RSS

Daily Archives: 11/02/2013

გუდაური – სამთო-სათხილამურო კურორტი

gudauri wiTeliოლიკო ცისკარიშვილი

თბილისიდან ორი საათის სავალზე, მდებარეობს სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური,კავკასიის სამხრეთ ფერდობებზე, შეფენილი კურორტზე სათხილამურო სეზონი ადრეული ზამთრიდან, გვიან გაზაფხულამდე გრძელდება.
გუდაურში 1988 წელს შეიქნა საბაგირო გზა და კურორტიც ნელ-ნელა განვითარდა. 5 საბაგირო და უამრავი სათხილამურო ტრასა, რომელსთა საერთო სიგრძე 16 კილომეტრამდეა, ვიზიტორებს საღამოს 5 საათამდე ემსახურება. საქართველოში გუდაურის ინფრასტრუქტურა ყველაზე კომფორტულ და ტექნიკურად გამართული სამთო-სათხილამურო კურორტად ითვლება. ფასების სიძვირის მიუხედავად, სტუმარიც, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ვიზიტორები ბევრი ჰყავს. ყველა სათხილამურო ბილიკი განლაგებულია ალპური ველის ზონაში, მთა კუდებსა (3006 მ) და მთა საძელეს (3307 მ) ფერდებზე, ტყის საფარის მაღლა. სათხილამურო ბილიკებს ემსახურება ცნობილი ავსტრიული კომპანიის “დოპელმაიერის” (Doppelmayr) მიერ აგებული საბაგიროები. მთლიანი სათხილამურო ფართი, რომელიც დაშვების სირთულის რამდენიმე ვარიანტს გთავაზობთ, ხუთი სამ და ოთხადგილიანი სავარძლების მქონე და ერთიც გონდოლებიანი საბაგიროს რიგითაა დაფარული. მათ შორის ქვედა საბაგირო ზღვის დონიდან 1990 მ-ზეა, ზედა საძელეს კი – 3270 მ. მდებარეობს. დაშვების ყველაზე გრძელი მანძილი 7 კმ-ია. Read the rest of this entry »

 

ფილიპინებში მსოფლიოში ყველაზე დიდი ნიანგი დაიღუპა

niangiფილიპინებში, ქალაქ ბუნავანის ზოოპარკში, მსოფლიოში ყველაზე დიდი ნაინგი,  კვირას გარდაიცვალა.
ნიანგი მეტსახელად ლოლონგი,როგორც ყველაზე დიდი ნიანგი გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს. მისი სიგრძე 6,17 მეტრი იყო, ხოლო წონა ერთ ტონას აღემატებოდა. ქალაქის მერის ედვინ კორკ ელორდის განცხადებით, ლოლონგი დაახლოებით 50 წლის იყო, მისი სიკვდილის მიზეზი კი ამ რეგიონის უჩვეულო სიცივე შეიძლებოდა ყოფილიყო. Read the rest of this entry »