RSS

ენგურჰესს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

21 Aug

engurhesi 012ქვეყნის ინდუსტრიული მემკვიდრეობის განვითარების მიზნით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ენგურგეჰესი ქვეყნის ის პირველი ინდუსტირული ძეგლი იქნება, სადაც სამუზეუმო-საინფორმაციო სივრცე და ვიზიტორთათვის ენგურზე გადასახედი პლატფორმები მოეწყობა. პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ენერგეტიკის სამინიტროსა და შპს „ენგურჰესის“ ხელშეწყობითა და თანადგომით განხორციელდება.


ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური უნიკალური ტექნიკური და საინჟინრო ნაგებობების ურთულესი კომპლექსი და უდიდესი ჰესია სამხრეთ კავკასიაში, რომელიც დაბა ჯვრიდან შავ ზღვამდე, ათასამდე კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული. ჰიდროელექტროსადგურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია კაშხალი, რომლის საერთო სიმაღლე 271.5 მეტრი, ხოლო განივი სიგძე 728 მეტრია; ცის თაღის ფორმის კაშხალი, მისი სიმაღლით, მსოფლიოს თაღოვანი კაშხალების ხუთეულში შედის.
ენგურზე ჰესის მშენებლობის დაწყებას საფუძვლად ნიკო ნიკოლაძის სურვილი და იდეა უდევს, რომელზეც მსჯელობა 20 წლის განმავლობაში უშედეგოდ მიმდინარეობდა. ნახევრსაუკუნოვანი ფიქრისა და მსჯელობის შემდეგ, ჰესის მშენებლობის გადაწყვეტილება, მოგვიანებით, ტერიტორიის კველვისა და დეტალური დაზვერვის შედეგად მიიღეს. საბოლოოდ, ადგილზე სამშენებლო სამუშაოები 1961 წელს დაიწყო და 1977 წელს დასრულდა.
ინდუსტრიული და საინჟინრო მემკვიდრეობის მნიშვნელობის გააზრებისა და ამ მიმართულებით, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად აქტიურ მუშაობას იწყებს.
ინდუსტრიული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის მნიშვნელობის დასტურია UNSESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის წლევანდელი, 39-ე სესია, სადაც ნორვეგიის რიუკან-ნოტტოდენის სამრეწველო მემკვიდრეობას – ჰიდროელექტროსადგურების, ელექტროგადამცემი ხაზების, ქარხნების, სატრნასპორტო სისტემებისა და ქალაქების ერთობლიობას – მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია ასევე, იაპონიის მეიჯი პერიოდის ინდუსტრიული რევოლუციის სივრცეები (ქარხნები, ქალაქები), ჰამბურგის საწყობები, ფორტ ბრიჯი დიდ ბრიტანეთში, „ფრაიბენტოს“ ინდუსტრიული ლანდშაფტი ურუგვაიში. 2015 წელს ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით „ევროპული კულტურული მემკვიდრეობის დღეების“ მთავარი თემა სწორედ, ინდუსტრიული მემკვიდრეობა იქნება.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s