ურალის არქეოლოგებმა, ტბის მახლობლად, ჩებარკულის რაიონში, მეტეორის, დაახლოებით 50 ნამსხვრევი აღმოაჩინეს.
წინასწარი შეფასებით, ეს არის ჩვეულებრივი ქონდრიტი, რომელიც 10 % რკინას შეიცავს. აღმოჩენის შემდეგ, ბოლიდს, კანონიერი სახელი შეურჩიეს, რომლითაც ის, შესაძლოა საერთაშორისო კატალოგში შევიდეს.შეგახსენებთ, რომ მეტეორი 15 თებერვალს ჩამოვარდა. კვირა დღეს, ურალის მეცნიერებმა, მეტეორის ნამსხვრევები, ეკატერენბურგში გადაიტანეს. ექსპედიციის ხელმძღვანელის, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრის, ვიქტორ გროხოვსკის თქმით, მეტეორი ჩვეულებრივი ქონდრიტების კლასს მიეკუთვნება. ის 10 % რკინას შეიცავს. “ფაქტობრივად, დავასრულეთ შესწავლის პროცესი. ვადასტურებთ, რომ ჩვენს მიერ ნაპოვნი ნაწილაკები ბუნებით მეტეორის კლასს მიეკუთვნებიან. ვიპოვეთ და შევისწავლეთ, 53 ნაწილაკი, რის შედეგადაც დადგინდა მათი მეტეორთან კავშირი,” – განაცხადა გროხოვსკიმ. მისი თქმით, მეცნიერების ჯგუფი ყველგან არ იყო დაშვებული, იმის მიუხედავად, რომ წერილობითი ნებართვა ქონდათ, მხოლოდ მცირედის გაკეთება მოახერხეს. Read the rest of this entry »