და რომაული კალენდა ერთი და იგივე მნიშვნელობის მატარებელია. მკვლევართა აზრით, იგი შეიძლება ნასესხები იყოს რომაელთაგან ან ბიზანტიელი ბერძნებისგან შორეულ წარსულში, რომში კალენდას ეძახდნენთვის პირველ, ან 10 დღეს. იგივე სიტყვა საფუძველია “კალენდრის”) ამ დღეს ოჯახის ერთი წევრი ტყეში წავიდოდა შეშით სავსე მარხილს მოიტანდა, სადაც დაწყობილი იყო ბაძგარი (მარადმწვანე ეკლიანი და კურკიანი მცენარე). შეშიანი მარხილი კალოზე იდგმებოდა პირით აღმოსავლეთით. საღამოს იკვლებოდა საკალანდო ღორი. აცხობდნენ ერთ ღორის ქონიან განატეხს ე.წ. ღორის სალოცვილს. ვახშმობამდე ბიჭს ან ოჯახის უფროს კაცს 1 ჭიქა ღვინო უნდა წაეღო საღორესთან და იქ შეელოცა: “წმინდა ბასილამ ამრავლოს ღორებიო”. აკეთებდნენ ლერწმის გვერგვს, აცხობდნენ ერთ დიდ ლობიან-ქონიან განატეხს. განატეხი, თაფლთან, ვაშლთან და თეთრ ფულთან ერთად იდებოდა გვერგვზე. სართვიანი და ხმელა პური სულადობის მიხედვით ცხვებოდა.
უკვე დიდი ხანია ჩვენი ქართული მთები ხალხისაგან იცლება, კიდევ ცოტა თუ შემორჩა სადარაჯოდ მშობლიურ კერას, რაც ესოდენ გვადარდიანებს, თუმცა ტექნოლოგიებისა და საზოგადოებრივი განვითარების პირობებში კაცსაც ძნელად თუ გაემტყუნება მთის მკაცრი ცხოვრების მიტოვება. ჩვენი კონკურსის მიზანია საზოგადოებაში მთის ცხოვრების რომანტიზება და იმ ხალხის ერთგვარი მხარდაჭერა, რომლებიც კვლავინდებურად შეუპოვრად ინარჩუნებენ მთიანი მხარის სულსა და პირქუში ცხოვრების იერს არ უშინდებიან. ასევე ამ კონკურსით გვინდა გამოვავლინოთ ჯერ კიდევ უცნობი ნიჭიერი ავტორები და მათი შემოქმედება საზოგადოებას გავაცნოთ, რითაც ხელი შეეწყობა ქართული მწერლობის განვითარებას და წიგნიერების მეტად პოპულარიზაციას.
2013 წელს, შემთხვევით მოვხვდი ბათუმთან ახლოს, ყოფილ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, რომელსაც ამჟამად ჩემი ათი წლის წინ დაწერილი სტატიის სახელი შემორჩა “ოცნების” ქალაქი”. “ოცნება” ბრჭყალებში დავწერე მაშინაც, და ახლაც, რადგან იქ მცხოვრებლები დღემდე ოცნებობენ საარსებო პირობების გაუმჯობესებაზე.
ერგნეთში შუადღისას ჩავედით. პირდაპირ სასაზღვრო პუნქტს მივადექით და მივხვდით, რომ უკვე ახლოს ვიყავით ჩვენს მიზანთან. ლია ჩლაჩიძე, რომელმაც აგვისტოს ომის მუზეუმი დაარსა, საკუთარი სახლის ნანგრევებზე, ჭიშკართან შემოგვეგება. ვიდრე ეზოში შევაბიჯებდით, მარჯვნივ რუსების მიერ დაცხრილული მანქანა დავინახეთ…
ეს ფოტო, 8 წლის წინ, 2015-ში, ერგნეთში გადავიღე. ლია ჩლაჩიძის სახლის ნანგრევებიდან ამოკრეფილი ბომბებს გადარჩენილი ყავის ჭიქებია. დღეს, ამ ადგილზე, საოკუპაციო ხაზთან, ოკუპანტების მიერ განადგურებული სახლის ნანგრევებზე მუზეუმია, რომელიც ცხინვალიდან დაახლოებით ერთ კილომეტრშია. ლიას სახლთან 200 მეტრში მავთულხლართებია… “დაკარგული” საფლავები. ჩამოყრილ “კასეტურ” ბომბების ადგილას, 2008 წლის აგვისტოს ომის ეპიცენტრში, ახლა ყვავილები ყვავის, ქალბატონი ლიას შეუპოვრობითა და ძალისხმევით. ომმა 408 ადამიანი იმსხვერპლა: 170 სამხედრო მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 მშვიდობიანი მოქალაქე. ერგნეთში, ომის დროს 160 სახლი დაიწვა. მიუხედავად იმისა, რომ წყალი და ბუნებრივი გაზი გამოიყვანეს, მოსახლეობას მაინც უჭირს თავის რჩენა.