დღეს, თიანეთის ჩრდილოეთით 32 კილომეტრში, სოფელ თხილიანაში, მიწისძვრა დაფიქსირდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა და მისი სიმძლავრე 3,7 მაგნიტუდას შეადგენდა.
Daily Archives: 10/12/2014
დღეს, თიანეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი მიწისძვრა დაფიქსირდა
თბილისის ზოოპარკში ვეფხვების ვოლიერთან ინციდენტი მოხდა
თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გუშინ, 9 დეკემბერს, 17:30 წუთზე, ორმა ახალგაზრდამ მტაცებლების ვოლიერის დამცავი ბარიერი გადალახა და აკრძალულ ტერიტორიაზე შეაღწია. ამკრძალავი და გამაფრთხილებელი ნიშნების მიუხედავად, ისინი დასაშვებზე ახლოს მიუახლოვდნენ ვეფხვების ვოლიერს. შედეგად, ვეფხვმა ვოლიერის შიგნიდან, თათით ერთ-ერთი ახალგაზრდისთვის ფეხის დაზიანება შეძლო. Read the rest of this entry »
კაცხის სვეტი – უნიკალური შთენილი სვეტი
კაცხის სვეტი ჭიათურასთან ახლოსაა, ბავშვობაში ჩემი წინაპრები ამ სვეტს ეძახდნენ _ სვეტი-ცხოველი უხელოდ აშენებული. მიდიოდნენ და სვეტს სთხოვდნენ ჩვენს ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, კარგად ყოფნას…
მახსოვს ბებომ, როგორ გამოძერწა ჩემხელა სანთელი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ფეხით გაუყვა კაცხის სვეტისკენ გზას ჩემთან ერთად, მანამდე იდგა მუხლდაჩოქილი და ლოცულობდა, ვიდრე სანთელი ბოლომდე არ ჩაიწვა.
ადგილობრივები კაცხის სვეტს, ხან ცხვარს სწირავდნენ, ხან დედალს, ხან რას და ხან რას. ამბობდნენ ზევით, ქვით ნაკეთი სადგომიაო – ეს ჩემს ბავშვობაში. ყოველთვის მიკვირდა, როგორ უნდა ასულიყო იქ ადამიანი და ხელით გამოეთალა მაგიდა, სკამი… მერე მთასვლელები ვარჯიშობდნენ-ხოლმე და ბავშვები დიდი მონდომებით ვადევნებდით თვალყურს. წლებია, კაცხის სვეტზე არ გადავსულვარ. ახლა კი… ეკლესია აუშენებიათ, როგორც სვეტზე, ასვე ქვევით, სვეტის მახლობლად. კაცხის სვეტამდე მისასვლელი გზა ბარდნარით იყო სავსე, ახლა კი მომლოცველებს თუ უბრალოდ ტურიზმის მოყვარულებს შეუძლიათ კომფორტულად მივიდნენ სვეტამდე, ამის შესაძლებლობას კი კარგად გაკეთებული გზა იძლევა. ასიოდე მეტრში კი ტურისტებისთვის დასასვენებელი ადგილებიც ეწყობა. Read the rest of this entry »