RSS

Daily Archives: 25/03/2013

ბათუმში ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის 8 მილიონი ლარია საჭირო

Stormi 00009ბათუმის მერის ჯემალ ანანიძის ინფორმაციით ბათუმში ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის 8 მილიონი ლარია საჭირო.
“წელიწადნახევარი დასჭირდება მთლიანი პერიმეტრის სამუშაოების შესრულებას,რადგან ეს რთული სამუშაოა. მთლიანად ჯამში ამის გამაგრება 8 მილიონ ლარამდე დაჯდება”-განაცხადა ანანიძემ.
აღსანიშნავია რომ,საქართველოში სტიქიის შედეგად ბათუმსა და ქობულეთში ზღვისპირა ზოლი დაზიანდა. დატბორილია ზღვისპირა ქუჩები. Read the rest of this entry »

 

გარემოს დაცვის მინისტრის ვიზიტი კახეთის რეგიონში

tye 1გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე თელავის მუნიციპალიტეტს ეწვია და თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებთან ერთად გამწვანების აქციაში – „დარგე შენი მომავალი” მიიღო მონაწილეობა. აქციის ფარგლებში,თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის ეზოებში ასეულობით წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯიშის ნერგი დაირგო.
ამასთან, ათი დღის განმავლობაში ნერგები კახეთის სხვა კატასტროფისგან დაზარალებული რაიონების, სკოლებისა და სხვა დაწესებულებების ტერიტორიაზეც დაირგვება.
კახეთის რეგიონში ვიზიტისას გარემოს დაცვის მინისტრმა თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც გამართა.
შეგახსენებთ, აქცია „დარგე შენი მომავალი” ორგანიზებულია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ და ხორციელდებაგერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.
გარდა ამისა, შპს „საქართველოს ნერგების” მიერ გარემოს დაცვის სამინისტროს გადაეცა 20 000 ცალი ნერგი, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცემა აქციაში ჩართვის მსურველებს, მათ შორის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ლტოლვილთა და განსახლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროებს, საქართველოს პარლამენტს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მოქალაქეებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს.

აქციის მიზანი ბიომრავალფეროვნების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ახალგაზრდა თაობებისათვის ხის დარგვის, მოვლისა და მისი აუცილებლობის სწავლება, გარემოსდაცვითი საკითხების პოპულარიზაცია და საზოგადოების პრაქტიკულ ღონისძიებებში ჩართვაა.

http://moe.gov.ge

 

საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლიდან 44 კილომეტრში მიწისძვრა დაფიქსირდა

miwisZvra 04დღეს, საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლიდან 44 კილომეტრში მიწისძვრა დაფიქსირდა. Read the rest of this entry »

 

სტიქიამ აჭარას სამი მილიონი ზარალი მიაყენა

Stormi 0005112 საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, რადგან გარემოს ეროვნული სააგენტო პროგნოზირებს 25 მარტს ამინდის კიდევ უფრო გაუარესებას და ჰაერის ტემპერატურის კლებას.
“ამ პერიოდის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტი დირექტორის გიორგი ბიჭაშვილის განკარგულებით, სრულ მზადყოფნაშია კვლავ იმუშაოს განსაკუთრებულ რეჟიმში, რათა 112-ის სადისპეჩერომ ოპერატიულად მიიღოს ზარები და განახორციელოს ზარების დროული დისპეჩერიზაცია, საქართველოს მოსახლეობისთვის დროული დახმარების აღმოჩენის მიზნით.
ამ დროისთვის დაფიქსირებული ზარების სტატისტიკური მონაცემები შემდეგნაირია: რეგიონების მაშტაბით – 120 შემთხვევა; თბილისის მაშტაბით- 137 შემთხვევა; ზარის ინიციატორებისაგან ფიქსირდება გამოძახებები: ქარისგან გადახდილ სახურავებთან დაკავშირებით, ელექტრო გადამცემი ხაზების დაზიანება, ხის წაქცევა, სარეკლამო ბილბორდის წაქცევა, მოსალოდნელია სხვადასხვა ტიპის საშიშროებები; Read the rest of this entry »

 

მთავრობა ზარალს ითვლის

Stormi 00008საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმში რჩება. სამსახურის ბოლო მონაცემებით, რეგიონების მასშტაბით სტიქიის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის 133 შემთხვევა, თბილისის მასშტაბით კი, 156 შემთხვევა დაფიქსირდა. Read the rest of this entry »

 

უკრაინას თოვლისაგან 22 ათასი ადამიანი და 5 ათასი ერთეული ტექნიკა წმენდდა

zamt4უკრაინის თოვლისგან გასაწმენდად ბოლო დღეღამის განმავლობაში გამოვიდა 22 ათასზე მეტი ადამიანი, 5 ათასზე მეტი ტექნიკა, მათ შორის ვერტმფრენი “მი-8” და 22 თოვლგამწმენდი მატარებელი გამოიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სამსახური ავრცელებს.  Read the rest of this entry »

 

შტორმი ბათუმში

Stormi 00001ფოტო: ვაკო ქავჟარაძე Read the rest of this entry »