RSS

Monthly Archives: ნოემბერი 2014

თბილისელი ფერმერების წარმატებული საქმიანობა წნისში

ferma 006ოლიკო ცისკარიშვილი

ახალციხემდე, სოფელ წნისში, არც თუ ისე პატარა ფერმაა,  სადაც 45 ადგილობრივია დასაქმებული. ფერმაში 70 მეწველი ძროხა და ოცამდე ხბოა, რომლებსაც სათუთად უვლიან.

ფერმას, რომელიც მოიცავს 600 კვადრატულ მეტრს, სათავეში ნინო ზამბახიძე და მისი ბიზნესპარტნიორი ბესო ბაბუნიშვილი უდგანან. ჩვენი სტუმრობისას, პატარა ხბოებს აცრას უკეთებდნენ სპეციალისტები, რომლებიც მუდამ თვალყურს ადევნებენ ცხოველების ჯანმრთელობას. გარეთ, მეწველი ძროხები მასაჟორს ზურგს უშვერდნენ, ყველის ცეხში კი ყველის ამოყვანის გამალებული სამუშაოები მიმდინარეობდა.

ეს ფერმა ადგილობრივებისთვის დასაქმების შანსი და დიდი სტიმულია. Read the rest of this entry »

 

საჯარო ლექცია მოსწავლეებისათვის ,,საქართველოს სტიქიური პროცესები”

mewyeri 1004გუშინ, 26 ნოემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,ნორჩ გეოგრაფთა სკოლამ” ჩაატარა სამეცნიერო-პოპულარულ ლექციას თემაზე ,,საქართველოს სტიქიური პროცესები”. მომხსენებელი იყო თსუ-ს ასისტენტ პროფესორი, გეოგრაფიის დოქტორი, გეომორფოლოგი გიორგი დვალაშვილი.

საჯარო ლექციაზე, ყურადღება გამახვილდა, საქართველოში, ბოლო დროს, მომატებულ სტიქიურ პროცესებზე. ბუნებრივი პროცესების სტიქიური განვითარება და გეოეკოლოგიური სიტუაციის გამძაფრება დიდ სიძნელეებს უქმნის კახეთის რეგიონის მოსახლეობას და მის ეკონომიკას. საშიშროების ზონაში იმყოფება ასობით საცხოვრებელი სახლი, საინჟინრო ნაგებობა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ათასობით ჰექტარი. სტიქიური პროცესების ექსტრემალური განვითარების პირობებში, მოსახლეობისადმი და სასოფლო-სამეურნეო ობიექტებისადმი მიყენებული ზარალი ათობით მილიონ დოლარს აღწევდა. Read the rest of this entry »

 

საქართველოში რიგით ოცდამერვე, ხოლო ვანის მუნიციპალიტეტში პირველი კარსტული მასივი აღმოაჩინეს

IMG_084122 ნოემბერს, ვანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბზვანში, საინტერესო გეომორფოლოგიური ექსპედიცია მოეწყო. ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტ სალომე ხონელიძემ თსუ-ში საქართველოს რეგიონების გეომორფოლოგიის ლექციაზე განიხილა ბზვანის მღვიმის საკითხები, შემდეგ არსებული ინფორმაცია დაზუსტებული სოფელ ბზვანის რწმუნებულთან ბატონ გრიგოლ ტყეშელაშვილთან. ექსპედიციის ხელმძღვანელი იყო თსუ-ს ასისტენტ პროფესორი, გეოგრაფიის დოქტორი, გეომორფოლოგი გიორგი დვალაშვილი.

Read the rest of this entry »

 

სამეცნიერო-პოპულარულ ლექცია თემაზე ,,საქართველოს სტიქიური პროცესები”

დვალა26 ნოემბერს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,ნორჩ გეოგრაფთა სკოლა” გამართავს სამეცნიერო-პოპულარულ ლექციას თემაზე ,,საქართველოს სტიქიური პროცესები”. მომხსენებელი – თსუ-ს ასისტენტ პროფესორი, გეოგრაფიის დოქტორი, გეომორფოლოგი გიორგი დვალაშვილი.

Read the rest of this entry »

 

შავ ზღვაზე შტორმია

foTis zRva 003შავ ზღვაზე 5-6 ბალი შტორმი ფიქსირდება. სამაშველო სამსახურის  საზღვაო განყოფილების ინფორმაცით ფიქსირდება ქარი სამხრეთ- დასავლეთის მიმართულებით 17 მეტრი/წამში.

Read the rest of this entry »

 

გილოცავთ გიორგობას

oliko323ეკოფაქტი, გილოცავთ გიორგობის წმინდა დღესასწაულს. ქურმუხის წმინდა გიორგის მადლი არ მოგკლებოდეეთ თქვენ და სრულიად საქართველოს

 

თუშეთში არის ევროპის ყველაზე მაღალი სოფელი

irakli-xvedaguridze-da-giorgi-dvalashviliქართველები ხშირად ვამბობთ, ტრაბახი გვიყვარსო, არადა, გაფრთხილება და მოვლა გვეზარება, თორემ ბევრი რამ მართლაც სატრაბახო და საამაყო გვაქვს.
თუნდაც, რამდენმა ვიცით, რომელია საქართველოს უმაღლესი სოფელი და სად მდებარეობს, ვინ ცხოვრობს იქ თუ უკვე ნასოფლარადაა ქცეული?
სწორედ ამ კითხვებით მივმართეთ თსუ-ის ასისტენტ-პროფესორს, გეოგრაფ გიორგი დვალაშვილს. Read the rest of this entry »

 

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება შეძლეს

xanZari kanadaSiშსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხანძარსაწინააღმდეგო სამმართველოს ხელმძღვანელებმა და სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს სამაშველო ჯგუფებმა იმერეთში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირება შეძლეს.

Read the rest of this entry »

 

კულტურული მემკვიდრეობისა და ლანდშაფტურ ძეგლებზე ინოვაციური საინფორმაციო დაფები განთავსდა

rabaTiსაქართველოს და სხვა ქვეყნების კულტურული მემკვიდრეობის და ლანდშაფტურ ძეგლებზე ინოვაციური საინფორმაციო დაფები და საგზაო მიმართულების მანიშნებლები განთავსდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ფონდი „ტაძრელი“ და ახალციხის მერია რაბათის ციხე-ქალაქის კომპლექსში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის – „შავი ზღვის აბრეშუმის გზის კორიდორის“ პრეზენტაციას დღეს, რაბათში 17:00-ზე გამართავენ.

Read the rest of this entry »

 

გაიმართა ყველის ფესტივალი 2014

yvelis festivali 02ნატალი სულავა-დევდარიანი

ორიოდე დღის წინ,  თბილისში გამოფენა “ექსპოჯორჯიას” ტერიტორიაზე გაიმართა ქართული ყველის ფესტივალი, სადაც წარმოდგენილი იყო ყველის მრავალი სახეობა, მათ შორის დამბალხაჭო, გუდა, აჭარული ჩლეჩილი, ტენილი, შებოლილი დაწნული, მეგრული სულგუნი, გამჟალია, თაფლში დავარგებული და ა.შ.

ფესტივალის სტუმრებს შეეძლოთ ყველის დაწნა-შებოლვა, ელარჯის და თაშმუჯაბის დამზადებისთვის თვალი ედევნებინათ და სასურველი ყველი დაეგემოვნებინათ.

Read the rest of this entry »