ჰავის განსაკუთრებული თვისებების გამო, სურამი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურორტია საქართველოს მასშტაბით. ჰავა ზომიერად ნოტიოა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი. იანვრის საშუალო ტემპერატურა – 2 , ივლისის + 20 გრადუსია, სურამი გარშემორტყმულია ტყით, რაც სუფთა ჰაერის საწინდარია განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰავას ბავშვებისათვის აქვს, რომელთაც სასუნთქი გზების დაავადება აწუხებთ, აგრეთვე რეკომენდირებულია ტუბერკულიოზის სამკურნალოდ და ორგანიზმის იმუნიტეტის უნარის ასამაღლებლად. სურამი ულამაზესი ბუნებით გამოირჩევა დაბას გარშემო ფართოფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-მცენარეები და ბუჩქები აკრავს, წიწვოვანი მცენარეებიც უმრავლესობა ხელოვნურადაა გაშენებული, რაშიც დიდ ღვაწლი მიუძღვის პროფესიონალ მეტყევეს, ტყის ქომაგს, საქართველოში ტყეების გაშენების ერთ-ერთ ორგანიზატორს 1875 წელს დაბადებულ მიხეილ მურვანიშვილს. მისი გაშენებულია სურამში კვირაცხოვლის, ბაიანთხევის და გვერდისუბნის ფერდობებზე ფიჭვის ტყეები. ფართოფოთლოვანი ხე-მცენარეებიდან გვხვდება მუხა, ნეკერჩხალი, წიფელი, რცხილა, ვერხვი, მურყანი. ტყეებში ბევრია სხმარტლი, კუნელი, შინდი, ასკილი, მაყვალი, იელი, გვიმრა, თხილი. ზოგგან ტყის პირას გვხვდება ხელოვნურად გაშენებული აკაცია. დაბის ტერიტორიაზე ხარობს წითელ წიგნში შეტანილი მცენარეთა ზოგიერთი სახეობა. მაგ: უთხოვარი, ბზა, შიშველი აკაკი, ქართული ნეკერჩხალი, დაბაში კარგად ხარობს ხეხილი, კაკალი, თხილი. სურამის ცენტრში ვხვდებით სხვადასხვა სახეობის ნაძვებს, ნეკერჩხალს, ფიჭვს, ვერხვებს, რომლებიც ალამაზებენ ცენტრალურ ქუჩას. Read the rest of this entry »
ძიება
Ekofact English
გვიმეგობრეთ
oliko Tsiskarishvili
ქართველი ქალები
-
ახალი ამბები
კატეგორიები
- გარემო (667)
- ეკოანომალია (14)
- ეკომეცნიერება (54)
- ეკოპრობლემა (314)
- ეკოსურსათი (21)
- ეკოტურიზმი (178)
- ეკოფაქტის ამბები (1,224)
- ვულკანები (5)
- კატასროფები (31)
- მეწყერი (5)
- მიწისძვრები (60)
- რეგიონი-სტიქია (62)
- სამკურნალო ტურიზმი (28)
- საქართველოს ფერმერი (8)
- სტიქია (68)
- სხვა… (74)
- ტაო-კლარჯეთი (17)
- ტურიზმი (387)
- უცხოეთი (17)
- ღვინის ტურიზმი (14)
- ღონისძიებები (27)
კალენდარი
სოცრეაქტივი
არქივი
ჩემი ბავშვების ნამუშევრები
- An error has occurred; the feed is probably down. Try again later.
ყველაფერი ფოტოგრაფიაზე
- სარეკლამო ადგილი fact
შესვლა
თუშები
კოლხეთის ეკორისკები
civilactivity
სიახლეები ენერგეტიკაში
- An error has occurred; the feed is probably down. Try again later.
კითხვადი
ჩემი ფოტოები
XX საუკუნის საქართველო
pinkrock
Blog Stats
- 580,289 hits
top.ge