RSS

ნარჩენებისგან შექმენი საახალწლო ნაძვის ხე

09 Dec

IMG_40777 დეკემბერს თსუ ეკო კლუბმა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მღვიმევში არსებულ კარსტულ მღვიმეში თსუ–ს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეომორფოლოგია–კარტოგრაფიის კათედრის ასისტენტ–პროფესორმა გიორგი დვალაშვილმა გამართა საველე ლექცია ,,მღვიმეების პრობლემები და პერსპექტივები“ ადგილობრივი საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის და სტუდენტებისათვის. მღვიმეში არსებული ნარჩენებისგან, აგრეთვე ფერადი ქაღალდებისგან და იქვე სტუდენტის მიერ ძაფისგან მოქსოვილი სათამაშოებისგან აიწყო 2 მეტრი სიმაღლის ნარჩენებით შექმნილი ,,საახალწლო ხელოვნური ნაძვის ხე“.

zuzuana 017ეკოლოგიური აქციაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები, სხვადასხვა ტურისტული და გარემოსდაცვითი ოგანიზაციების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა. საინფორმაციო მხარდაჭერას აწარმოებდა სამაუწყებლო ტელეკომპანია ,,იმერვიზია“.

თსუ ეკო კლუბის მიერ სიმბოლურად შეირჩა მსოფლიოში ყველაზე ძველი ძაფის აღმოჩენის ადგილი ,,ძუძუანს მღვიმეში“, აქ 2008 წელს არქეოლოგ თენგიზ მეშველიანის მიერ 35 ათასი წლის წინ სელისაგან დამზადებული ძაფი იქნა აღმოჩენილი. მღვიმეში დაწყებული აქციის მიზანი იყო წიწვოვანი მცენარეების განადგურებისგან დაცვა, ახალგაზრდა ნაძვის ხეების უმოწყალო ჭრის შეჩერება, საახალწლოდ ხელოვნური ,,ნაძვის ხეების“ საკუთარი ხელით შექმნის პოპულარიზაცია.

ეკოაქციის დასკვნითი ეტაპი გაიმართა ქალაქ ჭიათურის ქუჩებში, სადაც მოსახლეობას მიეწოდა ინფომაცია საახალწლოდ ბუნებრივი ნაძვის ხეებზე უარის ტქმასთან დაკავშირებით. მოსახლეობის უმრავლესობამ გადაწყვიტა თვითონ შექმნან  ნარჩენებისგან ხელოვნური საახალწლო ნაძვის ხე და  გაუფრთხილდენ  ტყეებს! გამოთქვეს თსუ–ეკო–კლუბთან თანამშრომლობის სურვილი.

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s