ძველად, საქართველოში, ახალ წელს ოჯახებში მეკვლეები მიდიოდნენ, რომლებიც პირველად ამბობდნენ: “შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი. ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა.”; ზოგან თოვლსაც შეყრიდნენ, ზოგან თაფლიან პურს შეჭამდნენ. საერთოდ, თაფლი საახალწლო სუფრის განუყოფელი ნაწილია, რადგან მომავალი ტკბილი ცხოვრების სიმბოლოდ ითვლება. ხევსურეთში, სადაც მეკვლეს ხატიდან ლუდი მიჰქონდა, სახლში შესვლისას მთელ ოჯახს და საოჯახო ნივთებს მოასხურებდა და იტყოდა: “აგრემც ახვავდებით, აგრემც აფუვდებით.”; მერე მიდიოდა ცეცხლთან, ჯოხს შეუჩიჩხინებდა და რამდენი ნაპერწკალიც გავარდებოდა, იტყოდა: “ამდენი საქონელი, ამდენი ქალი, ამდენი კაცი.”
Monthly Archives: დეკემბერი 2014
ახალი წლის ტრადიციები საქართველოში
ბათუმში ნაძვის ხე იწვის
ბათუმში ერას მოედანზე ამ წუთებში საახალწლო ნაძვის ხე იწვის. თვითმხილველების თქმით, გაურკვეველია როგორ მოეკიდა საახალწლო ნაძვის ხეს ცეცხლი და იმედოვნებენ, რომ შესაბამისი სამსახური დროულად მოახდენენ ცეცხლის ლიკვიდირებას და ხანძარი არ მოედება სახლებს.
ფოტო მოგვაწოდა როინ გუნდაძემ
გადაღებულია ხვიჩა მამულაძის მიერ
საახალწლო ხელოვნური ნაძვის ხეების გამოფენა თსუ-ში
25 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ეკოკლუბის მიერ ორგანიზებული კონკურსის „შექმენი საახალწლო ნაძვის ხე“ გამოფენა და დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას თსუ რექტორიის მოადგილე მერაბ ელიაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია, კონკურსის მონაწილეები, სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
საყდრისამდე ვერ მივაღწიეთ…
ოლიკო ცისკარიშვილი
საყდრისამდე ვერ მივაღწიეთ…
როგორ მივაღწევდით, როცა კაზრეთშივე ათობით ადამიანი თავს დაგვესხა და უაღრესად აგრესიულად ითხოვდა ჩვენს იქიდან წასვლას. ისე, რომ არც კი აინტერესებდათ ვინ ვიყავით და რა გვინდოდა… არც არავის შეუწუხებია თავი… სხვათაშორის, არც მოგვიანებით მოსულ პოლიციას, რომელიც არც კი ვიცი საიდან მოვიდა და რატომ… გვერდით მდგარნი უფრო სეირის მაყურებლის ამპლუაში იყვნენ, ვიდრე სამართალმდაცველების.
ზოგადად არ მიყვარს ამ სტილში ამბის მოთხრობა, თუმცა ეკოფაქტი მაინც ბლოგია და ამიტომ თავს უფლებას მივცემ, ამ შემთხვევაში, ოდნავ მაინც მაჯობოს ემოციამ და ისე გითხრათ სათქმელი. თუმცა, უახლოეს მომავალში, უფრო დავწრილებით მოვუთხრობ მკითხველს. Read the rest of this entry »
გასულ საუკუნის დასაწყისში, აქ ადამიანებს ხვრეტავდნენ და იქვე ასაფლავებდნენ
“ვაკის სტადიონი” ხშირად ასე მოიხსენიებენ, მიხეილ მესხის სახელობის ვაკის სტადიონს, რომელიც ფეხბურთის ფედერაციას 2009 წელს, 49 წლიანი იჯარით გადასცა, წინა ხელისუფლების დროს, თბილსის მერიამ, კერძოდ კი, გიგი უგულავამ. ამაში არაფერი იქნებოდა საგანგაშო, რომ არა ის ფაქტი, რომ ხელშეკრულების მიხედვით, სტადიონი მხოლოდ ფეხბურთის გუნდებს ეკუთვნით და საქვეყნოდ ცნობილი და განთქმული მერაგბეები სტადიონის გარეშე დარჩნენ. რომ არა ფეხბურთის ფედერაციის კეთილი ნება, რაგბი ამ სტადიონზე ვერ გაიმართებოდა. ხან მინიმალურ თანხას იხდიან, ხან კი სულ უფასოდაც თამაშობენ და ერკინებიან საქართველოს მორაგბეთა გუნდი სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ მოწინააღმდეგებს. Read the rest of this entry »
ჩეხეთის ელჩის საჩუქარი თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციას
ხვალ, 18 დეკემბერს, ( 11:30; აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, „მიცუბიშის ცენტრი“ ) ჩეხეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანმა ელჩმა ტომაშ პერნიცკიმ, ჩეხეთის განვითარების პროგრამების ფარგლებში, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციას საჩუქრად გადასცემს მაღალი განმავლობის მიცუბიშის მოდელის მანქანა, რომელიც მოემსახურება თუშეთის მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობას და გაუწევს სასწრაფო დახმარებას გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევების დროს.
ვაკის “ფილტვები”
ვაკის ყველაზე დიდი პარკი, ვაკის პარკია, რომელიც თრიალეთის ქედის ჩრდილოეთის ფერდობის გარკვეულ მონაკვეთში ჭავჭავაძის პროსპექტის №76-ში მდებარეობს. მისი მშენებლობა 1946 წელს დაიწყო. საქართველოს ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის №3/181 ბრძანებით, მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ბუნებრივია, პარკის შესასვლელები და თვით მისი ძირითადი ნაწილი (კომპოზიციურ ღერძზე განლაგებული კიბეები, აუზი და სხვა გეგმარებითი ელემენტები) დასახლებული ტერიტორიების დამამთავრებელი ქუჩებისა და საზღვრების მიმდებარედ, მათთან ორგანულად და ტერიტორიულად დაკავშირებულად დაპროექტდა. შემდგომ ეტაპზე მოხდა მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი დიდების მემორიალის დაგეგმარება-მშენებლობა, რომელმაც მთის ფერდობზე გააგრძელა არსებული კომპოზიციური ღერძი (წყლის სარკე-ჩანჩქერების შადრევნებისა და დამამთავრებელი მოცულობითი თემატური ქანდაკების სახით). Read the rest of this entry »
ვაკის მშენებლობები და შესაძლო რისკები
21-ე საუკუნის საქართველოში, დედაქალაქ თბილისში, ყველაზე პრესტიჟულ უბნად ვაკე ითვლება, რომელიც ჯერ კიდევ, გასული საუკუნის 50 წლებში, გარეუბნად ითვლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ვაკეში, თითქმის წარმოუდგენელიც კია ახალი ნაგებობების აშენება, სამშენებლო კომპანიები მაინც ახერხებენ და ახალ შენობებს დგავენ. მშენებლობის ნებართვას კი სახელწმიფო, ოფიციალურად აძლევთ. ამ მშენებლობების ბუმს ხშირად ვაკის “ფილტვებად” წოდებული სკვერები ეწირება. ერთ დროს, ვაკის უბნის სავიზიტო ბარათი – ვაკის პარკი, გაცხოველებული მშენებლობების გამო ნელ-ნელა კარგავს ტერიტორიებს და შესაბამისად, ვაკის მაცხოვრებლები სუფთა ჰაერს და დასასვენებელ ადგილს. Read the rest of this entry »
ძუძუანას მღვიმეში აღმოჩენილმა, მსოფლიოში, უძველესმა ძაფმა შესაძლოა ისტორია შეცვალოს
მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლი ძუძუანას გამოქვაბული, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მღვიმევის ტერიტორიაზეა. თუ, აქამდე ჩეხეთის აღმოჩენებით ითვლებოდა, რომ უძველესი ქსოვილი ადამიანმა 29 ათასი წლის წინ დაამზადა, ჭიათურის გათხრებით ამ თარიღმა 34 ათას წლამდე გადაიწია. ძუძუანას მღვიმეში სამუშაოებს მეცნიერთა ჯგუფი 1996 წლიდან აწარმოებს, რომელშიც ქართველების გარდა, ამერიკელი და ებრაელი სპეციალისტებიც შედიან. ამ კვლევის მთავარი მიზანი პალეოლითის ხანის “ჰომო საპიენსის” მიგრაციის გზების დადგენა იყო. იქ აღმოჩნდა ე.წ. ზედა პალეოლითური ხანის 3,5 მეტრის სისქის ნასახლარი. მღვიმის შესწავლა საინტერესო იყო, რადგანაც აქ აღმოაჩინეს 34 000 წლის წინანდელი სელის ბოჭკო. აღმოჩენაში უდიდესი წვლილი მიუძღვის არქეოლოგ თენგიზ მეშველიანს. Read the rest of this entry »