ტუვის მთებში, შესაძლოა ზვავი მეორედაც ჩამოწვეს. აქ უკვე ორი დღეა, უშედეგოდ ეძებენ შვიდ მოზარდს. ახალგაზრდებმა აკ-ბაშტიკის მთაზე თხილამურებით სრიალი გადაწყვიტეს.
ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ზუსტად ეს არის მიზეზი, რასაც შესაძლოა თოვლის მასების მოძრაობა გამოეწვია. ერთადერთი გადარჩენილი ევროპის ჩემპიონი კინგბოქსში ენტონი სალჩაკია. Read the rest of this entry »
Daily Archives: 04/03/2013
ტუვის მთებში მაშველები მოზარდების ძებნას განაგრძობენ
ირანში მიწისძვრა დაფიქსირდა
დღეს 01:26 წთ-ზე ირანის ტერიტორიაზე მიწისძვრა დაფიქსირდა, ქალაქ ახარის დასავლეთით 26 კმ-ში. მიწისძვრის სიმძლავრე 4.3 მაგნიტუდას შეადგენდა. Read the rest of this entry »
8 მარტამდე ყინვებია მოსალოდნელი
საქართველოს მასშტაბით რვა მარტამდე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.
თოვლ-ჭყაპი დღეს შენარჩუნდება, უკვე ხვალიდან თბილისში შედარებით უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თუმცა სინოპტიკოსები ელოდებიან ნალექს მცირე თოვლის სახით. რაც შეეხება დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს – ხვალისთვის, მოსალოდნელია ნალექი უმეტესად თოვლის სახით. უკვე დღეს საღამოს გაძლიერდება ქარი 20-25 მ/წმ. Read the rest of this entry »
ტივში ჩამოწოლილ ზვავში 6 მოზარდს ეძებენ
მექსიკაში ყინვების და ხანძრის გამო, თითქმის 30 ადამიანი გარდაიცვალა
ჩრდილოეთ მექსიკაში, ყინვებს 28 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ, კვირას, ჩიუაუას მთავრობამ განაცხადა. ადგილობრივი პროკურატურის განცხადებით, ადამიანების გარდაცვალების მიზეზი გასათბობი მოწყობილობების არასწორი დამონტაჟებაა, რის შედეგადაც ხანძარი ჩნდება. ხანძრის შედეგად, თითქმის 300 ადამიანი დაზარალდა. Read the rest of this entry »
ეკვადორში ვულკანმა გაიღვიძა
ეკვადორის ვულკანი “ტუნგურაია” ამოქმედდა და მიმდებარე დასახლებული პუნქტები ფერფლით დაფარა. ადგილობრივმა, გეოფიზიკის ინსტიტუტმა აღნიშნა, რომ ვულკანი გასული ხუთშაბათიდან ამოქმედდა. კრატერში, რამდენჯერმე აფეთქებები მოხდა. ვულკანიდან წყალი და ფერფლი რამდენიმე მეტრზე ამოიფრქვა. Read the rest of this entry »