ოლიკო ცისკარიშვილი

არ მიყვარს ხოლმე ასეთ მასალის დაწყება, მაგრამ ხევსურეთი, სადაც ორიოდე დღის წინ ვიყავი შვილთა და მეგობრებთან ერთად, სწორედ ამ მონაცემებში შედის და უკვე მერამდენჯერ ვიხილე, მოსახლეობისგან დაცლილი კუთხე. ზოგი სოფელი მთლიანად დაცლილი, ზოგან კი რამდენიმე მოსახლეა, ზოგან კი სულაც ერთი მოსახლეა.
სტატისტიკა, რომელსაც აქვეყნებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საგანგაშოა.
















● 40 სოფელში მხოლოდ 1 მუდმივი მაცხოვრებელია
● 238 სოფელში 2-დან 10-მდე ადამიანი ცხოვრობს.
● 273 სოფელში 11-დან 30-მდე ადამიანი
● 265 სოფელში 30-50 ადამიანია.
ჯამში:
200 სოფელი უკვე გაუკაცრიელებულია. 816 სოფელი გვაქვს ისეთი, სადაც 1-50 ადამიანი ცხოვრობს. 364 სოფელი ისეთია, სადაც 51-100-მდე ადამიანია მხოლოდ დარჩენილი. სოფელში მაცხოვრებელთა რაოდენობა 10 წელში 117044 ადამიანით შემცირდა.
რეგიონებ და მით უმეტეს რომ მთა იცლება პირველად არ ვწერ. მაგრამ კიდევ ერთხელ შევეცდები გამიგზაუროთ ამ მისტიურ სამყაროში, მიუხედავად უამრავი პრობლემისა.
პრობლემებმა გზაშივე იჩინა თავი…
ფშავიდან ხევსურეთამდე 18 ჩამოწოლილი მეწყერი დავითვალეთ. ვაღიარებ, რომ გაწმენდითი სამუშაოებიც სწრაფად მიმდინარეობდა, მაგრამ გზის გაწმენდა ან არ გაწმენდა ყველაზე პატარა პრობემაა ამ სფეროში. განაგდურებული ტყეებს, კლიმატის ცვლილებებთან ერთად კატასტროფულ შედეგებამდე მივყავართ და ვიდრე არ გავაცნობიერებთ თითოეული ჩვენგანი რომ გარემოს მუდმივი ზედამხედველობა და გაფრთხილება სჭირდება, მანამდე სულ იდგება ქვეყნის მოსახლეობა ბუნებრივი კატასტროფების წინაშე და მერწმუნეთ, პრევენცია უფრო ნაკლები დაუჯდებოდა საქხელმწიფოს, ვიდრე სტიქიით გამოწვეეული შედეგების მოგვარება, რომელიც ხშირად ადამიანური მსხვერლით სრულდება, რომ არაფერი ვთქვათ საგზაო ინფრასტრუქტურასა და შენობა-ბაგებობებზე.
თვრამეტმეწყერგადავლილებმა, რამოდენიმე დინარე გადალახულებმა პირველი დღე შატილში გავჩერდით… წვიმდა, მაგრამ წვიმას ხელი არ შეუშლია, რომ კოშკებისკენ დავძრულიყავით… შატილის სკოლასთან, სადაც მხოლოდ ერთი მოწაფე ქეთო სწავლობს, და ისიც მუცოდან დადის, ცხენები ბალახობდნენ… მეორე დღეს უცხოელი ტურისტებისთვის მთაში გასამგზავრებლად ამზადებნენ. ამ ზღაპრულ კუთხეში, არც მაღაზიაა, ელექტროენერგიაც გაითიშა, არც ინტერნეტია და ზევით დართლოსკენ კი, ტელეფონიც კი არ იჭერს და ადგილობრივები იმას ჩივიან, რომ შვილებსაც კი ვერ ეკონტაქტებიან, რომლებიც კარგა ხანია გადახვეწილნი არიან ან დედაქალაქში, ანდაც საზღვარგარეთ. მძიმეა ხევსურეთში თავის რჩენა. ადგილობრივები მეცხოველეობას კი მიჰყვებიან, მაგრამ საქონლის შენახვაც რთულია ზამთარში იმ თითო-ოროლა ოჯახისთვის, რომლებიც იქ იზამთრებენ.
კოშკები კი, ისევ ხელის შევლებას ითხოვენ…
მართლაც დიდებულად ზღაპრული კუთხე, მიტოვებული და საშველია. მხოლოდ ზაფხულობით აჟრიამულდება ხოლმე და ისიც, მცირე ხნით.
მთელი საღამო სასტუმროს აივანზე ვისხედით და თვალს ვერ ვაშორებდით ნისლიან და წვიმიან შატილის კოშკებს, მდინარის ხმაც, ქალაქიდან გამოქცეულ რუტინისთვის, უდიდესი თერაპია იყო.
მეორე დღეს, მუცოსკენ დავიძარით, მაგრამ შორიდან დავინახეთ მუცოს კოშკები. ბოლოს როცა ვნახე მუცო რეაბილიტაციას უკეთებდნენ, მეგონა დასრულებული იქნებოდა. სამწუხაროდ, ისევ დასასრულებელია. გზადაგზა მიტოვებული სახლები იუმედოდ შემოგვყურებდნენ… ცოდვა იყო ერთ დროს აყვავებული ხევსურეთის ასე ყურება.
ანატორის აკლდამებზე აღარ შევჩერდები, რადგან მგონია, რომ ყველამ იცის ეს ისტორია, სოფელზე, რომელმაც მუცო და შატილი ჟამიანობის დროს, მაღალი საზოგადოებრივი თვითშეგნებით, თვითშეწირვით გადაარჩინა. სოფელი კი, მთლიანად ამოწყდა. აქ, ამ აკლდამებში, თავისი ფეხით მოდიოდნენ ჟამშეყრილები და უდრტვინველად ელოდნენ სიკვდილს. გადმოცემის თანახმად, ქალი და ჩვილი ბავშვიც კი იყვნენ მათ შორის.
მუცოდან არდოტში ამავალ ხიდს, მდინარემ საფუძველი შეურყია და თუ ხიდი არ გამაგრდება ცოტა ხანში არდოტში ვეღარ ავა ტრანსპორტი. გარე სამყაროს სრულიად მოწყდება ის რამდენიმე ოჯახი, რომლებიც იქ ცხოვრობენ. გაავებული არღუნი კი, მალე მოანგრევს ხიდის ძირს.
გზას არდოტისკენ გავუყევით, ჩემი ძველი ნაცნობი სანათას სანახავად. სანათა, ერთადერთი ქალია იმ სამი ოჯახიდან, რომელიც არდოტში ცხოვრობს თავის შესანიშნავ, დაუღალავ, მშრომელ ქმარ-შვილთან ერთად, შორიდანვე დავინახე სანათას კარ-მიდამო, დაუმშვენებია, კოტეჯები ჩაუდგამს და ადგილობრივ თუ უცხოელ სტუმრებსაც მასპინძლობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს ერთი სოფელი, აღარ დაიცლება. სანათა და მისი ოჯახი გაამაგრებს საზღვარსაც. ბედნიერების ცრემლები მომდიოდა უკან წამოსულს…

არადა, მტერი იწევს და იწევს, ყოველი დაცლილი სოფელი, სახლ-კარი, თავისი საკუთრება ჰგონია – საჯიხვეები, მინდორ-ველები, მთები, წყლები, ხევები და მდინარეები… ჩვენ ამხელა სიმდიდრის პატრონი საკუთარი ნებით ვამბობთ მასზე უარს და ცხრა მთას იქით, კეთილდღეობის ბილიკების მადევრებს, სხვაგან გვირჩევნია უკვე სიკვდილიც.



