RSS

მაშველებმა და მესაზღვრეებმა თუშეთიდან 620 ტურისტი უვნებლად ჩამოიყვანეს

24 Aug

omalo 00520 აგვისტოს, ახმეტის რაიონში, ომალო-ლეჩურის გზაზე, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, ალვანი-ომალოს მონაკვეთზე გზის სავალი ნაწილი ჩაიხერგა, რის გამოც იქ მყოფი ქართველი და უცხოელი ტურისტები ვეღარ ახერხებდნენ ომალოდან დაბრუნებას.

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის დავალებით, 23 აგვისტოს გამთენიისას დაიწყო სამაშველო ღონისძიება ომალოში ჩარჩენილი ტურისტების დასახმარებლად. სამაშველო ღონისძიებაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი.

სამაშველო ოპერაციას უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მღებრიშვილი და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი.

თუშეთის სხვადასხვა სოფლებიდან ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ომალოში ჩამოყვანა სასაზღვრო პოლიციის ავტომანქანებით განხორციელდა. მაშველებმა და მესაზღვრეებმა ვერტმფრენით ომალოდან 620 ადამიანი ახმეტის რაიონის სოფელ ფშაველში ჩამოიყვანეს, საიდანაც ისინი მაშველებმა და პოლიციელებმა ავტომობილებით თელავის რაიონში გადაიყვანეს.

სასაზღვრო პოლიციის მეხუთე სამმართველოს (ლაგოდეხი) მეშვიდე სასაზღვრო სექტორის (ომალო) თანამშრომლებმა ტურისტები და ადგილობრივი მოსახლეობა საკვებით მოამარაგეს.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s