RSS

კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიხსნა

03 Dec
riskiშსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრ ელგუჯა ხოკრიშვილთან ერთად, გაერო-ს კატასტროფების რისკის შემცირების ოფისის (UNISDR) მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრა გახსნა.

სამუშაო შეხვედრები – „შესაძლებლობების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე კატასტროფების რისკის შემცირების და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის სფეროში“ გაერო-ს გლობალური კამპანიის – „გავხადოთ ქალაქები მდგრადი“ – ფარგლებში ტარდება და მსოფლიოს 2217 ქალაქს მოიცავს. შეხვედრების მიზანია ხელი შეუწყოს ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში კატასტროფების რისკის შემცირების და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის სფეროში შესაძლებლობების გაძლიერებას, კატასტროფების რისკის შემცირების სამოქმედო გეგმების შემუშავებასა და განხორციელებას, ქალაქებს შორის თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებას და კატასტროფების რისკის შემცირების ღონისძიებების ინტეგრირებას ადგილობრივ პროგრამებსა და ინიციატივებში.
სამუშაო შეხვედრები შსს-ს აკადემიაში 5 დეკემბრამდე გაიმართება და მასში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, თბილისის, ქუთაისის, ფოთის, თელავის, ბათუმის მერიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე, გაეროს მაღალი რანგის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s