RSS

ჩატარდა შავი ზღვის სანაპიროს იქთიოფაუნის ბიოლოგიური მრავალფეროვნების მონიტორინგი

21 Aug

tevziგარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს იქთიოფაუნის ბიოლოგიური მრავალფეროვნების მონიტორინგს და თევზების მარაგების შეფასებას იწყებს. კვლევა განხორციელდება სამ ეტაპად – აგვისტოში, ოქტომბერსა და დეკემბერში.

სააგენტოს მიერ დაგეგმილი კვლევა მოიცავს თევზმჭერი გემის მეშვეობით სამეცნიერო ჭერების წარმოებას საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს ყველა უბანსა და აქტუალურ სიღრმით იარუსზე.

აღსანიშნავია, რომ აქამდე იქთიოფაუნის ბიოლოგიური მრავალფეროვნების მონიტორინგი წარმოებდა მხოლოდ თევზის გადმოცლის ადგილებსა და სარეალიზაციო პუნქტებში. საქართველოში საზღვაო კვლევებზე დაფუძნებული იქთიოფაუნის ბიოლოგიური მრავალფეროვნების სისტემური მონიტორინგი 12 წელზე მეტია არ წარმოებულა. ასევე, 12 წელია სახელმწიფოს არ განუხორციელებია შავი ზღვის სანაპიროს თევზების მარაგების შეფასებაც.

ზღვის გარემოს შეფასება ყველაზე სრულფასოვნად შესაძლებელია განხორციელდეს მისი ბიომრავალფეროვნების კვლევისა და მონიტორინგის ბაზაზე. შესაბამისად, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, აღდგენის და გონივრული მართვის საკითხები მეტად აქტუალურია.

იქთიოფაუნა წარმოადგენს საზღვაო ბიომრავალფეროვნების ერთადერთ კომპონენტს, რომლის რაოდენობრივ-ხარისხობრივი მონიტორინგი საშუალებას გვაძლევს თვალი ვადევნოთ ზღვის გარემოში მიმდინარე ცვლილებებს.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s