შიდა ქართლში, თბილისიდან 25 კილომეტრში მცხეთასა და მის შემოგარენში დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი მდებარეობს. მდინარე მტკვრისა და არაგვის შესართავთან მდებარე, იბერიის სამეფოს უძველესი დედაქალაქია და საქართველოს სულიერი ცენტრი, ამ ქალაქიდან ქართული ქრისტიანობა და ქრისტიანული კულტურა იღებს სათავეს. ქალაქის დაწინაურებასა და განვითარებას ხელს უწყობდა ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა — აქ გადიოდა საერთასორისო სავაჭრო გზები, რომლებიც მდინარეების არაგვისა მტკვრის გაყოლებით მიემართებოდა. ადრინდელ ფეოდალურ ხანაში მცხეთაში მიმდინარეობდა საკმაოდ ინტესიური მშენებლობა საკულტო ნაგებობების — სვეტიცხოველი (IV საუკუნე — ხის ეკლესია, V საუკუნე — ქვის ბაზილიკა. არც ერთი აღარ არსებობს), სამთავროს წმ. ნინოს ეკლესია (IV ს., გადაკეთებულია XIX საუკუნეში), ჯვრის მცირე ეკლესია (VI საუკუნის II ნახევარი) და დიდი ტაძარი (585/6—604), „ანტიოქია“ (VII—VIII) და სხვა. Read the rest of this entry »