RSS

Daily Archives: 30/11/2014

თბილისელი ფერმერების წარმატებული საქმიანობა წნისში

ferma 006ოლიკო ცისკარიშვილი

ახალციხემდე, სოფელ წნისში, არც თუ ისე პატარა ფერმაა,  სადაც 45 ადგილობრივია დასაქმებული. ფერმაში 70 მეწველი ძროხა და ოცამდე ხბოა, რომლებსაც სათუთად უვლიან.

ფერმას, რომელიც მოიცავს 600 კვადრატულ მეტრს, სათავეში ნინო ზამბახიძე და მისი ბიზნესპარტნიორი ბესო ბაბუნიშვილი უდგანან. ჩვენი სტუმრობისას, პატარა ხბოებს აცრას უკეთებდნენ სპეციალისტები, რომლებიც მუდამ თვალყურს ადევნებენ ცხოველების ჯანმრთელობას. გარეთ, მეწველი ძროხები მასაჟორს ზურგს უშვერდნენ, ყველის ცეხში კი ყველის ამოყვანის გამალებული სამუშაოები მიმდინარეობდა.

ეს ფერმა ადგილობრივებისთვის დასაქმების შანსი და დიდი სტიმულია. Read the rest of this entry »