RSS

ძუძუანას მღვიმეში აღმოჩენილმა, მსოფლიოში, უძველესმა ძაფმა შესაძლოა ისტორია შეცვალოს

11 Dec

zuzuana 008ოლიკო ცისკარიშვილი

მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლი ძუძუანას გამოქვაბული, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მღვიმევის ტერიტორიაზეა. თუ, აქამდე ჩეხეთის აღმოჩენებით ითვლებოდა, რომ უძველესი ქსოვილი ადამიანმა 29 ათასი წლის წინ დაამზადა, ჭიათურის გათხრებით ამ თარიღმა 34 ათას წლამდე გადაიწია. ძუძუანას მღვიმეში სამუშაოებს მეცნიერთა ჯგუფი 1996 წლიდან აწარმოებს, რომელშიც ქართველების გარდა, ამერიკელი და ებრაელი სპეციალისტებიც შედიან. ამ კვლევის მთავარი მიზანი პალეოლითის ხანის “ჰომო საპიენსის” მიგრაციის გზების დადგენა იყო. იქ აღმოჩნდა ე.წ. ზედა პალეოლითური ხანის 3,5 მეტრის სისქის ნასახლარი. მღვიმის შესწავლა საინტერესო იყო, რადგანაც აქ აღმოაჩინეს 34 000 წლის წინანდელი სელის ბოჭკო. აღმოჩენაში უდიდესი წვლილი მიუძღვის არქეოლოგ თენგიზ მეშველიანს.

zuzuana 009“ჭიათურაში დაზვერვითი სამუშაოები დაიწყო მე-19 საუკუნის 90-იანი წლებიდან და უამრავი გამოქვაბული და მღვიმეა ნაპოვნი. ძუძუანას მღვიმე ძალიან მნიშვნელოვანია, არა მარტო იმიტომ, რომ აქ ძაფი აღმოჩნდა. კვლევებისას, 8 ფენაა დაფიქსირებული და შვიდი ფენა ზედა პალეოლითურია. ზედა პალეოლითური პერიოდი 35 ათასი წლის წინ იწყება. მაშინ ადამიანები, საცხოვრებლად ბუნებრივ გამოქვებულებს იყენებდნენ. ამ პერიოდში, გონიერი ადამიანი, ჰომო საპიენსი, თავისი სხეულის განვითარებით, ფაქტობრივად არ განსხვავდება თანამედროვე ადამიანისგან. მას აქვს სამუშაო იარაღები, უპირველესად ქვის იარაღები და იყენებენ ძვალსაც. გათხრებისას აღმოჩნდა მურა დათვის, გამოქვაბულის დათვის, ირემის და გარეილი ცხენი და ჯიხვი. კბილების აგებულებაც, ადასტურებს რომ მიირთმევდნენ როგორც მცენარეულს, ასევე ცხოველებსაც. ეს ადამიანები ჯოგებად ცხოვრობდნენ, ამ პერიოდში, მატრიარქატია, რადგან ოჯახში ცნობილი არ იყო ვინ იყო მამა,  ცნობილი იყო დედა და ქალის კულტი წინაა პლანზე წამოწეული.  ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ დასტურდება, ისინი მხოლოდ საკვებისთვის არ წვალობდნენ. აღმოჩენილია გახვრეტილი კბილი. შესაძლებელია, რომ ადამიანმა მოინადირა და ამ კბილს მისცა მაგიური დანიშნულება და დაიკიდა გულზე. სელის ბოჭკოს აღმოჩენამ კი მსოფლიო აალაპარაკა, ამით დასტურდება, რომ ამ პერიოდში, ადამიანები  ტანსაცმელს ხმარობდნენ. აქვეა აღმოჩენილი სადგისებიც. ამან შეიძლება  მეცნიერება შეცვალოს. ძუძუანას მღვიმე, ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლია. თუმცა უნდა ითქვას, რომ ჭიათურაში უამრავი პალეოლითური ძეგლია, რომელიც შესასწავლია. საერთოდ ჭიათურა არქეოლოგიაში მსოფლიოში ძალიან ცნობილი და პოლულარულია,” – გვიყვება არქეოლოგი თამარ კენჭოშვილი

zuzuana 004“ძუძუანას მღვიმე ძალიან მომეწონა, პირველად რომ შემოდიხარ გგონია, რომ პატარა შესასვლელია, არადა რამხელაა… ბოლომდე შევედით. ჭიათურაში, არა მარტო ეს, ნებისმიერი მღვიმე ძალიან მნიშვნელოვანია, ერთ-ერთი მღვიმე ჩვენ სოფელშიცაა აღმოჩენილი,” – გვიყვება 15 წლის ია იაკობაშვილი  ითხვისის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე.

ქეთევან ჭიღლაძე, ითხვისის მეორე საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეც ამ აზრისაა და ამატებს – ძალიან ლამაზია, რაღაცნაირია, საინტერესოა.

“ძალიან მნიშვნელოვანია მღვიმეა, აქ უძველესი ძაფი აღმოაჩინეს, ამ აღმოჩენამ შეცვალა შეხედულება ძველი ადამიანის გარეგნობის შესახებ, მანამდე თუ გამოსახავდნენ შიშველს და ტყავის სამოსში, ახლა გამოსახავენ ტანსაცმელში,” – გვეუბნება მომავალი ჭიათურელი ბიზნესმენი თენგიზ გაბანაძე, მისი თქმით, ბევრმა ადგილობრივმა არც კი იცის ამ მღვიმის არსებობის შესახებ. და ითხვისში აღმოჩენილ მღვიმეზე გვეუბნება, რომ ძუძუანას მღვიმეზე ექსტრემალურია. მათ მეგობარ ტიტე იაკობიძეც, რომელიც რამდენიმე მღვიმეშია ნამყოფი, ძუძანას  მღვიმე ძალიან მოეწონა. მისი აზრით, ეს მღვიმე როგორც ფართობით, ასევე მნიშვნელობით გაცილებით მაშტაბურია.

ფოტოგრაფი პაატა ვარდანაშვილი, მეგობრებთან ერთად, ძუძუანას მძღვიმეში ბოლომდე გავიდა და არ შეუშინდა ღამურებსა და წურბელებს. მისი თქმით, ძალიან საინტერესო იყო. “ჭიათურის ღირშესანიშნაობებში ძუძუანას მღვიმემ, ეკოტურიზმის განვითარებაში, ერთ-ერთი პირველი ადგილი უნდა დაიჭიროს. მშვენიერი ხეობაა, კარგი ბუნება და ეკოტურიზმის მოყვარულთათვის იდეალური გარემოა. ძუძუანას მღვიმე ისტორიული მნიშვნელობის ძეგლიცაა, აქ აღმოაჩინეს პირველი ძაფი და მის მნიშვნელობას უფრო მეტ დატვირთვას აძლევს, ეს მღვიმე უეჭველი მოიზიდავს ტურისტებს,” – ამბობს პაატა ვარდანაშვილი, რომელიც ერთ-ერთი ტურისტრული სააგენტოს ხელმძღვანელიცაა და ხშირად გიდობას უწევს უცხოელ ტურისტებს.

zuzuana 017გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი, რომელიც ამ ექსპედიციას ხელმძღვანელობდა და რომლის წყალობითაც ძუძუანას მღვიმეში თსუ-ს ეკოკლუბთან ერთად მოვხვდი გვიყვება, რომ სოფ. მღვიმევის აღმოსავლეთით 2 კმ-ზე, მდ. ნიკრისას ხეობაში კირქვებში გამომუშავებულია აღმავალი ორსართულიანი სიღრუე ,,ძუძუანას მღვიმე”, სადაც არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ძაფის ნაშთები, რომლის შემდგომი ლაბორატორიული დათვალიერების შედეგად, დადგინდა, რომ ასაკით 34 ათასი წლისაა და ზედაპალეოლითური გრეხილი ველური სელის ძაფის ბოჭკოებისაგან არის გაკეთებული. ამ აღმოჩენამდე ითვლებოდა, რომ ყველაზე ძველი ძაფი, ოღონდ ჭინჭრისგან დამზადებული, აღმოჩენილი იყო დოლნივესტონიცაში, ჩეხეთში (ძვ.წ. 29000წ.). თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის, პრეისტორიულ ხანის უძველესი სელის ძაფი. უნიკალურ აღმოჩენას დიდი გამოხმაურება მოყვა სამეცნიერო წრეებში.

“მღვიმის ბოლო წერტილი შესასვლელთან შედარებით 8-10 მეტრით მაღლა მდებარეობს. მღვიმის შესასვლელის აბსოლუტური სიმაღლე 515 მეტრია, შეფარდებითი სიმაღლე 15 მეტრია, სიღრმე 175 მეტრამდეა, სიგანე 1-15 მ, სიმაღლე 1,5-10 მ, ფსკერის ფართობი 438 მ2, საერთო მოცულობა 1310 მ3. მღვიმეში გაედინება ნაკადული. ნაკადის რეჟიმი ცვალებადია. იგი ძირითადად ატმოსფერული ნალექებით საზრდოობს, ბინადრობენ ობობასნაირები, ღამურები და წურბელები. წინა ნაწილში აღმოჩენილია პალეოლითელი ადამიანის სადგომი (კაჟის და ობსიდიანის იარაღები, ცხოველთა ძვლები), ზედა ფენაში თიხის ჭურჭელი; ნაპოვნია პირველყოფილი ძაღლისა და ზურტაკეტის ცხენის დიდი ზომის ნაშთები. პირველი სართული ადვილი გასავლელია, მეორეზე ასასვლელად საჭიროა სპელეოლოგიური საჭურველი. ძუძუანას მღვიმის წინა მშრალ ნაწილში შეიძლება თავშესაფარის მოწყობა, წარმოადგენს არქეოლოგიურ ობიექტს,” – გვეუბნება თსუ–ს ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილი, გეოგრაფიის დოქტორი, გეომორფოლოგი.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s