RSS

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება შეძლეს

14 Nov

xanZari kanadaSiშსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხანძარსაწინააღმდეგო სამმართველოს ხელმძღვანელებმა და სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს სამაშველო ჯგუფებმა იმერეთში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირება შეძლეს.


გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტში ტყის მასივი იწვოდა. საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო ჯგუფები შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ორგანიზებით, ქალაქ ქუთაისის, ხარაგაულის, თერჯოლის, ზესტაფონის, ამბროლაურისა და ბაღდათის სახანძრო-სამაშველო სამსახურების სახანძრო ჯგუფების, აგრეთვე, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების სამაშველო ჯგუფებთან ერთად განხორციელებული ღონისძიებების შედეგად ხანძრის ლოკალიზება და სრული ლიკვიდაცია მოხერხდა. ხანძრის შედეგად 10 ჰექტარის ფართობის ტყის ქვედა საფარი დაიწვა.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s