RSS

Daily Archives: 06/03/2013

გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე კარსტენ ვილკეს შეხვდა

gergeTisken 004გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია, გარემოს დაცვის მინისტრის ხათუნა გოგალაძის ხელმძღვანელობით, ჰესენის გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელს კარსტენ ვილკეს შეხვდა.

შეხვედრა მიზნად ისახავდა სატყეო სექტორის მოწყობის სფეროში გერმანიის გამოცდილების გაზიარებას. ბატონმა ვილკემ დელეგაციის წევრებს გააცნო ჰესენის ტყეების მართვის ინსტიტუციური მოწყობა და ფუნქციების განაწილების სქემა სახელმწიფო, კერძო და მუნიციპალურ სტრუქტურებს შორის. აგრეთვე დეტალურად წარმოადგინა სამინისტროში არსებული სატყეო დეპარტამენტის ცენტრალური და ადგილობრივი ოფისების სტრუქტურა, განმარტა სატყეო მეურნეობის პრაქტიკული საქმიანობის განმახორციელებელი ჰესენის სატყეო საწარმოს სტრუქტურა და ფუნქციები. Read the rest of this entry »