RSS

Monthly Archives: დეკემბერი 2014

დღეს, თიანეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი მიწისძვრა დაფიქსირდა

miwisZvra 03დღეს, თიანეთის ჩრდილოეთით 32 კილომეტრში, სოფელ თხილიანაში, მიწისძვრა დაფიქსირდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით,  მიწისძვრის ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა და მისი სიმძლავრე 3,7 მაგნიტუდას შეადგენდა.

Read the rest of this entry »

 

თბილისის ზოოპარკში ვეფხვების ვოლიერთან ინციდენტი მოხდა

vefxviთბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გუშინ, 9 დეკემბერს, 17:30 წუთზე, ორმა ახალგაზრდამ მტაცებლების ვოლიერის დამცავი ბარიერი გადალახა და აკრძალულ ტერიტორიაზე შეაღწია. ამკრძალავი და გამაფრთხილებელი ნიშნების მიუხედავად, ისინი დასაშვებზე ახლოს მიუახლოვდნენ ვეფხვების ვოლიერს. შედეგად, ვეფხვმა ვოლიერის შიგნიდან, თათით ერთ-ერთი ახალგაზრდისთვის ფეხის დაზიანება შეძლო. Read the rest of this entry »

 

კაცხის სვეტი – უნიკალური შთენილი სვეტი

kacxis sveti 0010ოლიკო ცისკარიშვილი

კაცხის სვეტი ჭიათურასთან ახლოსაა, ბავშვობაში ჩემი წინაპრები ამ სვეტს ეძახდნენ _ სვეტი-ცხოველი უხელოდ აშენებული. მიდიოდნენ და სვეტს სთხოვდნენ ჩვენს ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, კარგად ყოფნას…

მახსოვს ბებომ, როგორ გამოძერწა ჩემხელა სანთელი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ფეხით გაუყვა კაცხის სვეტისკენ გზას ჩემთან ერთად, მანამდე იდგა მუხლდაჩოქილი და ლოცულობდა, ვიდრე სანთელი ბოლომდე არ ჩაიწვა.

ადგილობრივები კაცხის სვეტს, ხან ცხვარს სწირავდნენ, ხან დედალს, ხან რას და ხან რას. ამბობდნენ ზევით, ქვით ნაკეთი სადგომიაო – ეს ჩემს ბავშვობაში. ყოველთვის მიკვირდა, როგორ უნდა ასულიყო იქ ადამიანი და ხელით გამოეთალა მაგიდა, სკამი… მერე მთასვლელები ვარჯიშობდნენ-ხოლმე და ბავშვები დიდი მონდომებით ვადევნებდით თვალყურს. წლებია, კაცხის სვეტზე არ გადავსულვარ. ახლა კი… ეკლესია აუშენებიათ, როგორც სვეტზე, ასვე ქვევით, სვეტის მახლობლად. კაცხის სვეტამდე მისასვლელი გზა ბარდნარით იყო სავსე, ახლა კი მომლოცველებს თუ უბრალოდ ტურიზმის მოყვარულებს შეუძლიათ კომფორტულად მივიდნენ სვეტამდე, ამის შესაძლებლობას კი კარგად გაკეთებული გზა იძლევა. ასიოდე მეტრში კი ტურისტებისთვის დასასვენებელი ადგილებიც ეწყობა. Read the rest of this entry »

 

ნარჩენებისგან შექმენი საახალწლო ნაძვის ხე

IMG_40777 დეკემბერს თსუ ეკო კლუბმა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მღვიმევში არსებულ კარსტულ მღვიმეში თსუ–ს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეომორფოლოგია–კარტოგრაფიის კათედრის ასისტენტ–პროფესორმა გიორგი დვალაშვილმა გამართა საველე ლექცია ,,მღვიმეების პრობლემები და პერსპექტივები“ ადგილობრივი საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის და სტუდენტებისათვის. მღვიმეში არსებული ნარჩენებისგან, აგრეთვე ფერადი ქაღალდებისგან და იქვე სტუდენტის მიერ ძაფისგან მოქსოვილი სათამაშოებისგან აიწყო 2 მეტრი სიმაღლის ნარჩენებით შექმნილი ,,საახალწლო ხელოვნური ნაძვის ხე“.

Read the rest of this entry »

 

საქართველოს ნოემბრის თვეში 402 307 ვიზიტორი ესტუმრა

shem 013საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები 2014 წელი, ნოემბერი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი აქვეყნებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ: Read the rest of this entry »

 

შექმენი საახალწლო ნაძვის ხე

10304699_853794647975852_897373309602555764_nთსუ-ს საბავშვო უნივერსიტეტი და თსუ ეკო კლუბი გთავაზობთ კონკურსს – „შექმენი საახალწლო ნაძვის ხე“, რომელშიც მონაწილეობის მიღება საქართველოს ყველა სკოლის ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია. კონკურსის მიზანია, შევაჩეროთ ტყეების განადგურება, ახალგაზრდა ნაძვის ხეების უმოწყალო ჭრა, საახალწლოდ კი ხელოვნური ნაძვის ხეების საკუთარი ხელით შექმნა წავახალისოთ.

Read the rest of this entry »

 

პრეზენტაცია “თსუ-95 და იმერეთის მღვიმეები”

ცუცხვათიქალაქ ქუთაისში იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მოწვევით თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორმა გიორგი დვალაშვილმა პრეზენტაცია გამართა “თსუ-95 და იმერეთის მღვიმეები”. სადაც გამოიფინა 2013 წელს აღმოჩენილი კარსტული მღვიმე ,,თსუ-95“ და ახლად შესწავლილი კარსტული მასივის ,,ბზვანის“ ტერიტორიაზე მღვიმე ,,ნავარსკვლავევის“ ფოტოები, შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ვიდეო მასალა და პრეზენტაციაც.

Read the rest of this entry »

 

კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიხსნა

riskiშსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრ ელგუჯა ხოკრიშვილთან ერთად, გაერო-ს კატასტროფების რისკის შემცირების ოფისის (UNISDR) მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრა გახსნა.

Read the rest of this entry »

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს განცხადება

zamTris mzeგარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, რომელიც მუდმივად ახორცილებს მდინარე მტკვარზე მონიტორინგს, რამდენიმე დღის წინ, მდინარე მტკვარში (ასპინძის რაიონის სოფელ ხერთვისთან) წყლის დონის კლება დააფიქსირა. 

Read the rest of this entry »

 

ცუცხვათის მღვიმე

ცუცხვათიცუცხვათის მღვიმე მდებარეობს ოკრიბა-არგვეთის ქედზე. უროგენულ კირქვებში გამომუშავებულ ცუცხვათის მღვიმოვანს, ადგილობრივები „მაღარას“ უწოდებენ.
მღვიმე შედგება 13 სართულისგან. ქვევიდან პირველი სართული ადამიანისთვის გაუვალი ვიწრო ხვრელია, რომელშიც გაედინება მუდმივი ნაკადი – მდ. შაბათაღელე. მღვიმის ქვემოთ მდინარეს ჭიშურა ეწოდება.
მეორე სართული (მთავარი ტალანი) ატარებს უზარმაზარი ბუნებრივი გვირაბის ხასიათს (სიგრძე – 200 მ, სიგანე – 10-30 მ, სიმაღლე 10-28 მ). მასში წყალი მხოლოდ შაბათაღელის წყალდიდობის დროს გაედინება. ტალანის განშტოებებში არის წყაროები, პატარა ტბა, კალციტის ნაწვეთი ფორმები. ჭერთან შენახულია ადამიანის მიერ დამაგრებული ძელები – ძველი საკულტო ნაგებობის ნაშთი.

Read the rest of this entry »