RSS

Author Archives: ekofact

ხვალ, მთავრობის კანცელარიასთან შშმ პირების აქცია გაიმართება

10 დეკემბერი   ადამიანის    უფლებათა     დაცვის   საერთაშორისო   დღეა, რომელიც   მთელს   მსოფლიოში   აღინიშნება.1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაცია მიიღეს, რომელიც    ყველა   ქვეყანას  ავალდებულებს, დაიცვას ადამიანთა  სამოქალაქო , პოლიტიკური,  ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები.

ამ  დღესთან   დაკავშირებით, სმენისა   და   მეტყველების  დარღვევის   მქონე   ბავშვთა  დახმარების   ასოციაცია (მშობელთა   კავშირი)  საქართველოს    მთავრობის  ადმინისტრაციის  (კანცელარიის) წინ, პარასკევს, 9   დეკემბერს  11:00 -12:00 მართავს    აქციას შშმ  პირთა, მშობლებისა და  სამოქალაქო    აქტივისტების    მონაწილეობით, რომლის   მთავარი სლოგანია – ,,ადამიანის   უფლებების  დაცვის  დღე და  შშმ  პირთა   დისკრიმინაცია საქართველოში.’’

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

Posted by on 08/12/2022 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

ძალადობის მსხვერპლებს შეუძლიათ ცხოვრების თავიდან დაწყება

მარიამ სხირტლაძე

ალტე უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი

„დასრულდა, ის საშინელი დღეები წარსულს დარჩა, ახლა უკვე მშვიდად ვცხოვრობ ჩემს შვილებთან ერთად. მე თუ შევძელი საკუთარი თავის და შვილების დაცვა სხვებიც შეძლებენ, არ უნდა დავნებდეთ და არასდროს მივცეთ ვინმეს ჩვენზე ბატონობის უფლება. ადრეულ ასაკში შევქმენი ოჯახი, გარკვეული დროის შემდეგ შეიცვალა, გამოავლინა ნამდვილი სახე. პირველად, ხელით როდესაც შემეხო, გავნადგურდი ისეთი მოულოდნელი იყო.

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

Posted by on 24/09/2022 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

დაავადებულმა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ ავადაა და დახმარება სჭირდება

ალტე უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი

ელენე გვიმრაძე

„ყოველთვის მაქვს იმის შეგრძნება, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ვიყო. როდესაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არ ვარ, უცნაურად ვგრძნობ საკუთარ თავს, აგრესიული ვარ ყველას მიმართ და გავხდი უკონტროლო. მიჩნდება სურვილი ალკოჰოლი მივიღო, რომ ვიყო ჩემს გარემოცვაში და არავისთან მქონდეს შეხება.

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

Posted by on 23/09/2022 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

ოშოს საღამო

10 ოქტომბერს, საღამოს ექვს საათზე (18:00) მწერალთა სახლში (მაჩაბლის 13), გაიმართება ოშოს წიგნების წარდგენა.

საღამოზე სხვადასხვა გამომცემლობები, მათ შორის “ჩემი გამომცემლობა”, გამომცემლობა “აქტი”, “საქართველოს აკადემიური გამომცემლობა” წარადგენენ ოშო რაჯნიშის წიგნებს.

საღამოს დაესწრებიან ოშოს მოწაფეები მაგნო შავდი და მადიტა დიკჰუდი.

ოშოს გულშემატკივრებს საღამოზე შეეძლებათ წიგნების ხელმისაწვდომ ფასად შეძენა.

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 19/09/2022 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

სოფელ ირგანჩაისთან მოხდა 5.3 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა

დღეს, თბილისის დროით 23:53 საათზე, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტ. ეროვნული ცენტრიის ინფორმაციით, დმანისთან, სოფელ ირგანჩაისთან მოხდა 5.3 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.

მიწისქვეშა ბიძგები დედაქალაქშიც იგრძნობოდა.

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით: https://ies.iliauni.edu.ge/?page_id=121&id=494369&fbclid=IwAR04gAkoZwz-QTHjTLnu1gK8REr5xxroJRwPxTO8bitI14MWquIz5m73rMs&lang=ka

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 01/05/2022 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, რომ დაიბრუნოთ საკუთარი თავი

ლიკა გოდერიძე

„ნარკოტიკის მოხმარება 13 წლის ასაკში დავიწყე, ყველაფერი ძალიან ადრე მოხდა, კარგად ვსწავლობდი. სწავლა მივატოვე, მეგობრებიც, ოჯახიც. ძალიან ცუდ წრეში მოვხვდი. ვაცნობიერებდი, რომ ვიღუპებოდი, თუმცა ფხიზლად ცხოვრებას ნარკოტიკი ვამჯობინე. მქონდა სუიციდის მცდელობაც, ხელები გადავიჭერი. აგრესიული გავხდი ხშირად მქონდა კონფლიქტი ჩემს ოჯახის წევრებთან, მათ ტკივილს ვაყენებდი“, – გვიყვება 21 წლის გოგო, რომელმაც ინკოგნიტოს დარჩენა ისურვა, მისი თქმით წარმოდგენა არ ჰქონდა, ნარკოტიკების გამო საკუთარი ცხოვრება ასე რადიკალურად თუ შეიცვლებოდა.

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

Posted by on 20/04/2022 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

„თანაბარი უფლებები, თანაბარი შესაძლებლობები ყველას!“

მარიამ სხირტლაძე

„ინტელექტუალური შეფერხების მქონე პირები ყველაზე მოწყვლადი  ფენაა,   რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ დასაქმება, მათ ესაჭიროებათ დამხმარე ალტერნატიული  სერვისები, ფუნქციონალური მიდგომის  პრინციპით  ინდივიდის ძლიერ მხარეზე დაყრდნობით, მულტიდისციპლინური გუნდის შეფასების საფუძველზე სამუშაოს ოპერაციებად დაყოფა, პროფესიული გადამზადება, მხარდაჭერით დასაქმება და ამ გზით გასვლა შრომით ბაზარზე. აღნიშნული   პრობლემებიდან  გამომდინარე  გადავწყვიტეთ ხის  საწარმოს შექმნა, სადაც შშმ პირები ინტელექტის განმავითარებელი  სათამაშოების დამზადებას სწავლობენ,“ – გვეუბნება მაია ასაკაშვილი, ასოციაცია „სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაცია, რომელიც 1997 წელს დაფუძნდა შშმ ბავშვთა მშობლების მიერ.

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

Posted by on 15/04/2022 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

საწარმო „სხივში“ შშმ პირების მიერ ხელნაკეთ ნაკეთობების შეძენას შეძლებთ

ანი ჭანკოტაძე

თბილისში, მოსკოვის გამზირის დასაწყისში, პატარა ხის სახელოსნო „სხივი“, რამდენიმე წელია უკვე არსებობს. დღეს იქ, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებულ ხელნაკეთ ნივთებს ამზადებენ. „სხივი“ „სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების  ასოციაციის“ ბაზაზე გაიხსნა, რომელიც 1997 წელს დაფუძნდა შშმ ბავშვთა მშობლების მიერ.

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

Posted by on 15/04/2022 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

საზოგადოების ცნობიერების დეფიციტი

ხატია კაციაშვილი

„დაბრკოლებებს ქუჩებში ყოველდღიურად ვაწყდები. ხშირად ავტომობილები ტროტუარზეა გაჩერებული, ზოგან არასწორად არის დამონტაჟებული ბორდიულები, გადასასვლელზე პანდუსები არ არის დამონტაჟებული”, – გვეუბნება ნანა ნოღაიდელი, რომელიც 20 წელია ეტლით სარგებლობს.

რა პირობებში უწევთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს გადაადგილება, ადაპტირებული ინფრასტრუქტურის არ არსებობა დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება. გაუმართავი შუქნიშნების და პანდუსების სიმცირის გამო ქუჩაში მოძრაობა მათთვის სახიფათოა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა კი დამოუკიდებლად თითქის შეუძლებელია. სიტუაცია კიდევ უფრო მძიმეა რეგიონებში.

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

Posted by on 15/04/2022 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

აჯობეთ საკუთარ თავს!!!

ცოტნე ტალახაძე

„23 წლის ასაკში, მამისგან პატარ-პატარა ბიზნესი მერგო წილად. შეიძლება ითქვას, რომ უდარდელი ცხოვრება მქონდა. რასაც ვისურვებდი მარტივად შემეძლო ამესრულებინა. მეგობრებთან ერთად ვიყავი, სადაც ჩვენთან ერთად ჩვენი ნარკოდამოკიდებული მეგობარიც იყო“, – გვიყვება 33 წლის გ.ქ. მისი თქმით წარმოდგენა არ ქონდა, რა გავლენას ახდენს ნარკოტიკი ადამიანზე.

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

Posted by on 15/04/2022 დუიმი კატეგორიის გარეშე