უამინდობის გამო, წუხელ, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში, ებრძოდნენ ცეცხლს ქობულეთში, ხელვაჩაურსა და გონიოში. ცეცხლი გვიან ღამით სოფელ ჭარნალში ელექტროსადენებს გაუჩნდა, საიდანაც სამეურნეო ფართობზე გავრცელდა, შემდეგ კი ტყეს მოედო. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურში, ე.წ. ”კირპიჩის” ტერიტორიაზე, მასშტაბური ხანძარი საათნახევრის განმავლობაში 10 ჰექტარ ფართობს მოედო. Read the rest of this entry »
Daily Archives: 16/03/2013
წუხელ დასავლეთ საქართველოში მთელი ღამე სტიქიას ებრძოდნენ
მომავალ კვირას ყინვაა მოსალოდნელი
მომავალ კვირას საქართველოში ყინვაა მოსალოდნელი. ყინვაა მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოს მთაში და არ არის გამორიცხული აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც მოყინოს. 8-19 მარტს დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანეთში, ღამით ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა მინუს 1-დან 4 გრადუსამდე დაეცეს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი ჰაერის ტემპერატურამ მინუს 3-5 გრადუსი შეადგინოს.
ოჩხამურში ხანძარი 10 ჰექტარს მოედო
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურში, ე.წ. ”კირპიჩის” ტერიტორიაზე, მასშტაბური ხანძარი საათნახევრის განმავლობაში 10 ჰექტარ ფართობს მოედო. ადგილზე ქობულეთის სახანძრო სამაშველო სამსახურის ორი ბრიგადა ამ დრომდე მუშაობს. ”ხანძარი, სავარაუდოდ მოსახლეობის დაუდევრობის შედეგად გაჩნდა. მეხანზრეები ცდილობენ, რომ ცეცხლის ალი საცხოვრებელ სახლებზე არ გადავიდეს” – აცხადებს რადიო ”აჭარის” კორესპონდენტთან სატელეფონო საუბარში ქობულეთის სახანძრო სამაშველო სამსახურის უფროსი დავით დავითაძე Read the rest of this entry »
ხანძარი ჩაქვში
ძლიერი ხანძარი იყო ჩაქვში. წერეთლის ქუჩაზე ცეცხლი ათეულობით ჰექტარ ფართობზე ნაძვის ხეებს მოედო, რის შემდეგაც ცეცხლის ალი მოსახლეობაში გავრცელდა. ცეცხლი საცხოვრებელ სახლებზე ელექტროსადენებიდან გადავიდა. თუმცა თვითმხილველები ამბობენ, რომ ცეცხლი მოპირდაპირე მთიდან გადმოვიდა, სადაც წყალსაცავი იწვოდა. ძლიერი ქარის გამო, ხანძარი სასაფლაოს ტერიტორიასაც გადაედო. Read the rest of this entry »
გომის ტყეში ხანძარია
ამ წუთებში, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტოები და ინფორმაცია, რომ მტირალას ეროვნულ პარკში ხანძარია. გურია ნიუსი კი იტყობინება, რომ ოზურგეთის მინიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, გომის ტყეში ხანძარი მძვინვარებს. Read the rest of this entry »
იყალთოს სამონასტრო კომპლექსი
იყალთოში შუა სუკუნეების სამონასტრო ანსამბლი კახეთში, თელავიდან 7-8 კმ დაშორებით მდებარეობს, რომელშიც შედის VI ს. პატარა გუმბათოვანი ეკლესია, მეორე გუმბათოვანი ეკლესია IX ს-ისა: ერთნავიანია სამლოცველო XII -XIII სს-სა და თავის დროზე სახელგანთქმული აკადემიის ნანგრევები. აკადემიის აყვავება XI – XII სს. მიჯნის ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის არსენ იყალთოელის სახელთანაა დაკავშირებული, მაგრამ თავად შენობა VIII – IX საუკუნეთა ფეოდალურ სასახლეებს ენათესავება და სპეციალისტთა ვარაუდით, აგებულიც დაახლოებით მაშინ უნდა იყოს. ეს ძლიერ წაგრძელებული სწორკუთხა ნაგებობაა, რიყის ქვით ნაშენი (მას დასავლეთით სხვა შენობებიც ებმის). პირველი სართული ორ ოთახადაა გაყოფილი, ზემოთ კი ერთი მთლიანი, ვრცელი დარბაზია (24,5X9 მ. შიგნით, ე.ი. 220 კვ.მ – მდეა), ალბათ ეს იყო სამეცნიერო შეკრებათა ადგილი. ყველაზე საინტერესო, ხუროთმოძღვრული ელემენტი აღმოსავლეთი კედლის ორი (შეწყვილებული) თაღოვანი მალია, მათ შუა მოქცეული რვაწახნაგა ბოძით. შენობა ძლიერ დაზიანებულია – აღარც სართულშუა გადახურვებია, აღარც მონასტრის ეზოსკენ მიმართული ჩრდილოეთის კედელი. Read the rest of this entry »