კიევში დიდთოვლობის გამო საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა. ქალაქის ადმინისტრაციის მონაცემებით, 22 მარტს, უკრაინის დედაქლაქში 50 მმ-ზე მეტი თოვლი მოვიდა. Read the rest of this entry »
Daily Archives: 23/03/2013
კიევში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა
ექსპრესნიუსი დედამიწის საათს უერთდება და დღეს მუშაობას აჩერებს
ახალი ამბების სააგენტო “ექსპრესნიუსი”, ეკონნომიკური პორტალი “ბიზნიუსი” და ინტერნეტ გამოცემა “”არგუმენტი” დღეს მუშაობას წყვეტს და დედამიწის საათს უერთდება. ათობით კომპიუტერი და დიდი ფართის ნიუსრუმი უკვე ჩამქრალია. Read the rest of this entry »
ხელვაჩაურში ძლიერმა ქარმა მრავალწლოვანი ნარგავები ფესვებიანად მოგლიჯა
უამინდობამ პრობლემები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებს შეუქმნა. დიდი ზარალი ჭარნალის, მახოსა და მახინჯაურის თემებს მიადგათ. ქარიშხალმა ათეულობით სახლი სახურავის, მოსახლეობის ნაწილი კი შუქის გარეშე დატოვა. სტიქიი გამო, რამდენიმე შენობა საცხოვრებლად უვარგისია. ოპელის მარკის მანქანის მგზავრები უბედურ შემთხვევას გადაურჩნენ. Read the rest of this entry »
აჭარაში, “დედამიწის საათი”
დღეს საღამოს, მთელი აჭარის მასშტაბით, სიმბოლური აქცია “დედამიწის საათი” გაიმართება. 20.30 საათზე ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში გარე განათებები ზუსტად ერთი საათით გაითიშება. ელექტრონერგიის მიწოდება შეუწდება ყველა ადმინისტრაციულ შენობას. Read the rest of this entry »
გარემოსდაცვითი აქცია „დარგე შენი მომავალი” თელავში
გარემოს დაცვის სამინისტრო იწყებს გარემოსდაცვით აქციას “დარგე შენი მომავალი”.
24 მარტს გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე და მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე ეწვევიან თელავის მუნიციპალიტეტს, სადაც გაიმართება გამწვანების აქცია.
აქციის ფარგლებში ნერგები ათი დღის განმავლობაში დაირგვება კატასტროფისგან დაზარალებული რაიონების, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თელავის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის, სკოლებისა და სხვა დაწესებულებების ტერიტორიაზე. Read the rest of this entry »
ეგვიპტეში ბედუინებმა ორი ტურისტი გაიტაცეს
ბედუინებმა ტყვედ ორი ტურისტი სინაის ნახევარკუნძულის ეგვიპტის ნაწილიდან გაიტაცეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია პოლიციის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.
შეიარაღებულმა ადამიანებმა ავტომობილს გზა გადაუღობეს, სადაც ბელგიის მოქალაქე ქალი და მისი თანამგზავრი, ისრაელის მოქალაქე, ეროვნებით არაბი მამაკაცი იმყოფებოდნენ, ტურისტები აიძულეს გადმოსულიყვნენ მანქანიდან და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. Read the rest of this entry »
ოზურგეთის რაიონში ქარიშხალმა რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძლიერმა ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა. ქარიშხლის გამო ცენტრალურ მაგისტრალებზე დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მოძრაობა შეფერხებული იყო. ძლიერმა ქარმა სოფლებში ხეებიც მოთხარა. Read the rest of this entry »
მეტეოროლოგიის დღე
ყოველწლიურად, 23 მარტს საერთაშორისო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ინიციატივით და გაეროს ეგიდით, საერთაშორისო მეტეოროლოგიის დღე ტარდება (World Meteorological Day). ღონისძიებაში 189 ქვეყანა მონაწილეობს. 1950 წლის 23 მარტს მსოფლიო მეტეოროლოგიური კონვენცია შევიდა ძალაში. ღონისძიების დევიზი, შემდეგი იყო: “ამინდი, კლიმატი და წყალი საინფორმაციო ერაში.”
ბოლო ათწლეულების სტატისტიკური მონაცემებით, აღსანიშნავია, რომ ყველა ბუნებრივი კატასტროფები (მათი 80%) მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური ხასიათისაა. Read the rest of this entry »
პირველი ფოტოკონკურსი “დედამიწის საათი”
თუ ხართ პროფესიონალი ფოტოგრაფი ან, უბრალოდ, თავისუფალ დროს გიყვართ სურათების გადაღება, გიწვევთ ჩვენს ყოველწლიურ ფოტო-კონკურსში “დედამიწის საათი” მონაწილეობის მისაღებად! Read the rest of this entry »
დედამიწის საათი
“დედამიწის საათი”- ეს არის გლობალური საერთაშორის აქცია, რომელსაც ორგანიზებას WWF (world wildlife fund) უწევს. ყოველწლირად აქცია მარტის ბოლო შაბათს იმართება. ამ დღეს, ადამიანები დათქმულ დროს ყველა ქვეყანაში სიმბოლურად 1 საათით თიშავენ ელექტროენერგიას. Read the rest of this entry »