RSS

შექმენი საახალწლო ნაძვის ხე

05 Dec

10304699_853794647975852_897373309602555764_nთსუ-ს საბავშვო უნივერსიტეტი და თსუ ეკო კლუბი გთავაზობთ კონკურსს – „შექმენი საახალწლო ნაძვის ხე“, რომელშიც მონაწილეობის მიღება საქართველოს ყველა სკოლის ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია. კონკურსის მიზანია, შევაჩეროთ ტყეების განადგურება, ახალგაზრდა ნაძვის ხეების უმოწყალო ჭრა, საახალწლოდ კი ხელოვნური ნაძვის ხეების საკუთარი ხელით შექმნა წავახალისოთ.


პროექტი მოცავს სამ ეტაპს. პირველი ეტაპი დაიწყება 1 დეკემბერს და დასრულდება 15 დეკემბრის 18 სთ-ზე. ამ პერიოდის განმავლობაში მოსწავლეებმა უნდა დაამზადონ ნაძვის ხეები სხვადასხვა სახის ნარჩენებისაგან, მაგალითად, გამოიყენონ მაკულატურა, პოლიეთილენი, მეტალი, ბიჟუტერია, ქსოვილი და სხვა ისე, რომ არ გამოიყენონ ნაძვის ხე ან მისი ტოტები. შეიძლება მხოლოდ ღეროსათვის ხის ჯოხის გამოყენება. ასე შექმნილი ნაძვის ხეების ამსახველი ფოტოსურათები (3 ფოტო), უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: tsuecoclub@gmail.com ან facebook გვერდზე Tsu Eco Club.
მეორე ეტაპზე დასავლეთ საქართველოდან შერჩეული ნაშრომები 18 დეკემბერს, ქ. ქუთაისში, გამოიფინება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოდან შერჩეული ნაშრომები კი 19 დეკემბერს, ქ.თბილისში.
მესამე ეტაპი ჩატარდება 25 დეკემბერს, ქ.თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში, სადაც საუკეთესო ნამუშევრებს პრიზები გადაეცემათ.
ჩვენ თვითონ შევქმნათ საახალწლო ნაძვის ხე, გავუფრთხილდეთ ტყეებს!

ნაძვის ხის ავტორი; გიორგი შაბუნინი

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s