RSS

Monthly Archives: მარტი 2013

ჩემი მეგობარი ტყე – სასიამოვნო ფინალი

nergebi 001ამინდში გაგვიმართლა, გიჟმაჟმა მარტმა ზუსტად ამ დღეს გამოიხედა და მზიანი, თბილი ამინდი დაგვახვედრა ახმეტის დღის ცენტრში, სადაც უკვე მოუთმენლად გველოდებოდნენ პროექტ “ჩემი მეგობარი ტყის” კონკურსანტები…  და ეზო, სადაც რამდენიმე წელიწადში ჩვენს მიერ დარგული კაკლის ხეები იშრიალებს. Read the rest of this entry »

 

გლობალური გარემოსდაცვის ფონდის მცირე გრანტების პროგრამის პრეზენტაცია

gvirilebi ulumbi 004დღეს, შერატონ მეტეხი პალასში, გლობალური გარემოსდაცვის ფონდის მცირე გრანტების პროგრამის პრეზენტაცია შედგა. გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი მცირე გრანტების პროგრამას ახორციელებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვიტარების პროგრამა. ეს არის გლობალური გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების სფეროში სარგებლის მიღების ერთ-ერთი ყველაზე წარემატებული მექანიზმი, რომელიც იმართება თემზე დაფუძნებული ინვესტიციებით. პროგრამის მიზანია სათემო ინიციატივებზე დამყარებული მიდგომების გამოყენებით მოიტანოს გლობალური გარემოსდაცვითი სარგებელი. Read the rest of this entry »

 

ჰოლი – გაზაფხულის და ნათელი ფერების დღესასწაული

ia 0001ჰოლი – ერთ -ერთი ყველაზე გრანდიოზული დღესასწაულია ინდოეთში.

ჰოლი – ინდოეთის ყველაზე ლამაზი დღესასწაულია, ბენგალური ახალი წელი. ეს დღე, სავსე მთვარის დროს, ფხალგუნას თვეში, (მარტი-თებერვალი) აღინიშნება. ჰოლი – გაზაფხულის დღესასწაულია, მზით და ნათელი ფერებით აღსავსე. ეს დღესასწაული, იმ ლეგენდებზე უფრო ძველია, რომლებიც მის არსებობის შესახებ მოგვითხრობენ. მასში ღმერთების საპატივსაცემოდ ბევრი ღონისძიების ელემენტია ჩადებული.  Read the rest of this entry »

 

ეგვიპტეში გატაცებული უცხოელი ტურისტები გაათავისუფლეს

egvipte01ოთხი დღის შემდეგ, ეგვიპტეში დაკავებული 2 ტურისტი გაათავისუფლეს. ისინი, ტყვედ ბედუინების შეიარაღებულმა ჯგუფმა აიყვანა, სინაის ნახევარკუნძულზე. გამტაცებლები, ეგვიპტის მთავრობას ნათესავების ციხიდან გამოშვებას ითხოვდნენ.

22 მარტს, ბედუინებმა ტყვედ 34 წლის ისრაელის არაბი (კაცი) და 32 წლის ნორვეგიის მოქალაქე ქალი აიყვანეს. ტურისტები, მანქანით საკურორტო ქალაქ ტაბადან ქალაქ დახაბში, ისრაელის საზღვართან მიემართებოდნენ. მათი გათავისუფლების თაობაზე, მოლაპარაკებებს 6 ადგილობრივი შეიჰი ესწრებოდა. ცნობილია, რომ ბედუინები ტურისტების გათავისუფლებას მაშინ აპირებდნენ, როდესაც მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდებოდა. ტყვედ აყვანილი ტურისტების თქმით, ბედუინები მათ კარგად ექცეოდნენ.  Read the rest of this entry »

 

ავსტრიაში, დიდთოვლობის გამო, 100-მდე ავტომანქანა ავარიაში მოყვა, არის მსხვერპლი

zamt8ავსტრიაში დიდთოვლობის გამო ავტომაგისტრალზე 100-მდე ავტომანქანა დაეჯახა ერთმანეთს. დაღუპულია ერთი ადამიანი.

ავარია ვენის დასავლეთით, A1 მაგისტრალზე მოხდა. ავარიის გამო 2 კილომეტრიანი საცობი წარმოიშვა. Read the rest of this entry »

 

საქართველოში 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა

miwisZvra 03საქართველოში 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი რუსეთის ფედერაცია ყარაჩაი–ჩერქეზეთი რესპუბლიკა იყო. საქართველოს საზღვრიდან – 6კმ დაშორებით. Read the rest of this entry »

 

ჩვენ, დღის ცენტრში შეშით ვთბებით და ტყე ცოდოა…

ameta naxatiოლიკო ცისკარიშვილი

“მე ძალიან მიყვარს ტყე, მით უმეტეს ტყეში ყოფნა… მიყვარს მათზე ზრუნვა და მოვლა…ტყე გადაშენების პირასაა ჩვენ უნდა მოვუფრთხილდეთ და მოვუაროთ, რათა არ გადაშენდეს. ტყე ადამიანის წამალი და მეგობარია, როდესაც ტყეში ხარ და მის სუფთა ჰაერს ჩაისუნთქავთ იგრძნობთ დიდ სიამოვნებას, მის სილამაზეს და მის ალერსს. ჩვენ დღის ცენტრში შეშით ვთბებით და ტყე ცოდოა. ამიტომ გევედრებით, იქნებ გაზი გამოგვიყვანოთ…” – ეს პატარა ამონარიდი არც რომელიმე ცნობილი მწერლის ნაწარმოებიდანაა და არც ჟურნალისტური ნაშრომიდან… ეს ახმეტის დღის ცენტრის მერვე კლასელმა გოგონამ დაწერა, როდესაც სთხოვეს დაეწერა თხზულება “ჩემი მეგობარი ტყე”… მასთან ერთად, კიდევ რამდენიმე ბავშვმაც იმუშავა ამ თემაზე. ნაწერებიდან აშკარად ჩანს, რომ ამ ბავშვებმა სერიოზულად იფიქრეს და სერიოზული ნაშრომებიც წარადგინეს. Read the rest of this entry »

 

სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეიდან დაიწყო

Stormi 00001სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეიდან იწყება.

უკვე დადგენილია, რომ საქართველოში ქარისა და შტორმის შედეგად მოსახლეობას და ინფრასტრუქტურას 5 მლნ ლარის ზარალი მიადგა. Read the rest of this entry »

 

ბათუმში ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის 8 მილიონი ლარია საჭირო

Stormi 00009ბათუმის მერის ჯემალ ანანიძის ინფორმაციით ბათუმში ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის 8 მილიონი ლარია საჭირო.
“წელიწადნახევარი დასჭირდება მთლიანი პერიმეტრის სამუშაოების შესრულებას,რადგან ეს რთული სამუშაოა. მთლიანად ჯამში ამის გამაგრება 8 მილიონ ლარამდე დაჯდება”-განაცხადა ანანიძემ.
აღსანიშნავია რომ,საქართველოში სტიქიის შედეგად ბათუმსა და ქობულეთში ზღვისპირა ზოლი დაზიანდა. დატბორილია ზღვისპირა ქუჩები. Read the rest of this entry »

 

გარემოს დაცვის მინისტრის ვიზიტი კახეთის რეგიონში

tye 1გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე თელავის მუნიციპალიტეტს ეწვია და თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებთან ერთად გამწვანების აქციაში – „დარგე შენი მომავალი” მიიღო მონაწილეობა. აქციის ფარგლებში,თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის ეზოებში ასეულობით წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯიშის ნერგი დაირგო.
ამასთან, ათი დღის განმავლობაში ნერგები კახეთის სხვა კატასტროფისგან დაზარალებული რაიონების, სკოლებისა და სხვა დაწესებულებების ტერიტორიაზეც დაირგვება.
კახეთის რეგიონში ვიზიტისას გარემოს დაცვის მინისტრმა თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც გამართა.
შეგახსენებთ, აქცია „დარგე შენი მომავალი” ორგანიზებულია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ და ხორციელდებაგერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.
გარდა ამისა, შპს „საქართველოს ნერგების” მიერ გარემოს დაცვის სამინისტროს გადაეცა 20 000 ცალი ნერგი, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცემა აქციაში ჩართვის მსურველებს, მათ შორის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ლტოლვილთა და განსახლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროებს, საქართველოს პარლამენტს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მოქალაქეებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს.

აქციის მიზანი ბიომრავალფეროვნების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ახალგაზრდა თაობებისათვის ხის დარგვის, მოვლისა და მისი აუცილებლობის სწავლება, გარემოსდაცვითი საკითხების პოპულარიზაცია და საზოგადოების პრაქტიკულ ღონისძიებებში ჩართვაა.

http://moe.gov.ge