რამდენიმე წუთის წინ მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა, დედაქალაქში მიწისქვეშა ბიძგები თითქმის ყველა რაიონში საგრძნობი იყო. მოსახლეობა პანიკამ არ მოიცვა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ერთ კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. Read the rest of this entry »
Daily Archives: 22/01/2013
რამდენიმე წუთის წინ, მიწისძვრა დაფიქსირდა
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თურქეთში, ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაში მიიღებს მონაწილეობას
24-27 იანვარს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თურქეთში, ქალაქ სტამბულში ტურისტულ გამოფენა-ბაზრობა EMITT-ში (East Mediterranean Tourism and Travel Exhibition) მონაწილეობს. საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია წარმოდგენილია დამოუკიდებელი სტენდით. აღნიშნული გამოფენა უკვე 17 წელია იმართება და ერთერთი ყველაზე მასშტაბურია რეგიონში. მას ყოველწლიურად 60 ქვეყანა და 130 000 ვიზიტორი სტუმრობს. Read the rest of this entry »
საქართველოს რეკორდული მაჩვენებლები
საქართველოში ყველაზე მაღალი მწვერვალი სვანეთში მდებარეობს – შხარა, რომლის სიმაღლე 5068 მეტრია. საბჭოთა ალპინისტები შხარაზე პირველად ავიდნენ 1933 წელს. ყველაზე დაბალი ადგილი ფოთსა და ყულევს შორის ჭაობებშია. ყველაზე გრძელი მდინარეა ალაზანი, მდინარე აღმოსავლეთ საქართველოსა და აზერბაიჯანში, ნაწილობრივ მიედინება ამ ქვეყნების საზღვრის გასწვრივ. ალაზნის სიგრძე 390 კმ, აუზის ფართობი — 11 800 კვ.კმ. ყველაზე მოკლე მდინარე ძიშხაა, რომლი სიგრძე 7 მეტრია. Read the rest of this entry »
თუშეთის დაავადებულ ტყეებს ზაფხულში “უმკურნალებენ”
2012 წლის სექტემბერში “ეკოფაქტზე” გამოქვეყნდა მასალა, სადაც ლაპარაკი იყო ტყეების მასობრივ დაავადებაზე. “დღეს, სოფელ დიკლოს მიმდებარე ტერიტორიებზე, უნიკალურ ფიჭვნარს სოკოვანი დაავადება აქვს, ახალგაზრდა ხეები ზეზეულად ხმებიან და ფესვებიანად ეცემიან. დიკლოს მიმდებარე მთებზე მასიუარადაა ამ დაავადებისგან ხეები წაქცეული. Read the rest of this entry »
გარემოს დაცვის სექტორში პრობლემებზე არასამთავრობოებისა და მთავრობის წარმომადგენელთა შეხვედრა
დღეს, “მწვანე ალტერნატივას“ ინიციატივით, მოეწყო შეხვერდა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრებმა დიალოგი გამართეს. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა პარლამენტის კომიტეტის წევრებისთვის გარემოსდაცვით სექტორში არსებული პრობლემური საკითხებისა თუ გამოწვევების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების ხედვის გაცნობა, ასევე, თანამშრომლობის სამომავლო გეგმებსა და ფორმებზე შეთანხმება. შეხვედრას ესწრებოდნენ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ცაგარეიშვილი, გარემოს დაცვის სამინისტროს მინისტრის მოადგილე შალვა ამირეჯიბი და სხვ. Read the rest of this entry »