გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს იქთიოფაუნის ბიოლოგიური მრავალფეროვნების მონიტორინგს და თევზების მარაგების შეფასებას იწყებს. კვლევა განხორციელდება სამ ეტაპად – აგვისტოში, ოქტომბერსა და დეკემბერში.
სააგენტოს მიერ დაგეგმილი კვლევა მოიცავს თევზმჭერი გემის მეშვეობით სამეცნიერო ჭერების წარმოებას საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს ყველა უბანსა და აქტუალურ სიღრმით იარუსზე.