RSS

კულტურული მემკვიდრეობისა და ლანდშაფტურ ძეგლებზე ინოვაციური საინფორმაციო დაფები განთავსდა

14 Nov

rabaTiსაქართველოს და სხვა ქვეყნების კულტურული მემკვიდრეობის და ლანდშაფტურ ძეგლებზე ინოვაციური საინფორმაციო დაფები და საგზაო მიმართულების მანიშნებლები განთავსდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ფონდი „ტაძრელი“ და ახალციხის მერია რაბათის ციხე-ქალაქის კომპლექსში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის – „შავი ზღვის აბრეშუმის გზის კორიდორის“ პრეზენტაციას დღეს, რაბათში 17:00-ზე გამართავენ.


პროექტი 5 პარტნიორისა და 4 ქვეყნის (საქართველო, საბერძნეთი, თურქეთი, სომხეთი)  საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის ტრიუმფია და მას  საქართველოში ფონდი „ტაძრელი“ ახორციელებს. ფონდის  ვიცე-პრეზიდენტის სიმონ კოპაძის თქმით, საინფორმაციო დაფებზე QR კოდიც იქნება დატანილი, რისი საშუალებითაც მობილური ტელეფონების თუ პლანშეტების გამოყენებით ტურისტები ყველა ინფორმაციის მიღებას შეძლებენ.

„პროექტი სამი ძირითადი კომპონენტისაგან შედგება. ესენია: რეალური გზა, რომელიც შედგება 60 კულტურული – ისტორიული მნიშვნელობის ძეგლისგან და მარკირებულია 60 ინფო პანელითა და 8 საგზაო მანიშნით; მეორე – ვირტუალური ელექტროგზა, რომელიც მოიცავს ვებპორტალს, 5 სმარტფონის აპლიკაციას მულტიმედიური შინაარსის მონაცემთა ბაზით, სოციალურ ქსელში ინტეგრაციით და ვირუსული მარკეტინგით და  მესამე – ონლაინცნობარი, რომელიც საშუალებას მისცემს ადგილობრივ პროვაიდერებს, უზრუნველყონ მათი მომსახურება: საცხოვრებელი, კვება, ადგილობრივი საქმიანობა, სუვენირები, ხელობა, ადგილობრივი გიდები და სხვა“.

საინფორმაციო ბანერები 60 ისტორიულ-კულტურულ ძეგლებზე განთავსდა. მათ შორის: ვარძიაში, ხერთვისში, რაბათში, აწყურში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და სხვა ძეგლებზე. დღეს კი, პროექტის პრეზენტაციაზე სტუმრბს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ როგორც მუზეუმი, ისე რაბათის ციხე-ქალაქის კომპლექსი და უნიკალური საარქივო ფოტოგამოფენა და დაესწრონ მუსიკალურ ჯგუფ „სახიობას“ კონცერტს. პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერია ანალიტიკური პორტალი “კვირა“.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s