RSS

წაიყოლე წიგნი ბოჭორნაში

19 აგვისტო

ოლიკო ცისკარიშვილი

მახსოვს, როცა აბანოს უღელტეხილზე ეკლესიის მშენებლობის იდეა გაჩნდა, თითქოს ყველა, ვინც თუშეთს სტუმრობდა, თითო ფიქალს მიიტანდა და იმ ადგილას დატოვებდა. მეც მაქვს მიტანილი ამ ადგილზე ფიქალი.

დღეს იქ პატარა და ლამაზი ეკლესია დგას.

იმედი მაქვს, ბოჭორნაშიც ბიბლიოთეკა ასე, თითქოს თავისთავად, წიგნებით შეივსება.

მინდა, თუშეთში წამსვლელმა თითო წიგნი წაიღოს და ბოჭორნაში დატოვოს.

თუ ბოჭორნისკენ ვერ მოხვდებით, წიგნი ომალოში, სასტუმრო „ამირანში“ დატოვეთ — აუცილებლად მიაწვდიან ირაკლი ექიმის ოჯახის წევრებს (ირაკლი ხვედაგურიძე ბოჭორნის მკვიდრია და თუშეთში ერთადერთი ექიმი).

და ასე, თქვენი წყალობით, ბოჭორნას — ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მაღლა მდებარე მუდმივად დასახლებულ პუნქტს — კიდევ ერთ სიცოცხლეს შევმატებთ. იდეა „ჩემმა გამომცემლობამ“ და „მკითხველის სანიშნემ“ გააჟღერა და უკვე დავტოვეთ კიდეც, ჩვენი წიგნების ნაწილი და მომავალშიც შევავსებთ ახალი წიგნებით.

2345 მეტრზე, თქვენი წიგნებით, იარსებებს კიდევ ერთი პატარა კულტურული ცენტრი — ბოჭორნის ბიბლიოთეკა. ❤️

ასევე, ვიწყებთ, კონკურსს „ჩემი მთის სული“. ყველას ვისაც უყვარს მთა და ძვირფასია მთაში მაცხოვრებელები. გამოგზავნეთ მასალები, ხელი შევუწყოთ ერთად მთის განვითარებას

აქვე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა უჩა ცაბაძეს ამ მოგზაურობის მხარდაჭერისთვის

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 19/08/2026 დუიმი უკატეგორიო

 

დატოვე კომენტარი