RSS

გაზაფხულის მოსვლის დღესასწაული

01 მარ

nushi 001დღეს, ზამთარზე გამარჯვებული გაზაფხულის დღესასწაულია. ის არ განეკუთვნება ქრისტიანულ დღესასწაულებს, რომელიც აღდგომამდე დღესასწაულებს მიეკუთვნება. ეს დღესასწაული უფრო ადრე იღებს ფესვებს – ძველი ლეგენდა გაზაფხულზე.ერთხელ, მზე დედამიწაზე მშვენიერი გოგონას სახით ჩამოვიდა. მას ცეკვა და გართობა სურდა, მაგრამ ბოროტმა გველმა მოიტაცა და თავის სასახლეში ჩაკეტა. ჩიტებმა სიმღერა შეწყვიტეს, ბავშვებმა გართობა და სიცილი დაივიწყეს. მსოფლიო მწუხარებაში და სასოწარკვეთილებაში ჩავარდა. ერთმა ახალგაზრდა მამაცმა ბიჭმა მზის გადარჩენა გადაწყვიტა. ის გველის სასახლეს ერთი წელი ეძებდა, ბოლოს იპოვა და გველი ბრძოლაში გამოიწვია.
ისინი რამდენიმე დღე-ღამე იბრძოდნენ და რა თქმა უნდა, ახალგაზრდამ გველი დაამარცხა და მშვენიერი მზე გაათავისუფლა. მზე ავიდა ცაში და ქვეყანა გაანათა. ბუნება გაცოცხლდა, ხალხმა გაიხარა, მაგრამ მამაცმა ბიჭმა ვერ მოასწრო გაზაფხულის ნახვა. მისი თბილი სისხლი თოვლზე იღვრებოდა. მას ბოლო სისხლის წვეთი ჩამოვარდა და გარდაიცვალა.
იქ, სადაც თოვლი დნებოდა, თეთრი ყვავილები იზრდებოდა. ხოლო ყვავილების თეთრი ფურცლები სისხლისფერი ლაქებით იყო დაფარული.
ამ დღესასწაულს აღნიშნავენ: მოლდოვაში, რუმენთში, ბელორუსიაში და ბულგარეთში.

საქართველოში, ეს დღესასწაული არ აღინიშნება, თუმცა ყველა მოუთმენლად ელოდება-ხოლმე…

ხოდა, გაზაფხული მოვიდა…. გილოცავთ….

 

დატოვე კომენტარი