RSS

Category Archives: სტიქია

საბერძნეთში, ხანძარს 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

საბერძნეთში, ძლიერ ხანძარს 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 200-ზე მეტი ადამიანი,

ხანძარი გაჩნდა, ათენის მახლობლად, პოპულარულ კურორტებზე. დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც. დაიწვა ტყეები, სახლები, ავტომობილები, ადამიანები ხანძარს ზღვაში შესვლით ემალებოდნენ… Read the rest of this entry »

 

ხანძრები, ძირითადად, ადამიანის დაუფიქრებელი ქმედებების ბრალია

ნინო ალბუთაშვილი

ბორჯომში, საკირის ტყეში,  კერძოდ, „ხრამითხევში“, 30 აპრილს, საღამოს ექვს საათზე, ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის დაწყებისთანავე ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო გუნდი. ცეცხლის ლოკალიზება, თავდაპირველად, გართულდა, რადგან ადგილი – მიუვალია, რასაც ქვის ცვენაც ერთვოდა. ტელევიზია – „ბორჯომის“ ჟურნალისტი – ნინო ვართაპეტიანის ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურმა გაავრცელა ინფორმცია, რომ ამჟამად, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ლიკვიდაცია. მან ასევე აღნიშნა, რომ ხანძრის ადგილას ჟურნალისტებს არ უშვებენ, მათივე უსაფრთხების მიზნით. ამჟამად, ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს და იმედოვნებენ, რომ დღის ბოლომდე მოხდება ხანძრის ლიკვიდაცია. ტყეს, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა –  შერეულია. ხანძარმა გაანადგურა, დაახლოებით, ნახევარი ჰექტარი – ხე-ტყე. პროცესში რეგიონის სამართველო სამსახურია ჩართული, თბილისიდან ჩასულია 25 კაციანი ჯგუფი, შესაძლოა შემდგომ ადამიანური რესურსი დაიმატონ, მათი თქმით ტექნიკის ჩართვა აუცილებელი არ გახდა, ძირითადად ადამიანური რესურსით ხდება ლოკალიზება. Read the rest of this entry »

 

მესტია-ხაიში-იფარის მონაკვეთზე კლდე-ზვავური პროცესები განვითარდა

mewyeri 1008ამ წუთებში, მესტია-ხაიში იფარის მონაკვეთზე, ძლიერი წვიმის შედეგად, კლდე-ზვავური პროცესებია განვითარებული.

“ჩამოშლილია ნახევარ ტონაზე მეტი სიმძიმის ქვები…” – გვეუბნება  გიორგი დვალაშვილი გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, გეომორფოლოგი. Read the rest of this entry »

 

მუყაოს ოცნების ქალაქი დაისეტყვა

12468231_982382248501635_834184331_nამ წუთებში მუყაოს ოცნების ქალაქში სეტყვააა… მუყაოსგან და ფიცრულებისგან შეკოწიწებულ ქოხებში შეყუჟულ ბავშვებს სცივათ და ეშინიათ…

Read the rest of this entry »

 

დატბორილი ბათუმი და ფოთი

fotiმაშველ-მეხანძრეები ბათუმსა და ფოთში სამაშველო სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნე – . ავრცელებს ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო. ორ დღიანი გადაუღებელი წვიმების გამო, ფოთის მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა. წუხელ კი, ბათუმში ორ საათიანმა ინტენსიურმა წვიმამ მოსახლეობის ნაწილი დატბორა.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, აჭარის მთავარი სამმართველოს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ქალაქ ბათუმში, ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილ სახლებსა და ქუჩებში სამაშველო, გაწმენდით და ამოტუმბვით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ.

Read the rest of this entry »

 

თუშეთის გზის აღდგენას ერთი კვირა დასჭირდება – ტურისტები შველას ითხოვენ

TuSeTi mewyeriთუშეთის დაცული დანდშაფტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თუშეთის გზის დაზიანების მასშტაბი საკმაოდ სერიოზულია. შეკეთებას სულ ცოტა ერთი კვირა დასჭირდება.

მაგთის ანძები, მეხის ჩამოვარდნის გამო, დაზიანებულია, მობილური კავშირი თუშეთთან გაწყვეტილია. ათობით ტურისტია ჩარჩენილი და ბარში ჩამოსვლას ლამობს. ერთ-ერთი ფრანგი ტურისტი ჩივის, რომ ორ დღეში აუცილებლად უნდა იყოს პარიზში, რადგან მნიშვნელოვანი საქმე აქვს.

Read the rest of this entry »

 

ადიდებულმა მდინარე არღუნმა სოფელ ხონისჭალასთან მისასვლელი საავტომობილო ხიდი წაიღო

IMG_3566შინაგან საქმეთა სამინისტრო, განცხადებას ავრცელებს: ამინდის გაუარესების გამო, ადიდებულმა მდინარე არღუნმა სოფელ ხონისჭალასთან მისასვლელი საავტომობილო ხიდი წაიღო, რის შედეგადაც სოფელ მუცოსთან დამაკავშირებელი გზა ჩაიკეტა.

Read the rest of this entry »

 

„სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის“ მოკლე ანგარიში 13 ივნისს მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით

stiqia 01313 ივნისს მომხდარ სტიქიით გამოწვეულ ტრაგედიას, დაზარალებულთა დახმარებისა და ქალაქის რეაბილიტაციის მიზნით, უმრავი კომპანია გამოეხმაურა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სპეციალურად შექმნილ საბანკო ანგარიშებზე 20 – ზე მეტი კომპანიის მიერ 2 მილიონ ლარზე მეტია ჩარიცხული და გაცემულია სხვადასხვა სახის საჭირო პროდუქცია, მათ შორის სასმელი წყალი, ფარმაცევტული და სამშენებლო მასალა.

Read the rest of this entry »

 

სტიქიის შემდეგ

stiqia 003წუხანდელი სტიქიის შემდეგ…

Read the rest of this entry »

 

სტიქიის შედეგად საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობა შეიცვალა

zedgen 01შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას და მოსახლეობას აცნობებს, რომ, რომ თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად საგზაო–სატრანსპორტო მოძრაობა შეიცვალა და გადაადგილება შეიზღუდება შემდეგ ქუჩებზე: ბახტრიონის ქუჩასთან მდებარე გვირაბი დაკეტილია და ნაკადი ვერ იმოძრავებს ამირეჯიბის გზატკეცილის (ვერის ახალი გზა)მიმართულებით

 

Read the rest of this entry »