RSS

Daily Archives: 23/01/2013

ჩარგალში იგეგმება ბალნეოლოგიური კურორტის აშენება

tye 4სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილემ დავით შერვაშიძემ ჩარგალში მინერალური წყლების მწარმოებელი საწარმო ,,ჩარგლის წყაროები” მოინახულა. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო ნატურალურ არომატიზატორებით დამზადებულ სხვადასხვა სახის ლიმონათს და წყაროს წყალს აწარმოებს. ქარხანაში 21 ადგილობრივია დასაქმებული. მომავალში იგეგმება საწარმოს გაფართოვება და კიდევ 30-მდე ადგილობრივის დასაქმება. ,,ჩარგლის წყაროების” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, საწარმოს ტერიტორიაზე არსებული სამკურნალო წყლების ოპტიმალური ათვისებისა და გამოყენების მიზნით, დაგეგმილია ბალნეოლოგიური კურორტის აშენებაც. ეს ტურისტების მოზიდვას განაპირობებს, რაც რეგიონის განვითარებას შეუწყობს ხელს. Read the rest of this entry »

 

„ნასას” განცხადებით, „ბრიზ-ემის” აფეთქების ფრაგმენტები სახიფათოა

asteroidi2012 წლის 16 ოქტომბერს, ბლოკ „ბრიზ-ემის” აფეთქების შედეგად მიღებული ფრაგმენტები, დაბალი ორბიტის კოსმოსური აპარატებისთვის, მათ შორის, მსოფლიო კოსმოსური სადგურისთვის, სახიფათოა. ამ დასკვნას ამერიკის კოსმოსური სააგენტო ყოველწლიურ მოხსენებაში აკეთებს.  Read the rest of this entry »

 

28 იანვრამდე არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი

wvima77728 იანვრამდე საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. ამის მიუხედავად ტემპერატურა არ დაეცემა.

თბილისში, ხვალ მოსალოდნელია ნალექი მცირე წვიმის სახით, მცირე წვიმაა მოსალოდნელი 25 იანვარს, მაგრამ ტემპერატურა არ დაეცემა და სითბო შენარჩუნდება. Read the rest of this entry »

 

თეონა ქუმსიაშვილის ხსოვნის საღამო

teona2013 წლის 27 იანვარს, 15:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში გაიმართება 22 ივლისს ხევსურეთში ტრაგიკულად დაღუპული მომღერლის თეონა ქუმსიაშვილის ხსოვნის საღამო.
საღამოზე ფოლკლორული ანსამბლები და მომღერლები შეასრულებენ თეონას სიმღერებს. პოეტები წაიკითხავენ მის და მისადმი მიძღვნილ ლექსებს, მეგობრები გაიხსენებენ თეონას. Read the rest of this entry »