RSS

კაცხის სვეტი – უნიკალური შთენილი სვეტი

10 Dec

kacxis sveti 0010ოლიკო ცისკარიშვილი

კაცხის სვეტი ჭიათურასთან ახლოსაა, ბავშვობაში ჩემი წინაპრები ამ სვეტს ეძახდნენ _ სვეტი-ცხოველი უხელოდ აშენებული. მიდიოდნენ და სვეტს სთხოვდნენ ჩვენს ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, კარგად ყოფნას…

მახსოვს ბებომ, როგორ გამოძერწა ჩემხელა სანთელი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ფეხით გაუყვა კაცხის სვეტისკენ გზას ჩემთან ერთად, მანამდე იდგა მუხლდაჩოქილი და ლოცულობდა, ვიდრე სანთელი ბოლომდე არ ჩაიწვა.

ადგილობრივები კაცხის სვეტს, ხან ცხვარს სწირავდნენ, ხან დედალს, ხან რას და ხან რას. ამბობდნენ ზევით, ქვით ნაკეთი სადგომიაო – ეს ჩემს ბავშვობაში. ყოველთვის მიკვირდა, როგორ უნდა ასულიყო იქ ადამიანი და ხელით გამოეთალა მაგიდა, სკამი… მერე მთასვლელები ვარჯიშობდნენ-ხოლმე და ბავშვები დიდი მონდომებით ვადევნებდით თვალყურს. წლებია, კაცხის სვეტზე არ გადავსულვარ. ახლა კი… ეკლესია აუშენებიათ, როგორც სვეტზე, ასვე ქვევით, სვეტის მახლობლად. კაცხის სვეტამდე მისასვლელი გზა ბარდნარით იყო სავსე, ახლა კი მომლოცველებს თუ უბრალოდ ტურიზმის მოყვარულებს შეუძლიათ კომფორტულად მივიდნენ სვეტამდე, ამის შესაძლებლობას კი კარგად გაკეთებული გზა იძლევა. ასიოდე მეტრში კი ტურისტებისთვის დასასვენებელი ადგილებიც ეწყობა.

kacxis sveti 0001ისტორიული წყაროების მიხედვით, კი კაცხის სვეტი, კირქვის სვეტისებრი დენუდაციური „მოწმე“ — შთენილი კლდე მდებარეობს ჭიათურის რაიონის ტერიტორიაზე, მდინარეების კაცხურისა (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) და ღვითორის (ბუჯის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფზე. სიმაღლე 40 მეტრია. ზედა ბაქნის ფართობია 10X17 მ.,ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კაცხის სვეტი თავდაპირველად მონოფიზიტ განდეგილთა სამყოფელს წარმოადგენდა, თუმცა ეს მოსაზრება საყოველთაოდ არაა გაზიარებული. სვეტის ზედა ბაქანზე დგას ორი მცირე ზომის ეკლესია. ასეთ ადგილებში სამლოცველოების აგებას მკვლევრები  მესვეტეობას უკავშირებენ, რომელიც VI საუკუნეში გავრცელებული იყო წინა აზიასა და, უპირველეს ყოვლისა, სირიაში, რომელთანაც ქრისტიანულ საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. ერთი ეკლესია (V ს.) მშრალადაა ნაშენი ადგილობრივად მოპოვებული, უხეშად დამუშავებული ქვით, აფსიდი კლდეშია გამოკვეთილი. მეორე (VI ს.) ნაგებია ქვემოდან აზიდული კარგად გათლილი კვადრებით, აქვს კრიპტა (ქვედა სართული – სამარხი). არავინ იცის ზუსტად როდის შეწყდა რელიგიური ცხოვრება კაცხის სვეტზე, მაგრამ ვახუშტი ბატონიშვილის დროს აქ ბერები აღარ მოღვაწეობდნენ. კაცხის სვეტის არქიტექტურული ძეგლები 1944 წელს ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით მთასვლელთა ჯგუფმა ინახულა. ბოლო პერიოდამდე კაცხის სვეტზე ასვლა, ალპინისტური აღჭურვილობის გარეშე, შეუძლებელი იყო. დღეისათვის კაცხის სვეტზე ასვლა შესაძლებელია ყველა მსურველისთვის. აღდგენილია სვეტის ძირში და თავზე არსებული სამლოცველოები.

ბატონიშვილი ვახუშტი კი ასე აღწერს:

kacxis sveti 0008“ციხის აღმოსავლეთით არს კლდე ხრამსა შინა აყვანილი ვითარცა სუეტი.ფრიად მაღალი მის კლდის თხემზე არს ეკლესია, არამედ ვეღარარა არევლის კაცი, არც უწყიან ხელოვნება აღსვლისა “

პირველი ასვლა კაცხის სვეტზე 1934 წელს განხორციელდა-ალპინისტ ალიოშა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით ავიდნენ მწერლები – ლევან გოთუა, აკაკი ბელიაშვილი და არქიტექტორი ვ. ცინცაძე. მეორედ, თერთმეტი წლის შემდეგ,1955 წელს კაცხის სვეტზე ავიდა რგანის მაღაროს ალპინისტური სექციის ჯგუფი, ვარდენ გოცაძე, თენგიზ აბესაძე, თენგიზ ხვედელიძე და ზურაბ ხვედელიძე, გოდერძი სამხარაძის ხელმძღვანელობით; სვეტის თხემის ფართობი სამოცი კვადრატული მეტრია, იქ დახვდათ ქვის მცირე ზომის ეკლესია-დაახლოებით ოთხი მეტრი ოთხ მეტრზე, მხოლოდ კედლები, რომელზეც მხატვრობის კვალი არ ემჩნეოდა. ეკლესიის სამხრეთ მხარეზე მოწყობილი აკლდამა, რომელშიც ერთი ადამიანის ჩონჩხი ესვენა, იქვე იყო ექვსი ცალი ქვევრის წყლის სამარაგო, თითოეული 160 ლიტრის ტევადობის. ეკლესიის შიგნით სპეციალურად გაკეთებულ ნიშზე იდო თუნუქის ქილა, რომელშიც იდო წერილი, რომელსაც ხელს აწერდნენ მთასვლელები, ალიოშა ჯაფარიძე, ლევან გოთუა, აკაკი ბელიაშვილი და ვ ცინცაძე. წერილი ახლა სოფელ ხრეითში ალიოშა ჯაფარიძის სახლ-მუზეუმში ინახება. ეკლესიის დაახლოებით ორი მეტრის მოშორებით  პატარა ზომის შენობის ნაშთი იყო, ალბათ კელია, ბერთა საცხოვრებელი, რომელშიც ბუხარი იყო და ნაცეცხლარი ეტყობოდა, იქვე იყო ქვის პატარა როდინი თავისი ქვასანაყით, ქვევრის ფარფლის ნატეხი ჯვრის გამოსახულებით, ქართული აგურისა და კრამიტის ნატეხები (აღნიშნული ნივთები გ.სამხარაძის პირად მუზეუმში ინახება). იქვე იდგნენ მუხის ხეები 20 სანტიმეტრი დიამეტრის. სვეტის ძირში იდგა ცაცხვის ხე, რომლის კენწერო სვეტის თხემს აღწევდა, დაახლოებით ოცი წლის უკან, ცაცხვის ხე ქარმა მოგლიჯა, რომლის ძირში ქვის აკლდამა გამოჩნდა, მასში დაახლოებით ოცდახუთი თავის ქალა და დიდი ძვლები აღმოჩნდა. თავის ქალა და ძვლები ადამიანისა იყო.

“კაცხის სვეტი მდებარეობს მდინარე კაცხურას ხეობაში, სოფელ კაცხში. მისი უნიკალურობა ისაა, რომ  შთენილი სვეტია. ზემო იმერეთის სოფლებს შორის, ერთ ერთი უძველესი და ულამაზესი სოფელია კაცხი, რომელსაც მდიდარი და საინტერესო ისტორია აქვს. ,,ტერმინი – კაცხი სვანური სიტყვაა და მწვერვალს ნიშნავს“ – განმარტავს აკადემიკოსი აკაკი შანიძე. ეს კაცხის გეოგრაფიული მდებარეობითაც დასტურდება. სოფელი უხსოვარი დროიდანვე ყოფილა დასახლებული რასაც ადასტურებს, მის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი კაჟის სახელოსნო იარაღები, ბრინჯაოს ნაკეთობანი და სხვა.

kacxsi sveti 0013კაცხის ტერიტორიაზე აღმართულია ბუნებრივი კირქვული სვეტი, დენუდაციური ,,მოწმე შთენილი’’ კლდე, რომლის სიმაღლე 40 მეტრია, ხოლო მისი სწორკუთხედი ფორმის თხემის ფართობი დაახლოებით 150 მ2-ს შეადგენს. სვეტი ძირითადად შვეულად არის აღმართული. თუმცა, მის ზედა ნაწილში მცირე ზომის რამდენიმე ტერასაა მოთავსებული. ძირთან სვეტი გამოფიტულია და უფრო ვიწროა, ვიდრე მისი ზედა ნაწილი, რაც ქმნის უარყოფით დაქანებას და კიდევ უფრო მიუდგომელს ხდის მას. ადრინდელ შუა საუკუნეებში აქ განდეგილთა სამყოფელი იყო, სვეტის ზედა ბაქანზე დგას მომცრო ზომის ეკლესია, ასეთ ადგილებში სამლოცველოების აგებას მკვლევარები უკავშირებენ მესვეტეობას. სვეტის თავზე ეკლესია ნაგებია ქვემოდან აზიდული კარგად გათლილი კვადრებით. ბოლო პერიოდამდე კაცხის სვეტზე ასვლა, ალპინისტური აღჭურვილობის გარეშე, შეუძლებელი იყო. სვეტის აღმოსავლეთ მხარეს, ძირში, მიწის დონეზე, კლდის მოსწორებულ ზედაპირზე გამოკვეთილია ტოლმკლავა ჯვარი.

კაცხის სვეტთან 1,5 კმ-ით დაშორებულია კაცხის მაცხოვრის ტაძარი, მისი ძირითადი ნაწილი 1010—1014 წლებშია აშენებული, 30 წლით გვიან სამი მხრიდან მიშენებული აქვს გარშემოსავლელი. ნაგებობას გარს აკრავს ხუთკუთხა გალავანი. კაცხის ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ორიგინალური ძეგლია. ნაგებობა შედგება საფეხურებად განლაგებული სამი წახნაგოვანი ნაწილისაგან: გარშემოსავლელის, ტაძრის კორპუსისა და გუმბათის ყელისაგან. ტაძრის კორპუსი და გუმბათის ყელი ექვს აფსიდიანია.

კაცხის სვეტის ძირში გაედინება მდინარე კაცხურა, რომელსაც სათავე აქვს ზღვის დონიდან 1160 მ, რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე. მარჯვნიდან ერთვის მდინარე kacxis sveti 0009ყვირილას. სიგრძე 13 კმ, აუზის ფართობი 31 კმ2. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა — ზამთარში. ზაფხულ-შემოდგომაზე იცის წყალმოვარდნა. სვეტის მახლობლად მდინარის აუზში მდებარეობენ კარსტული მღვიმეები: კაცხის I, კაცხის II, ჭალის-კლდისა და ხორბოულის კლდის მღვიმეები, აგრეთვე ამ ტერიტორიაზეა ჭალის-კლდის ჭა,” – გვიყვება გიორგი დვალაშვილი, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

კაცხის სვეტის ჩრდილოეთით დარჩენილია კლდეში ნაკვეთი სამი საფეხური. უნდა ვიფიქროთ,რომ აქ კლდეში ნაკვეთი კიბეები იყო, რომელმაც დროთა განმავლობაში ბუნებრივი ნგრევა განიცადა. მეორე ის, რომ მაშინდელ ადამიანს, ჩვენს წინაპრებს სხვა ფიზიკური მონაცემები ჰქონდათ, მესამე ის, რომ შეიძლება აქ იდგა დიდი ხეები, რომლის მეშვეობითაც ადიოდნენე სვეტზე.

ისტორიამ არ შემოგვინახა, ვინ იყო პირველი მესვეტე ბერი კაცხში, რომელიც განმარტოებით ცხოვრობდა და ლოცულობდა კაცხის სვეტზე, ვინ იყო ის ბერი, რომლის ძვალთშესალაგი კაცხის სვეტის თხემზეა.

ასეა, თუ ისეა, ფაქტია, რომ კაცხის სვეტი, ტურისტებისთვის ფრიად საინტერესო იქნება და მისი პოპულარიზაცია ხელს შეუწყობს ადგილობრივ ტურიზმის განვითარებას და ადგილობრივების ეკონომიკურ შესაძლებლობებსაც გარკვეულწილად გაზრდის.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s