2013 წლის 17- 20 იანვარს ჩეხეთში ქ. ბრნოში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე “International Travel Trade Fair 2013” და 7-10 თებერვალს ჩეხეთში ქ. პრაღაში გამართულ გამოფენზე “Holiday World – 2013” ჩეხეთის რესპუბლიკამ, საქართველოს იმერეთის მღვიმეები წარადგინა. Read the rest of this entry »
Daily Archives: 18/03/2013
ჩეხეთში საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს მღვიმეები წარადგინეს
აჭარის სანაპიროებს 4 ბალიანი შტორმი უტევს
შავ ზღვაში შტორმებისა და ქარბორბალების საფრთხის გამო, აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო მუშაობის ყაზარმულ რეჟიმზეა გადასული.
“სააგენტოში შემოსული ამინდის პროგნოზის მიხედვით, დღეიდან გაუარესდება ამინდი მთელი საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით – აჭარაში. მოსალოდნელია ზღვაში შტორმები, შეიძლება – ქარბორბალებიც. ასევე, თოვლი, ქარი და წვიმები. ამასთან დაკავშირებით, ჩვენი სააგენტო გადასულია მუშაობის ყაზარმულ რეჟიმზე. მუშაობის საგანგებო რეჟიმი ალბთ სამ დღეს გაგრძელდება”, – აღნიშნა აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფრომა მამუკა თურმანიძემ.
ამასთან, ამინდის ცვლილების გამო, ბათუმის იახტკლუბიც საგანგებო რეჟიმში მუშაობს. Read the rest of this entry »
ძლიერმა ქარმა სახლების სახურავები და 110 კვატიანი ხაზები დააზიანა
ძლიერმა ქარმა წუხელ თბილისში, 20-მდე სახლის სახურავი დააზიანა. თბილისის სამაშველო სამსახურში განუცხადეს, წუხელ ქარის გამო, მოსახლეობის მხრიდან 20-მდე გამოძახება დაფიქსირდა.
მათი ინფორმაციით, მოსახლეობას სერიოზული ზიანი ჯერჯერობით არ მიუღია. გამოძახებები კი ძირითადად, გლდანი-ნაძალადევისა და საბურთალოს მოსახლეობისდან შევიდა და სახურავების დაზიანებას შეეხებოდა. Read the rest of this entry »