საქართველოში 50 ათასი მეწყრული უბანი და 3 000-მდე ღვარცოფული ხევია აღრიცხული. მათზე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიება ვერ განხორციელდება, მაგრამ მოსახლეობის დაცვისა და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა მუდმივი მეთვალყურეობა და ამასთან გასატარებელია პროფილაქტიკური სამუშაოებიც. Read the rest of this entry »
Monthly Archives: იანვარი 2013
შავ ზღვაში 3,2 ბალი მიწისძვრა დაფიქსირდა
დღეს, შავი ზღვის, საქართველოს სანაპირო ზოლიდან 47 კილომეტრში 3,2 ბალი მიწისძვრა დაფიქსირდა. Read the rest of this entry »
სვანეთი – მესტია
გამიმართლა, მესტიაში ტურისტულ კომპანია Onlygeorgia-სთან ერთად წავედი. თბილისიდან დაახლოებით 470 კილომეტრიანი გზა სვანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან წლების განმავლობაში უგზოობის გამო, მოწყვეტილნი იყვნენ გარესამყაროს. თუმცა გზა კარგადაა გაკეთებული, მგზავრები მაინც უნდა გაფრთხილდნენ, უცბად ჩამოწოლილი მეწყრებისგან. მესტიის იქით თოვლის გამო გზა აღარ იყო, ამიტომ ვეღარ გადავედით უშგულისკენ. Read the rest of this entry »
ორ თებერვლისთვის გამოიდარებს
საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდი ორ თებერვლამდე შენარჩუნდება. ჰიდრომეტეოროლოგიური კვლევის ცენტრის განცხადებით თოვა მოსალოდნელი არ არის. Read the rest of this entry »
ჩარგალში იგეგმება ბალნეოლოგიური კურორტის აშენება
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილემ დავით შერვაშიძემ ჩარგალში მინერალური წყლების მწარმოებელი საწარმო ,,ჩარგლის წყაროები” მოინახულა. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო ნატურალურ არომატიზატორებით დამზადებულ სხვადასხვა სახის ლიმონათს და წყაროს წყალს აწარმოებს. ქარხანაში 21 ადგილობრივია დასაქმებული. მომავალში იგეგმება საწარმოს გაფართოვება და კიდევ 30-მდე ადგილობრივის დასაქმება. ,,ჩარგლის წყაროების” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, საწარმოს ტერიტორიაზე არსებული სამკურნალო წყლების ოპტიმალური ათვისებისა და გამოყენების მიზნით, დაგეგმილია ბალნეოლოგიური კურორტის აშენებაც. ეს ტურისტების მოზიდვას განაპირობებს, რაც რეგიონის განვითარებას შეუწყობს ხელს. Read the rest of this entry »
„ნასას” განცხადებით, „ბრიზ-ემის” აფეთქების ფრაგმენტები სახიფათოა
2012 წლის 16 ოქტომბერს, ბლოკ „ბრიზ-ემის” აფეთქების შედეგად მიღებული ფრაგმენტები, დაბალი ორბიტის კოსმოსური აპარატებისთვის, მათ შორის, მსოფლიო კოსმოსური სადგურისთვის, სახიფათოა. ამ დასკვნას ამერიკის კოსმოსური სააგენტო ყოველწლიურ მოხსენებაში აკეთებს. Read the rest of this entry »
28 იანვრამდე არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი
28 იანვრამდე საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. ამის მიუხედავად ტემპერატურა არ დაეცემა.
თბილისში, ხვალ მოსალოდნელია ნალექი მცირე წვიმის სახით, მცირე წვიმაა მოსალოდნელი 25 იანვარს, მაგრამ ტემპერატურა არ დაეცემა და სითბო შენარჩუნდება. Read the rest of this entry »
თეონა ქუმსიაშვილის ხსოვნის საღამო
2013 წლის 27 იანვარს, 15:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში გაიმართება 22 ივლისს ხევსურეთში ტრაგიკულად დაღუპული მომღერლის თეონა ქუმსიაშვილის ხსოვნის საღამო.
საღამოზე ფოლკლორული ანსამბლები და მომღერლები შეასრულებენ თეონას სიმღერებს. პოეტები წაიკითხავენ მის და მისადმი მიძღვნილ ლექსებს, მეგობრები გაიხსენებენ თეონას. Read the rest of this entry »
რამდენიმე წუთის წინ, მიწისძვრა დაფიქსირდა
რამდენიმე წუთის წინ მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა, დედაქალაქში მიწისქვეშა ბიძგები თითქმის ყველა რაიონში საგრძნობი იყო. მოსახლეობა პანიკამ არ მოიცვა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ერთ კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. Read the rest of this entry »
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თურქეთში, ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაში მიიღებს მონაწილეობას
24-27 იანვარს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თურქეთში, ქალაქ სტამბულში ტურისტულ გამოფენა-ბაზრობა EMITT-ში (East Mediterranean Tourism and Travel Exhibition) მონაწილეობს. საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია წარმოდგენილია დამოუკიდებელი სტენდით. აღნიშნული გამოფენა უკვე 17 წელია იმართება და ერთერთი ყველაზე მასშტაბურია რეგიონში. მას ყოველწლიურად 60 ქვეყანა და 130 000 ვიზიტორი სტუმრობს. Read the rest of this entry »