RSS

Daily Archives: 02/12/2014

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს განცხადება

zamTris mzeგარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, რომელიც მუდმივად ახორცილებს მდინარე მტკვარზე მონიტორინგს, რამდენიმე დღის წინ, მდინარე მტკვარში (ასპინძის რაიონის სოფელ ხერთვისთან) წყლის დონის კლება დააფიქსირა. 

Read the rest of this entry »

 

ცუცხვათის მღვიმე

ცუცხვათიცუცხვათის მღვიმე მდებარეობს ოკრიბა-არგვეთის ქედზე. უროგენულ კირქვებში გამომუშავებულ ცუცხვათის მღვიმოვანს, ადგილობრივები „მაღარას“ უწოდებენ.
მღვიმე შედგება 13 სართულისგან. ქვევიდან პირველი სართული ადამიანისთვის გაუვალი ვიწრო ხვრელია, რომელშიც გაედინება მუდმივი ნაკადი – მდ. შაბათაღელე. მღვიმის ქვემოთ მდინარეს ჭიშურა ეწოდება.
მეორე სართული (მთავარი ტალანი) ატარებს უზარმაზარი ბუნებრივი გვირაბის ხასიათს (სიგრძე – 200 მ, სიგანე – 10-30 მ, სიმაღლე 10-28 მ). მასში წყალი მხოლოდ შაბათაღელის წყალდიდობის დროს გაედინება. ტალანის განშტოებებში არის წყაროები, პატარა ტბა, კალციტის ნაწვეთი ფორმები. ჭერთან შენახულია ადამიანის მიერ დამაგრებული ძელები – ძველი საკულტო ნაგებობის ნაშთი.

Read the rest of this entry »