RSS

თუშეთის გზის აღდგენას ერთი კვირა დასჭირდება – ტურისტები შველას ითხოვენ

22 Aug

TuSeTi mewyeriთუშეთის დაცული დანდშაფტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თუშეთის გზის დაზიანების მასშტაბი საკმაოდ სერიოზულია. შეკეთებას სულ ცოტა ერთი კვირა დასჭირდება.

მაგთის ანძები, მეხის ჩამოვარდნის გამო, დაზიანებულია, მობილური კავშირი თუშეთთან გაწყვეტილია. ათობით ტურისტია ჩარჩენილი და ბარში ჩამოსვლას ლამობს. ერთ-ერთი ფრანგი ტურისტი ჩივის, რომ ორ დღეში აუცილებლად უნდა იყოს პარიზში, რადგან მნიშვნელოვანი საქმე აქვს.

ომალოში ჩარჩენილი ტურისტების თქმით, ვერტმფრენი, რომელსაც კერძო პირი ფლობს, ტურისტების გადმოსაყვანად, ითხოვს, ერთი ადამიანის მგზავრობის საფასურს 300 დოლარს. მათი თქმით, ეს თანხა მათთვის კოლოსალურია და ვერ შეძლებენ გადახდას. ზოგიერთი ტურისტი თანახმაა ფეხით ჩავიდეს ბარამდე, თუმცა ეს საკმაოდ საშიშია, რადგან ორი დღის წინ, ძლიერი წვიმის შემდეგ, ჩამოსულმა მეწყერმა, დაახლოებით ორ კილომეტრი მოიცვა და მასზე გადაადგილება სიცოცხლისთვის სახიფათოა.

პ.ს. მახსოვს, ბუნებრივი კატასტროფების დროს, სახელმწიფო უზრუნველყოფდა ადამიანების ტრანსპორტირებას უსაფრთხო ადგილას…

photo by Kakha Oghadze

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s