RSS

Daily Archives: 05/11/2014

თსუ ეკოკლუბი ჭიათურაში ქარსაცავ ზოლს გააშენებს

darge xeივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოკლუბისა და ,გეო–ეკო ალიანსისის” ორგანიზებით 6 ნოემბერს ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ითხვისის ტერიტორიაზე გაშენებულ ქარსაცავ ზოლში 500 ძირი სხვადასხვა ჯიშის ხე დაირგვება.

თსუ ეკო კლუბის ინიციატივით ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ითხვისის ტერიტორიაზე ქარსაცავი ზოლის გაშენება მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო, როდესაც ფიჭვის 300-მდე ნერგი სამ ზოლად დაირგო. გაშენებული ზოლი ქარისგან დაიცავს საავტომობილო გზატკეცილს. თავის დროზე, 90-იან წლებში არსებული ქარსაცავი მოსახლეობამ გაჩეხა. ზემო იმერეთში ზამთარში ხშირად იკეტება გზა ძლიერი ქარბუქის და ნამქერის გამო. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქარებს მოხნული მიწის ფენებიც გადააქვს, რაც მიწის გამოფიტვას იწვევს.

Read the rest of this entry »