RSS

Category Archives: რეგიონი-სტიქია

კინტრიშის დაცული ტერიტორია – ქობულეთიდან ხინოწმიდამდე

ოლიკო ცისკარიშვილი

კინტრიშის დაცულ ტერიტორია, სულ რაღაც ოციოდე კილომეტრზეა განლაგებული კურორტ ქობულეთიდან. მის შემადგენლობაში შედის 1959 წელს დაარსებული კინტრიშის ნაკრძალი და კინტრიშის დაცული ლანდშაფტი, რომელიც 2007 წელს დაარსდა. კინტრიშის დაცული ტერიტორიები აჭარაში, თბილისიდან 360 კილომეტრში, მდინარე კინტრიშის თვალწარმტაც ხეობაში და სოფელ ცხემლოვანსა და ხინოს მთის შუაა მოქცეული. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ქვემო საზღვარი ზღვის დონიდან 250-300 მეტრზე გადის, ხოლო ზედა ალპურ იალაღებს ებჯინება. შავ ზღვას და აჭარა-იმერეთის მთათა სისტემას შორის არის მოქცეული. ეს მთები ზღვის ტენიან ჰაერს აკავებს და კინტრიშის უაღრესად ტენიან ჰავას განსაზღვრავს. მთელი წლის განმავლობაში, თითქმის იმდენივე ნალექი მოდის (3000 მმ), რამდენიც აჭარის ზღვის სანაპიროზე.

Read the rest of this entry »

 

დარიალის ხეობის მოდარაჯეები

სალომე ლომთაძე

სალომე მოისწრაფიშვილი

დარიალის ხეობა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში არსებული ხევია, რომელიც თავისი უნიკალური სილამაზითა და ისტორიული მნიშვნელობით ყველა მნახველს აღფრთოვანებულს ტოვებს. შეუძლებელია ამ მკაცრმა ბუნებამ არ მონუსხოს გამვლელი, თუმცა ეს გასაკვირი არც არის. Read the rest of this entry »

 

სვანური ქორწილი

თამარ შუკვანი

ქორწილის გადახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრადიციაა საქართველოში, რომელსაც დიდი ზეიმით აღნიშნავენ. ამ ყველაფერში დიდ როლს თამაშობს ოჯახის ფინანსური მდგომარეობა. სვანეთში, (საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს და მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის ზემოწელს. 3 000–5 000 მეტრი სიმაღლის კავკასიონის მთებით შემოსაზღვრული სვანეთი კავკასიაში ყველაზე მაღლა დასახლებულ რეგიონად ითვლება.) ისევე, როგორც დანარჩენ საქართველოში, ქორწილი დიდ ხარჯებს მოითხოვს, რადგან უმეტესობა, საქართველოში, მომავალი ბედნიერი ოჯახის საწინდრად, დიდი ქორწილის გადახდას აუცილებელ პირობად მიიჩნევს. ქორწილში, ნათესავები და ახლობლები არ შეიძლება გამოგრჩეთ. „ქორწილს ვაკეთებთ და დიდი ხარჯები გაღება გვიწევს, არ გავაკეთებთ და „სირცხვილი“ ჩვენ,“ – ასე ფიქრობენ სვანეთში. აუცილებლად გასათვალისწინებელია ნეფისა და პატარძლის მხარეთა ნათესავების რაოდენობა, რომელსაც წინასწარ ითვლიან. ასე, რომ ორივე მხარეს დასაპატიჟებელ სტუმრების რაოდენობის განსაზღვრას სერიოზული სამუშაო სჭირდება. Read the rest of this entry »

 

გერგეტის სამებამდე მისასვლელი გზა ტურისტების რაოდენობას გაზრდის

მეგი ინწკირველი

გერგეტი, სტეფანწმინდის მუნციპალიტეტი, უზარმაზარ მთებს შორის მოქცეული პატარა დასახლებაა, რომელსაც, ადგილობრივების თქმით, სოფლის სტატუსიც არ აქვს მინიჭებული. ვიდრე, გერგეტის სამების გზას დაადგები, სწორედ გერგეტის უბანი შეგხვდებათ. იგი შემაღლებულ ადგილზეა, მცირე ტერიტორიაზე ერთმანეთთან ახლოს მდებარე სახლები მიყოლებით არის განლაგებული და ქვისგან აშენებული კედლებით შემოფარგლული. Read the rest of this entry »

 

ყოველი დაგვიანებული დღე ნიშნავს, რომ ბორჯომში აღარ გვექნება ტყე

ოლიკო ცისკარიშვილი

ორიოდე დღის წინ, ბორჯომის ტყის ნახანძრალზე დავაბიჯებდით. გარდაცვლილი ხის მორები საცოდავად ეყარნენ ფერდობებზე… ჩაშავებული ფერდობების ხილვის სიმძიმე სულ ოდნავ, იმან შეამსუბუქა, რომ ერთ-ერთ დანახშირებულ ხის ძირში, დავინახე პაწაწინა მწვანე მცენარეს ამოეყო თავი – ამ პაწაწინა იმედმა 700 გრადუსიანი ჯოჯოხეთური ხანძრის შემდეგ, ისევ შეძლო მზის სინათლის ხილვა. ფერდობებს მიღმა კი ისევ დაფრინავდნენ ვერტმფრენები და ამჯერად წაღვერის ჯოჯოხეთურ ცეცხლს ებრძოდნენ. გუშინ კი, დღის განმავლობაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო საქართველოს 1, თურქეთის 2 და აზერბაიჯანის 1 ვერტმფრენი. საჰაერო ტექნიკამ 157 აფრენა განახორციელა და ხანძრის კერებს 345 ტონა წყალი დაასხა.
დილიდან, ხანძრის ადგილზე მომუშავე ცოცხალ ძალას კვლავ შეუერთდება საჰაერო ტექნიკა, რომელიც ნახანძრალ ტერიტორიას, პრევენციის მიზნით, წყლის ჭავლით კიდევ ერთხელ დაამუშავებს Read the rest of this entry »

 

ხანძრები, ამჟამად კახეთსა და თუშეთში

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში, ტყის მასივში, ხანძარი გაჩნდა. ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ შსს–ს მეხანძრე–მაშველები. რთული რელიეფის გამო, ხანძრის ეფექტური ლოკალიზების მიზნით, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩაერთო ვერტმფრენი. ამჟამად ცეცხლის ძირითადი კერები ლოკალიზებულია.

ხანძარი გაჩნდა, ასევე, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდას მიმდებარედ, ტყის მასივში. ხანძრის ქრობის პროცესში, შსს–ს მეხანძრე–მაშველებთან და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, ასევე, ჩართულია ვერტმფრენი. Read the rest of this entry »

 

აბასთუმანში ხანძრის ჩაქრობაში უკრაინული ვერტმფრენები ერთვება

მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა ხანძრის უმოკლეს დროში ქრობისთვის მიმდინარე სამუშაოები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა დამატებითი ცოცხალი ძალისა და სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მობილიზება.  გაიჭრა 4 კილომეტრამდე გზა, საიდანაც ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის ხანძრის კერამდე მიყვანა მიმდინარეობს. ამ დროისთვის, ადგილზეა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, განაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა  და დაცული ტერიტორიების  სააგენტოს 1000-ზე მეტი თანამშრომელი, რომელიც ხანძრის ქრობის პროცესში უკვე ჩაერთო.
ცეცხლის ეფექტურად ქრობის მიზნით, მიმდინარე სამუშაოებში ჩართულია საჰაერო ტექნიკაც.

Read the rest of this entry »

 

გოდერძის უღელტეხილზე – კურორტი გოდერძი

ოლიკო ცისკარიშვილი

აჭარის მაღალმთიანეთის ტურისტულ პოტენციალზე უკვე ბევრს ლაპარაკობენ. რამდენიმე წლის წინ, კი მეგობარი გოდერძის უღელტეხილზე და მწვანე ტბაზე დანანებით მელაპარაკა, რომ ჯავახეთიდან ზემო აჭარამდე გზა რომ ყოფილიყო, ზემო აჭარის სილამაზის ნახვა ყველა მსურველს შეეძლებოდა. გოდერძის უღელტეხილისკენ გზას, პირველად, არასამთავრობო ორგანიზაცია „სენის“ ორგანიზებულ მედიტურში დავადექით. მართალი აღმოჩნდა ჩემი მეგობარი, ულამაზესია და ტურისტებისთვის გოდერძის უკიდეგანო მთები მიმზიდველი იქნება. მხოლოდ ის რად ღირს, დილით ჩამოწოლილი ნისლი 2350 მეტრ სიმაღლეზე რომ ვერ აღწევს და ღრუბლებს მაღლიდან დაჰყურებ. თავი სამყაროს მაღლა გგონია და ეს შეგრძნება დაუვიწყარია. ულამაზესი „მწვანე ტბა“, რომელიც „გოდერძიდან 7 კილომეტრშია“, მართლა მწვანეა და ისე ბუნებრივია, ხელშეუხებელი, ტურის მონაწილეებს, 16 გრადუს სიცივეში არ დაგვეზარა მისი ნახვა. ეგ კი არა, წამოსული მცირე წვიმის შემდეგაც, არავის უნდოდა მისი დატოვება. Read the rest of this entry »

 

რეკრიაციული ზონები – აჭარის ტყის გადარჩენის ხერხი

ოლიკო ცისკარიშვილი

გოდერძის უღელტეხილიდან, არასამთავრობო ორგანიზაცია „სენის“ დაგეგმილ მედია ტურში,  ქედისკენ ვეშვებოდით, როცა მდინარის ნაპირზე დაყრილი ხეები შევნიშნე… 1408 ძირი წითელ წიგნში შეტანილი ხე, შარშან, აჭარისწყლის ჰესების კასკადის პროექტის განხორციელებას შეეწირა. გასულ წელს, სწორედ ეს ხეები გადავიღე კოლეგასთან ერთად. საქართველოს მთავრობამ “აჭარისწყალ ჯორჯიას” მათი მოჭრის უფლება მისცა. ამის სანაცვლოდ, კომპანიამ საკომპენსაციოდ სხვაგან უნდა დარგოს იგივე სახეობის ხეები. სოფელ „კვატიას“ მოსახლეობამ შარშან კომპანიის წარმომადგენლებს არ მისცა ხეების დარგვის უფლება, რადგან ისინი ფიქრობდნენ, რომ კომპანიის მხრიდან ეს ფუჭი ქმედება იქნებოდა, რადგან სწორედ კვატიას მიმდებარე ტერიტორიაზე იქმნებოდა უზარმაზარი წყლის სარკე, რომელიც ამ ხეებს დაფარავდა. Read the rest of this entry »

 

ტყის გადარჩენის ერთ-ერთი გზა ბიომასის ენერგეტიკული პოტენციალის გამოყენებაა

ოლიკო ცისკარიშვილი

ნარჩენი მყარი ბიომასის ენერგეტიკული პოტენციალი საქართველოს მთიან რეგიონებში უდიდესია, მაშინ როცა დღევანდელ პირობებში, საქართველოში, მოსახლეობა, გასათბობად გამოიყენებს შეშას. შეშის მოხმარება საქართველოს ენეგერტიკული მოთხოვნის 10-12%-ს აკმაყოფილებს, სწორედ შეშა შეადგენს მთლიანი ადგილობრივი მიწოდების 30-35%-ს, მისი  ძირითადი მომხმარებლები – სოფლად მცხოვრები მოსახლეობაა და გამოიყენებენ გათბობის, საჭმლის მომზადებისთვის და ცხელი წყლის მისაღებად. ეკოლოგების თქმით, შეშის წლიური მოხმარება რამდენჯერმე აღემატება შეშის იმ მოცულობას, რომლის გამოყოფაც ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ არის შესაძლებელი. ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ წლიურად გამოყოფილი საშეშე რესურსი – 600,000 მ³ – საერთო მოთხოვნის 25%. ამიტომ მოსახლეობის მიერ შეშის ძირითადი ნაწილის მოპოვება ხდება უკანონოდ. მნიშვნელოვანი რაოდენობის შეშა გამოიყენება საჯარო და კერძო სექტორშიც  > 500,000 მ³. სახელმწიფო კანონიერად ვერ უზრუნველყოფს ადგილობრივი ენერგიის მიწოდების 30%-ს.

Read the rest of this entry »