RSS

Monthly Archives: თებერვალი 2013

‎”ტიტანიკის” ზუსტი ასლი, ნიუ-იორკისკენ გეზს 2016 წელს აიღებს

titanikiავსტრალიელი მულტიმილიონერი, კლივ პალმერი, ლაინერ “ტიტანიკის” ნახაზებს უკვე წარმოადგენს. მას სურს, რომ 2016 წელს “ტიტანიკის” ასლით, გადაკვეთოს ატლანტიკური ოკეანე. იგეგმება, რომ გემი თავის წინამორბედის ზუსტი ასლი იქნება. ლაინერის პირველი რეისი, 2016 წლის ბოლოს განხორციელდება და მისი მიმართულება საუთჰემფტონიდან ნიუ-იორკამდე იქნება. Read the rest of this entry »

 

გორის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს გუბერნატორი სტუმრობდა

goris cixe 012 - Copyშიდა ქართლის გუბერნატორი ანდრო ბარნოვი გორის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს  ესტუმრა. იგი ცენტრის საქმიანობით, ვიზიტორების რაოდენობით, აღნიშნულ  სფეროში არსებული პრობლემებით და რეგიონში ტურიზმის განვითარების ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორებით  დაინტერესდა. Read the rest of this entry »

 

მერი, “საბაში” ხანძრის შედეგად დაზარალებულებს, დახმარებას დაპირდა

IMG_0898გუშინ, სავაჭრო ცენტრ საბას მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს 35 სამაშველო ჯგუფი და 300-ზე მეტი მეხანძრე 4 საათი განმავლობაში აქრობდა.

5000 კვადრატულ მეტრზე ხანძარმა გაანადგურა სავაჭრო ცენტრში არსებული 50-მდე მაღაზია. მეპატრონეებმა მხოლოდ ავეჯის ნაწილის გამოტანა შეძლეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

Read the rest of this entry »

 

მარსზე, შეიძლება სიცოცხლე იყოს

marsi„დღესდღებით მარსი, შეიძლება პოტენციური ადგილი იყოს ცხოვრებისათვის. დედამიწაზე, მსგავს გარემოში შესანიშნავად ცხოვრობენ ბაქტერიები,” – სწორედ, ასეთი დასკვნა გამოიტანეს მეცნიერება კომფერენციაზე, რომელიც კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩატარდა. დედამიწაზე ბაქტერიები, შეეგუვნენ ისეთ ადგილებში ცხოვრებას, როგორიცაა ანტარქტიდა და ჩილეს ატაკამას უდაბნო. მეცნიერების თქმით, სწორედ ასეთი პირობებია მარსზეც. ამის გარდა, დაკვირვებები გვიჩვენებს, რომ მარსზე შეიძლება იყოს წყალი თხევადი სახით, რომელიც კონცენტრირებულია მარილწყალში. გაზაფხულსა და ზაფხულში მარსის სამხრეთ ნახევარსფეროში კლდის ფერდობებზე ჩნდება მუქი შეფერილობის ზოლები, რომლებიც მეცნიერების ვარაუდით, შეიძლება მარილიანი წყლის ნაკადი იყოს. გარდა ამისა, მკვლევარები ვარაუდობენ, რომ როგორც ატაკამას უდაბნოში, მარსზეც დიდ ტემპერატურის გამო, ნიადაგში მყოფი მარილი თხევად სითხედ გარდაიქმნება. Read the rest of this entry »

 

ცეცხლი სავაჭრო ცენტრ „საბას“ 6 ათას კვადრატულ მეტრ ფართზე გავრცელდა

sabaცეცხლი სავაჭრო ცენტრ “საბას” 6 ათას კვადრატულ მეტრ ფართზეა გავრცელებული.

ამის შესახებ  სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთმა დირექტორმა ნიკოლოზ ბაკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ბაკაშვილის თქმით, გამორიცხულია, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზი მოკლე ჩართვა ან ელექტროგაყვანილობის გაუმართაობა იყოს, რადგან დაცვის სამსახური სავაჭრო ცენტრში ელექტროენერგიას ზუსტად 19.00 საათზე თიშავს. Read the rest of this entry »

 

“საბაში” სტიქიას ისევ ებრძვიან

saba2უკვე რამოდენიმე საათია სამაშველო სამსახურები ცდილობენ ხანძრის ლოკალიზებას, ნაძალადევი-დიდუმის მიდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო ცენტრ “საბაში”. გადაკეტილია კინო საქართვლოსთან გზა. მობილიზებულია სახანძრო ბრიგადები და საპატრულო სამსახურები. ამ დროისათვის სტიქიას 20-მდე წყლის ავზით ერძვიან.

Read the rest of this entry »

 

ნაძალადევში სავაჭრო ცენტრი “საბა” იწვის

sabaსავაჭრო ცენტრ “საბაში” ხანძარია. ამ დროისთვის ცეცხლის ჩაქრობა ვერ ხერდხდება,ადგილზე 15 მდე სახანძრო მანქანაა მისული. ცეცხლმოკიდებული შენობის მეორე სართული ნახევრად ჩამოშლილია, დაუზიანებელი ადგილიდან მოვაჭრეები ავეჯის გამოზიდვას ცდილობენ. ხანძრის შესახებ შეტყობინება საგანგებო სიტუაციების სამსახურში დაახლოებით 20:40 საათზე შევიდა. Read the rest of this entry »

 

საჰაერო ბურთის ჩამოვარდნისას სამი ადამიანი გადარჩა

sahaero bushtiეგვიპტეში, საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შემდეგ სამი ადამიანი გადარჩა.
ბოლო ინფორმაციით, 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 4 ტურისტი დაკარგულად ითვლება.
სამმა ადამიანმა, რომელებიც საჰაერო ბურთზე იმყოფებოდნენ, მათ შორის ერთ-ერთმა ადგილობრივმა ინსტრუქტორმაც მოახერხეს ბურთიდან გადმოხტომა, მას შემდეგ რაც მას ცეცხლი გაუჩნდა და მკვეთრად დაიწყო მაღლა ასვლა. თითოეულმა მათგანმა მრავლამხრივი დაზიანება მიიღო და ამჟამად, ადგილობრივ კლინიკაში გადიან რეაბილიტაციას. Read the rest of this entry »

 

ინდოეთის ოკეანეში, ძველი კონტინეტის კვალი აღმოაჩინეს

bermudiმავრიკიის რაიონში გეოლოგებმა ძველი კონტინენტის კვალი აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, ვულკანური აქტივობების შედეგად ოკეანით დაიფარა. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური სამეცნიერო ჟურნალები ავრცელებენ.  Read the rest of this entry »

 

გარემოს დაცვის მინისტრის ბრიფინგი

svaneTisken 001დღეს, გაიმართა გარემოს დაცვის მინისტრის ბრიფინგი, რომლის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა  ინფორმაცია ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვაში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვის შესახებ. ბრიფინგში მონაწილეობდნენ გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე და ნიდერლანდების სამეფოს გარემოზე ზემოქმედების კომისიის (NCEA – Netherlands Commission on Environmental Assessment) დირექტორი არენდ კოლჰოფი. Read the rest of this entry »