RSS

Daily Archives: 14/12/2014

ვაკის “ფილტვები”

kidev vakis parkiოლიკო ცისკარიშვილი

ვაკის ყველაზე დიდი პარკი, ვაკის პარკია, რომელიც თრიალეთის ქედის ჩრდილოეთის ფერდობის გარკვეულ მონაკვეთში  ჭავჭავაძის პროსპექტის №76-ში მდებარეობს. მისი მშენებლობა 1946 წელს დაიწყო. საქართველოს ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის №3/181 ბრძანებით, მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ბუნებრივია, პარკის შესასვლელები და თვით მისი ძირითადი ნაწილი (კომპოზიციურ ღერძზე განლაგებული კიბეები, აუზი და სხვა გეგმარებითი ელემენტები) დასახლებული ტერიტორიების დამამთავრებელი ქუჩებისა და საზღვრების მიმდებარედ, მათთან ორგანულად და ტერიტორიულად დაკავშირებულად დაპროექტდა. შემდგომ ეტაპზე მოხდა მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი დიდების მემორიალის დაგეგმარება-მშენებლობა, რომელმაც მთის ფერდობზე გააგრძელა არსებული კომპოზიციური ღერძი (წყლის სარკე-ჩანჩქერების შადრევნებისა და დამამთავრებელი მოცულობითი თემატური ქანდაკების სახით). Read the rest of this entry »

 

ვაკის მშენებლობები და შესაძლო რისკები

mshenebloba 003ოლიკო ცისკარიშვილი

21-ე საუკუნის საქართველოში, დედაქალაქ თბილისში, ყველაზე პრესტიჟულ უბნად ვაკე ითვლება, რომელიც ჯერ კიდევ, გასული საუკუნის 50 წლებში, გარეუბნად ითვლებოდა.  მიუხედავად იმისა, რომ ვაკეში, თითქმის წარმოუდგენელიც კია ახალი ნაგებობების აშენება, სამშენებლო კომპანიები მაინც ახერხებენ და ახალ შენობებს დგავენ. მშენებლობის ნებართვას კი სახელწმიფო, ოფიციალურად აძლევთ. ამ მშენებლობების ბუმს ხშირად ვაკის “ფილტვებად” წოდებული სკვერები ეწირება. ერთ დროს, ვაკის უბნის სავიზიტო ბარათი – ვაკის პარკი, გაცხოველებული მშენებლობების გამო ნელ-ნელა კარგავს ტერიტორიებს და შესაბამისად, ვაკის მაცხოვრებლები სუფთა ჰაერს და დასასვენებელ ადგილს. Read the rest of this entry »