RSS

Daily Archives: 26/03/2013

ჩვენ, დღის ცენტრში შეშით ვთბებით და ტყე ცოდოა…

ameta naxatiოლიკო ცისკარიშვილი

“მე ძალიან მიყვარს ტყე, მით უმეტეს ტყეში ყოფნა… მიყვარს მათზე ზრუნვა და მოვლა…ტყე გადაშენების პირასაა ჩვენ უნდა მოვუფრთხილდეთ და მოვუაროთ, რათა არ გადაშენდეს. ტყე ადამიანის წამალი და მეგობარია, როდესაც ტყეში ხარ და მის სუფთა ჰაერს ჩაისუნთქავთ იგრძნობთ დიდ სიამოვნებას, მის სილამაზეს და მის ალერსს. ჩვენ დღის ცენტრში შეშით ვთბებით და ტყე ცოდოა. ამიტომ გევედრებით, იქნებ გაზი გამოგვიყვანოთ…” – ეს პატარა ამონარიდი არც რომელიმე ცნობილი მწერლის ნაწარმოებიდანაა და არც ჟურნალისტური ნაშრომიდან… ეს ახმეტის დღის ცენტრის მერვე კლასელმა გოგონამ დაწერა, როდესაც სთხოვეს დაეწერა თხზულება “ჩემი მეგობარი ტყე”… მასთან ერთად, კიდევ რამდენიმე ბავშვმაც იმუშავა ამ თემაზე. ნაწერებიდან აშკარად ჩანს, რომ ამ ბავშვებმა სერიოზულად იფიქრეს და სერიოზული ნაშრომებიც წარადგინეს. Read the rest of this entry »

 

სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეიდან დაიწყო

Stormi 00001სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეიდან იწყება.

უკვე დადგენილია, რომ საქართველოში ქარისა და შტორმის შედეგად მოსახლეობას და ინფრასტრუქტურას 5 მლნ ლარის ზარალი მიადგა. Read the rest of this entry »