RSS

Category Archives: სხვა…

“ჩემი გამომცემლობის” პირველი წიგნი – ოლიკო ცისკარიშვილის წიგნი “თანამედროვე სოციალური პროცესები და ქართული მედია”

გამოიცა ოლიკო ცისკარიშვილის კიდევ ერთი წიგნი, მონოგრაფიული ნაშრომი “თანამედროვე სოციალური პროცესები და ქართული მედია”. წიგნი იმ თაანამედროვე პროცესებს ეხება, რომლის გამოწვევების წინაშე დგას თანამედროვე ქართული საზოგადოება.

ნაშრომი ,,თანამედროვე სოციალური პროცესები და ქართული მედია“ „ჩემი გამომცემლობის“ პირველი წიგნია და ამით “ჩემი გამომცემლობაც” ცდილობს საგამომცემლო ბაზარზე ადგილის დამკვიდრებას. Read the rest of this entry »

 

გამოიცა ოლიკო ცისკარიშვილის წიგნი “ფოტოჟურნალისტიკა”

დაიბეჭდა ოლიკო ცისკარიშვილის წიგნი სათაურით „ფოტოჟურნალისტიკა“, რომელიც გამოსცა „საქართველოს აკადემიურმა გამომცემლობამ“. წიგნი განკუთვნილია ფოტოჟურნალისტიკის სტუდენტებისთვის და ფოტოგრაფიით დაინტერესებული პირებისთვის. წიგნში შესულია თანამედროვე ქართველი და უცხოელი ფოტოგრაფების ნამუშევრები, რჩევები და რეკომენდაციები, რომელიც მნიშვნელოვანია ფოტოგადაღებებისას, ახალი ამბების ფოტოგრაფებისა და ფოტორეპორტიორებისთვის. Read the rest of this entry »

 

შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ინფორმაციით, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს
სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა.მიკროავტობუსი გადავარდა კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის
სიმაღლიდან. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფის მობილიზება.
ადგილზე იმყოფებიან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები,
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და
სამაშველო ტექნიკა. ადგილზე, ასევე, იმყოფებიან სასწრაფო-სამედიცინო
დახმარების ჯგუფებიც. Read the rest of this entry »

 

მოგზაურობა თუშეთში – 2020

ოლიკო ცისკარიშვილი

თუშეთში პირველად ძალიან ბევრი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ შეყვარებული დავიარები თუშეთზე და ყველასთან, ვისაც მოგზაურობა უყვარს, ვყვები როგორი საოცარია თუშეთი. ათობით ჟურნალისტური სტატია მაქვს დაწერილი და ამით, წლების განმავლობაში ვცდილობდი ოდნავ მაინც გაუმჯობესებულიყო ადგილობრივებისთვის იქ არსებული სოციალური მდგომარეობა.

წელს კი, ჩვენი ვიზიტი აგვისტოს შუა რიცხვებისთვის დაიგეგმა, თუმცა ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც გვეგონა, სტუდენტების უმრავლესობამ ვერ მოახერხა წამოსვლა. თუმცა ალბათ ყველაფერს აქვს ორი მხარე, ტრანსპორტში ორი ადგილი რომ არ გვქონოდა, ომალოს მისადგომებიდან აბანოს უღელტეხილამდე ვერ წავიყვანდით გზაში დარჩენილ ბელარუს მეცნიერ პავლეს და მის თანამგზავრ ქართველ გოგონას. Read the rest of this entry »

 

გამოვიდა ოშოს “სიცოცხლე და სიკვდილი”

დაიბადა ქართულად ოშოს “სიცოცხლე და სიკვდილი”… კარანტინი რომ გამოაცხადეს, მაშინ მიბრძანდებოდა სტამბაში და ისიც ჩვენსავით სახლში დარჩა… ეხლა კი ეს წიგნი თქვენს სამსახურშია და ელის მკითხველს… 570 გვერდიანი წიგნი თარგმნა ოლიკო ცისკარიშვილმა.წიგნისრედაქტორი: რობერტ მესხი.წიგნი გამოსცა “საქართველოს აკადემიურმა გამომცემლობამ”- საგამ. Read the rest of this entry »

 

სხვების დახმარებით ეხმარები საკუთარ თავს

ინტერვიუ ფსიქოლოგ ჯანა ჯავახიშვილთან

ესაუბრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტი ხატია ძნელაძე

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში 22 მაისამდე გაგრძელდება საგანგებო მდგომარეობა, ხოლო გადაადგილების შეზღუდვა კიდევ ერთი კვირით გადაიდო. ფიზიკური დისტანცირების დროს, როგორ გავუმკლავდეთ დაღლილობას, უგუნებობას, მუდმივ შფოთვას თუ დეპრესიას ამაზე ვესაუბრეთ ფსიქოლოგ ჯანა ჯავახიშვილს, რომელიც  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ადიქციის კვლევების ინსტიტუტის დირექტორია.

Read the rest of this entry »

 

რეკომენდაციები კორონავირუსზე

კორონავირუსს, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, საქართველოში, კი მხოლოდ 25 ადამიანს დაუდგინდა. რადიო “თავისუფლებამ” გამოაქვეყნა ცხრილი, თუ როგორ გავარჩიოთ კორონა ვირუსი  გაციებისგან და გრიპისგან, რომელსაც ჩვენს მკითხველსაც ვთავაზობთ, ასევე გთავაზობთ “მკურნალ.გე”-ზე განთავსებულ ინფორმაციას თუ როგორ დავამზადოთ ხელის ანტისეპტიკური ხსნარი სახლის პირობებში: ალბათ, ეს დაგეხმარებათ, გაუმკლავდეთ იმ კრიზისს, რომელიც ამჟამად სააფთიაქო ქსელებშია.

უფრო ქვევით კი გაგაცნობთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს, რომელიც ფსიქოლოგმა ჯანა ჯავახიშვილმა თარგმნა Read the rest of this entry »

 

გეოგრაფების მიერ მომზადდა ახალი საცნობარო წიგნი

წიგნი, რომელიც სათაურია სამტრედიის მუნიციპალიტეტი, მსოფლიო ველომოგზაურის ჯუმბერ ლეჯავას 80 წლის იუბილეს მიეძღვნა.

თსუ-ს ასისტენტ პროფესორის, გეოგრაფის გიორგი დვალაშვილისა და მაგისტრანტ მედეა გოგიშვილის ავტორობით გამოიცა წიგნი სამტრედიის მუნიციპალიტეტი (ბუნება, მოსახლეობა, ღირსშესანიშნაობები). Read the rest of this entry »

 

საქართველოში, ბიზნეს ორგანიზაციებმა უნდა გაიაზრონ კორპორაციული პასუხისმგებლობის მნიშვნელობა

ოლიკო ცისკარიშვილი

„ევროკავშირი მხარს უჭერს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას, ვინაიდან იგი ადამიანის უფლებების, გარემოს დაცვისა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას უწყობს ხელს,“   ერთ-ერთ შეხვედრაზე განაცხადა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობის სამოქალაქო საზოგადოების პროგრამის ოფიცერმა, დომინიკა სკუბიდამ.

ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები, რომელიც ქართულ კომპანიებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულმა ასოცირების ხელშეკრულებამ და გლობალურ ბაზრებთან ინტეგრაციამ მოუტანა, ხშირ შემთხვევაში მჭიდროდ უკავშირდება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) განვითარებას, დახვეწასა და საქართველოში ბიზნესის პასუხისმგებლობის საერთაშორისო სტანდარტების დაცვას. Read the rest of this entry »

 
 

პანკისი – კიდევ ერთი მიტოვებული კუთხე

ოლიკო ცისკარიშვილი

მეგობარმა დამპატიჟა პანკისისკენ. კავკასიური სახლის დახმარებით სტუდენტები მიყავდა ინფოტურზე. პირველად რომ პანკისში ვიყავი წასვლას ვორჭოფობდი, რადგან საზოგადოებაში გადგმული სტრეოტიპები ჩემზეც ახდენდა გავლენას. ამჯერად, აღარ მიყოყმანია, დაუფიქრებლად დავთანხმდი, თუმცა ჯგუფში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ზუსტად ისე თუ არა, ცოტა მეტადაც შფოთავდნენ და ფიქრობდნენ, რომ პანკისის ხეობაში სტუმრობა ძალიან დიდ რისკთან იყო დაკავშირებული. უკან, შინ დაბრუნებულებს, ეს სტერეოტიპი სრულიად დანგრეული ჰქონდათ. Read the rest of this entry »