RSS

Daily Archives: 21/01/2013

სტიქიით დაზარალებული ოჯახები საშუალოდ 6-დან 8 ათას ლარამდე მიიღებენ

wyalwaRebulniკახეთში სტიქიით დაზარალებულმა ოჯახებმა საშუალოდ შესაძლოა, 6-დან 8 ათას ლარამდე მიიღონ. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ განუცხადა. მისი თქმით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი ძალიან დეტალურად იყო აღწერილი და თითოეული სოფლისა და ოჯახის ასეთი აღწერა არასდროს ჩატარებულა. Read the rest of this entry »

 

კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის კომპენსაციების გაცემა ხვალიდან დაიწყება

stiqia kaxetSi 001ფონდი “ქართუ” კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის კომპენსაციების გაცემას ხვალიდან დაიწყებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, მაგდა პოპიაშვილის განცხადებით, დღეს ფონდ “ქართუს” ბენეფიციართა 10%-ის სია გადაეგზავნება.ფონდი მოამზადებს მათ სახელზე ანგარიშებს, ამავდროულად, გამგეობის შენობებში გამოქვეყნდება დაზარალებულთა იმ 10%-ის სია, რომელთა შესახებ მონაცემები “ქართუს” უკვე ექნება. ხვალიდან, ფონდი “ქართუ” მათ სახელზე კომპენსაციების გაცემას დაიწყებს. დანარჩენი დაზარალებულების სიების გადაგზავნა ფონდ “ქართუსთვის” ეტაპობრივად მოხდება. ბენეფიციართა მომდევნო 10%-ის სიის გაგზავნა კვირის ბოლოსთვის იგეგმება. Read the rest of this entry »

 

არასამთავრობო ორგანიზაციები და პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრები შეხვედრას გამართავენ

bakuriani 021ხვალ, “მწვანე ალტერნატივას“ აწყობს შეხვერდას, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრები გამართავენ დიალოგს. Read the rest of this entry »