RSS

საქართველოს რეკორდული მაჩვენებლები

22 იან

myinvarwveri 002საქართველოში ყველაზე მაღალი მწვერვალი სვანეთში მდებარეობს – შხარა, რომლის სიმაღლე 5068 მეტრია. საბჭოთა ალპინისტები შხარაზე პირველად ავიდნენ 1933 წელს. ყველაზე დაბალი ადგილი ფოთსა და ყულევს შორის ჭაობებშია. ყველაზე გრძელი მდინარეა ალაზანი, მდინარე აღმოსავლეთ საქართველოსა და აზერბაიჯანში, ნაწილობრივ მიედინება ამ ქვეყნების საზღვრის გასწვრივ. ალაზნის სიგრძე 390 კმ, აუზის ფართობი — 11 800 კვ.კმ. ყველაზე მოკლე მდინარე ძიშხაა, რომლი სიგრძე 7 მეტრია.ყველაზე წყალუხვი მდინარე რიონია, დასავლეთ საქართველოში. სიგრძე 327 კმ, აუზის ფართობი 13400 კმ². ყველაზე დიდი წყალსაცავია – წალკის, 33,7 კმ². ყველაზე ღრმა მღვიმეა- კრუბერის მღვიმე, 2080მ. ყველაზე ძველი ნაკრძალია- ლაგოდეხის ნაკრძალი, 1912 წელი. ყველაზე მაღალი ტბაა – ყელის ტბა, რომლის სიმაღლე ზწვის დონიდან 2914 მეტრია. ყველაზე გამჭირვალე ტბა არის – პატარა რიწის ტბა. ყველაზე ტენიანი ადგილი საქართველოში ბათუმის მიდამოებში, მთა მტირალას დასავლეთ ფერდობებია, სადაც ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 4000 მმ–ს აღწევს. ყველაზე მშრალი ადგილი სართველოში ელდარის ვაკეა. იგი მდებარეობს ქვეყნის უკიდურეს სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში. აქწლიურად 350 მმ ნალექი მოდის. საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა აღრიცხულია ლათაში (კოდორისხეობა) დაჭარნალში (აჭარა). აქ +43 გრადუსია დაფიქსირებული. ყველაზე დაბალი ტემპერატურა (–42) იყო აღრიცხული მეტეოსადგურზე “ყაზბეგი მაღალ მთიანი”, რომელიცზღვის დონიდან 3600 მეტრზე მდებარეობს. კარწახში (ჯავახეთი) აღრიცხულია –41 გრადუსი, ხოლო დასავლეთ საქართველოში, რაჭაში, შაორის წყალსაცავის მიდამოებში დაფიქსირდა –40 ჰაერის ტემპერატურა.

საქართველოში უდიდესი ჩანჩქერია კლიჩი, რომელიც მდებარეობს აფხაზეთში და რომლის სიმაღლე 100 მეტრს აღწევს.
საქართველოში ყველაზე მაღალი ჩამქრალი ვულკანია მყინვარწვერი – 5047 მ. ყველაზე დიდია ფარავნის ტბა, რომელიც სამხრეთ საქართველოში მდებარეობს. მისი ფართობია 37.5 კვ. კმ. საქართველოში ყველაზე ღრმაა რიწის ტბა, რომლის სიღრმეც აღწევს 101 მეტრს.
საქართველოში ყველაზე დიდი ეროვნული პარკია თუშეთის ეროვნული პარკი (76004 ჰა).
ყველაზე დიდი ნაკრძალი კი ფსხუ–გუმისთის ნაკრძალია (40734 ჰა). საქართველოში ყველაზე დაბალი ადგილი პალიასტომის ტბის მიდამოებია. (–2 მეტრი ზღვის დონიდან)
საქართველოში ყველაზე დიდია მყინვარი ლეხზირი, რომელიც მდებარეობს სვანეთში. მისი სიგრძეა 12 კმ, ხოლო ფართობი – 36 კვ. კმ.
საქართველოში ყველაზე ქარიანია ლიხის ქედის მიდამოები, სადაც ქარის საშუალო წლიური სიჩქარეა 33 კმ/სთ. საქართველოში ყველაზე მაღლამდებარე დასახლებაა სოფელი უშგული (2200 მ). ამ მაჩვენებლით იგი ყველაზე მაღლამდებარედასახლებაა მთელ ევროპაშიც.
საქართველოში ყველაზე ღრმა კასტრული უფსკრულია თოვლიანა. სიღრმეში 900 მეტრამდეა გამოკვლეული და ერთ–ერთი ყველაზე ღრმაა მსოფლიოში.

მოამზადა ხატია გოგოხიამ

 

 

2 responses to “საქართველოს რეკორდული მაჩვენებლები

  1. Jorji Jorji Jorji

    12/01/2016 at 22:01

    თქვენი სტატია გამოვიყენე თუ წინააღმდეგი არ იქნები

     
    • ekofact

      12/01/2016 at 22:03

      კი, ბატონო, თუ არ შეწუხდებით მერე ლინკი გადმომიგდეთ

       

დატოვე კომენტარი