RSS

Category Archives: ეკოპრობლემა

აბელიანში მარგანეცის მოპოვების მიზნით მისულ ტექნიკას გზა გადაუკეტეს

თეა ანთია

„შავ ოქროდ“ წოდებული მარგანეცი რამდენიმე ათეული წელია მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ეკოლოგიას ჭიათურაში, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ერთადერთი კერა არაა საქართველოში. – მავანთ, რომელთა ვინაობაც ჯერ კიდევ არაა ცნობილი არც ოფიციალური უწყებებისთვის და არც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, კერძოდ კი სოფელ აბელიანის ტერიტორიაზე კარგა ხნის წინ დაკონსერვებული მაღაროს ამოქმედების იდეა დაებადათ.

Read the rest of this entry »

 

საყოფაცხოვრებო ნარჩენების პრობლემა საქართველოში

გვანცა გახოკიძე

ბუნებრივი რესურსების რაოდენობა, მისი მოხმარებისა და არსებული მარაგის მიხედვით, ფაქტობრივად ერთმანეთთან გათანაბრებულია. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ადამიანის მოხმარებული ნარჩენი 10 % გარდაიქმნება საზოგადოებისათვის სასარგებლო პროდუქტად, 90% კი რჩება ნარჩენად. ნარჩენების საერთო მოცულობის მრავალტონიან ნაწილს კი – სწორედ მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენები წარმოადგენს. Read the rest of this entry »

 

ბუნებრივი რესურსების არასწორი მართვა იწვევს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური ინტერესების შელახვას

გვანცა გახოკიძე

ენერგია ადამიანის სიცოცხლისა და განვითარების ძირითადი მამოძრავებელი ძალაა. კაცობრიობას სხვადასხვა სახის ენერგიის ათვისების გარეშე სრულფასოვნად არსებობა არ შეუძლია. დედამიწაზე ტრადიციული ენერგეტიკული რესურსების-ნავთობისა და ქვანახშირის დასაზოგად, დაიწყო არატრადიციული, განახლებადი ენერგიის ეფექტურად გამოყენების საშუალეების ძიება. განახლებად წყაროებს შორის ერთ-ერთია წყლის ენერგია. ადამიანებმა, დიდი ხნის წინ, დაიწყეს წყლის ენერგიის გამოყენება მექანიკური ენერგიის მისაღებად. ჯერ კიდევ, მე-19 საუკუნის დასაწყისში, ელექტროგენერატორი გამოიგონეს, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებდა. Read the rest of this entry »

 

არა ჰესებს გუდამაყარში!!!

გვანცა გახოკიძე

დღეს, 24 თებერვალს, მზიურის პარკში ფოტო-აქცია „არა ჰესებს არაგვზე“ გაიმართა, სადაც გუდამაყრელი ახალგაზრდები შავ არაგვზე ჰესების დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებდნენ.

გუდამაყრის ხეობაში, შავ არაგვზე, ორი ჰესის – „შავი არაგვი“ და „შავი არაგვი 1“ – იგეგმება, რომელსაც შპს „სოლოენერჯი“ განახორციელებს. ორივე ჰესის მშენებლობა  მდინარე არაგვის ბუნებრივი კალაპოტიდან მილებში გატარებას ითვალისწინებს, რაც იმას ნიშნავს, რომ აშენდება დერევაციული ტიპის ჰესი. Read the rest of this entry »

 

ადამიანის უფლებაა – სასმელი წყალი, სანიტარია და ჰიგიენა

ადამიანის უფლებაა – სასმელი წყალი, სანიტარია და ჰიგიენა

ოლიკო ცისკარიშვილი

ჩამოჟანგული კედლები, ჩამოშლილი ჭერი, აყრილი იატაკი, ყოფილი კულტურის სახლის მეორე სართულზე უკვე მესამე წელია, შეკედლებულები არიან კახეთში, სოფელ ხაშმის ამბულატორიის თანამშრომლები, სადაც ძველი, კუსტარული ხელსაბანიც, მოშლილია და არ ფუნქციონირებს. სველი წერტილები, შენობის სხვა ფლიგელშის პირველ სართულზეა და ჰიჩკოკის ფილმის პერსონაჟი გეგონება თავი ადამიანს… კუსტარულად გადაბმული მილებიდან, სიბინძურეში, მუდმივად მოწანწკარებს წყალი… ფეხსალაგამდე მისვლას კი დიდი გამბედაობა სჭირდება, რომ ჩავარდნილ იატაკზე დადებული დამპალი „დეესპეს“ გადაურჩე… ექიმის მისაღებში, წყლით სავსე პლასმასის სხვადასხვა ზომის ქილები იატაკზე დევს. (სავარაუდოდ, დასალევად, ან ხელის გადასაბანად). ასეთ პირობებში დადიან პაციენტები ამბულატორიაში და სხვა გზა არ აქვთ, ასეთ პირობებში აკეთებენ ოჯახის ექიმები პატარებს აცრას. Read the rest of this entry »

 

ჰესები – ინვესტიცია თუ საფრთხე

ოლიკო ცისკარიშვილი

მეორე ნაწილი

ნენსკრა

სვანეთში, სოფელ ჭუბერში 2018 წლის 6 ივლისს, ძლიერი წვიმის შედეგად, მთა ჩამოიშალა და მდინარე ნენსკრა დააგუბა. დაგუბებულმა წყალმა მეწყრისგან ჩაკეტილი კალაპოტი გაარღვია. ადიდებულმა ნენსკრამ მდინარის პირას მდებარე ნაგებობები და სახლები წაიღო. მთლიანად დაანგრია მდინარეზე არსებული ხიდები. გარესამყაროს არის მოწყვეტილი ჭუბერის ხეობა და 10-ზე მეტი სოფელი. წყალი სოფელ ჭუბერში სამანქანო გზაზეც მოედინებოდა, წაიღო გზებიც… ჭუბერში მაშინდელი მესტიის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ნინო ვიბლიანის ინფორმაციით, ადგილობრივებმა საცხოვრებელი სახლები დროულად დატოვეს და მსხვერპლი არ არის. ჭუბერის მცხოვრებლები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ასეთი მასშტაბის სტიქია ჭუბერის ხეობაში ნენსკრა ჰესის მშენებლობამ გამოიწვია, გარემოს დამცველებიც ასე ფიქრობენ, რადგან ჰესის მშნებელობას შეეწირა უამრავი ხე-ტყე, რასაც ბუნებრივი კატასტროფების გაზრდის რისკი მოჰყვა. თუმცა ჰესის მშენებლები და მესტიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები  სხვა აზრზე არიან. ნენკრა ჰესის მშენებლობა კვლავ დღის წესრიგშია. Read the rest of this entry »

 

ჰესები – ინვესტიცია თუ საფრთხე

ნაწილი პირველი

ოლიკო ცისკარიშვილი

რამდენიმე კვირის წინ, გარემოსდამცველ ორგანიზაციების ვებ-გვერდზე წავიკითხე, რომ სომხეთმა შეწყვიტა მცირე ჰესების მშენებლობა. ცოტა ხნის წინ, კი სომხეთში ვიზიტისას, კოლეგებთან პირადად გადავამოწმე ინფორმაცია, მათაც დამიდასტურეს და დაამატეს, ჰესები იმდენად დიდ ზიანს აყენებენ გარემოს, რომ მთავრობამ გადაწვიტა, ჰესების მშენებლობა აეკრძალა.

საქართველოში, კი კიდევ მინიმუმ ასი ჰესის მშენებლობა იგეგმება და ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ სწორედ, ჰესების მშენებლობის წყალობით, დაძლევს საქართველო ეკონომიკრ კრიზისს. თუმცა ამას არ ეთანხმებიან გარემოსდამცველები. საქართველოში, დღეისათვის 35,204 ოჯახია რეგისტრირებული, რომლებიც ბუნებრივი სტიქიის საშიშროების ზონაში ცხოვრობენ, მათგან 11,000 ექვემდებარება უსაფრთხო ადგილას განსახლებას, ამას კი ემატება ჰესების მშენებლობით გამოწვეული სტიქიკური მოვლენების გააქტიურება და ამ მოსახლეობის უფრო მეტად საფრთხეში ჩაგდება.

ჯერ კიდევ, 2012 წელს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ საქართველოში, ჰესები უნდა აშენდეს, მათ შორის გიგანტური ჰესები, როგორიცაა ხუდონის ჰესი, ნენსკრას ჰესი, ნამახვანის ჰესების კასკადი, ჭოროხის ჰესების კასკადი, აჭარისწყლის ჰესების კასკადი,  დარიალჰესი. მათგან ორი უკანასკნელი აშენდა და გარემოს დამცველთა პროგნოზიც გამართლდა. Read the rest of this entry »

 

საბერძნეთში, ხანძარს 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

საბერძნეთში, ძლიერ ხანძარს 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 200-ზე მეტი ადამიანი,

ხანძარი გაჩნდა, ათენის მახლობლად, პოპულარულ კურორტებზე. დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც. დაიწვა ტყეები, სახლები, ავტომობილები, ადამიანები ხანძარს ზღვაში შესვლით ემალებოდნენ… Read the rest of this entry »

 

ლაოსში მშენებარე ჰესის კაშხალი გაირღვა

23 ივლისის საღამოს, ლაოსში მშენებარე ჰესის კაშხალი გაირღვა. შედეგად, დროის მოკლე პერიოდში 5 მლრდ კუბ.მეტრი მოცულობის წყალი გამოთავისუფლდა და წალეკა ექვსი სოფელი. წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 100-ზე მეტი, დაკარგულია ასობით და საცხოვრებლის გარეშე დარჩა 6.600 ადამიანი. ჰესის მშენებელი კომპანიის სპიკერი აცხადებს, რომ რეზერვუარში წყლის მატება და კაშხლის გარღვევა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. Read the rest of this entry »

 

კიდევ ერთი “არა ჰესებს” – ქვემო სვანეთის მოსახლეობა ჰესების წინააღმდეგ

ოლიკო ცისკარიშვილი

საქართველოს ულამაზეს კუთხეში, ქვემო სვანეთში, კიდევ ერთი ჰესის მშენებლობა იგეგმება, ჩვენი სტუმრობის დროს, ლენტეხელები, ცაგერში შემოსულ ტექნიკის გამო, შეშფოთებას გამოთქვამდნენ და უკვე თბილისში ჩამოსულებმა გავიგეთ, რომ ლენტეხელებს ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ, შიმშილობა დაუწყიათ.

როგორც დაგეგმილია ჰესი „ხელედურა 3“-ის მშენებლობის სამუშაოები უნდა აწარმოოს შპს „ხელედურა ენერჯიმ“ და ექსპლუატაციის პროექტი შეადგინა შპს „გამა კონსტალგინმა.“ მათივე მტკიცებით, პროექტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. პროექტის მიხედვით, მდ. ხელედურაზე აშენდება „დამბა ერთი“, რომლიდანაც მდინარე გვირაბის საშუალებით, (გვირაბის სიგრძე იქნება 3236 მეტრი, სიგანე კი 4,85 სმ, სიმაღლე 4.25 მ.) შეუერთდება მდინარე დევაშს. პროექტის მიხედვით, ხელედურაზე ჩამომდინარე წყლის ნახევარი დარჩება და დანარჩენი გვირაბში გავა. გვირაბის გაყვანისას მოხდება აფეთქებითი სამუშაოებიც, რომელიც უამრავ პრობლემას წარმოშობს. მათ შორის სასმელი წყლის დაკარგვა, ასევე საცოხვრებელი სახლების დაზიანება, ქვათაცვენა და ა.შ. Read the rest of this entry »