RSS

Daily Archives: 23/02/2013

ბრატისლავის საერთაშორისო აეროპორტი, დიდთოვლობის გამო, დაიხურა

gudauri 002თვითმფრინავები, რომლებიც ბრატისლავაში მიფრინავენ, დროებით ბუდაპეშტში დაეშვებიან, სადაც ამინდი შედარებით უკეთესია. მილან შტეფანკოს სახელობის, ბრატისლავის საერთაშორისო აეროპორტი, შაბათს, დიდთოვლობის გამო, დაიხურა. ამის შესახებ საზოგადოებას ამცნო, აეროპორტის პრესს-მდევანმა დანუ მადუნიცკუმ. მისი თქმით, ბრატისლავაში მიმავალი თვითფრინავები, დროებით ბუდაპეშტში დაჯდებიან.

Read the rest of this entry »

 

მადაგასკარზე ტროპიკულმა ციკლონმა 10 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

madagaskariციკლონის დროს, მადაგასკარზე ძლიერი წვიმების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა. საბოლოოდ, ციკლონი კუნძულს პარასკევს მოუახლოვდა. ძლიერი ქარი – 200 კმ/სს და ქარბუქი, თითქმის 24 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. სტიქიამ ქალაქი მორომბე თითქმის მთლიანად გაანადგურა. Read the rest of this entry »

 

ხორვატიასა და ავსტრიაში დიდთოვლობაა

xorvatiaცენტრალური ევროპა ძლიერმა ციკლონმა მოიცვა. ავსტრიაში, დიდთოვლობის გამო, ქაოსია.  ქვეყანაშჲ გამოცხადებულია საგანგებო სიტუაცია. მოყინული გზების გამო, სატვირთო ავტომობილებს არ შეუძლიათ გადაადგილება, ამიტომ გზებზე საცობებია. ავსტრიის პოლიცია თითქმის ყოველ საათში აღნუსხავს, რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევას. მთავრობა მძღოლებს მოუწოდებს ისარგებლო სპეციალური ჯაჭვებით, რათა თავიდან აიცილო ავტოსაგზაო შემთხვევები. Read the rest of this entry »
 

გერმანიაში, უამინდობის გამო, გზებზე შეზღუდვებია

zamt7ძლიერმა ციკლონმა ცენტრალური  და დასავლეთ ევროპა სრულიად დაფარა. გერმანიის ავტობანებზე ძლიერი თოვლია. გზები მოყინულია. შექმნილ პირობებში მოძრაობა საკმაოდ სახიფათოა, მანქანები მრავალ კილომეტრიან საცობს ქმნიან. ყველაზე გრძელი საცობი, ბერლინიდან ნიურნბერგის მიმავალ გზაზეა. Read the rest of this entry »

 

უკრაინაში, მცურავი ყინულისგან 41 მეთევზე გადაარჩინეს

mestia 036დნეპროდერჟინსკის წყალსაცავზე, სადაც 21 მეთევზე იმყოფებოდა, ყინულის დიდი მასა ჩამოინგრა,.
ყინულის ნატეხმა მეთევზეები სანაპიროდან 500 მეტრის სიშორეზე გარიყა. მეთევზეებს არ შეეძლოთ თავის გადარჩენა, რადგან ყინულის ნატეხი თხელი იყო. სიტუაციას ძლიერი ქარი და წვიმაც ართულებდა. Read the rest of this entry »

 

ვანის არქეოლოგიური მუზეუმის რეკონსტრუქციისთვის 7 მილიონი გამოიყო

Digital StillCameraსაქართველოს პარლამენტში დეპუტატმა დათო ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ინფრასტრუქტურის მიმართულებით სერიოზული პროექტების განხორციელება დაიწყო, კერძოდ, ქალაქ ვანში არქეოლოგიური მუზეუმის აღდგენა-რეკონსტრუქციისთვის 7 მილიონიანი პროექტი განხორციელდება. Read the rest of this entry »

 

ჰენფორდის ბირთვულ ობიექტზე ახალი გაჟონვა დაფიქსირდა

radiaqtiuliცოტა ხნის წინ, ფედერალურმა სამსახურებმა განაცხადეს, რომ ძველ ატომური სადგურის რეზერვუარში, რომელიც ვაშინგტონის შტატში მდებარეობს, მოხდა რადიოაქტიური ნარჩენების გაჟონვა, რომელიც გამოიწვია ტოქსიკური ნალექის რაოდენობის ვარდნამ. ეს კი ნიშნავს, რომ ნარჩენების რაოდენობა, ნორმას ბევრად აღემატება – მაღალრადიაქტიული ნარჩენების გაჟონვა 150-დან 300 გალონამდე წელიწადში. ეს არის გაჟონვის შესახებ პირველი ოფიციალური დადასტურება, 2005 წელს ჩატარებული სტაბილიზაციის პროგრამის შემდეგ. ამ პროგრამის თანახმად, განხორციელდა რადიოაქტიური ნარჩენებისაგან გაწმენდა 149 ერთკედლიანი რეზერვუარის, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენდა. ფედერალურ ხელისუფლება ეჭვობდა, რომ ობიექტების სიძველის გამო ნორმაზე მეტი ნარჩენი ვრცელდება, 1 მილიონ გალონს უდრის რამდენიმე წლის განმავლობაში. თუმცა, გაჟონვის ინციდენტმა, ეჭვქვეშ დააყენა ამ სტაბილიზაციის პროგრამის ეფექტურობა. Read the rest of this entry »

 

ჩელიაბინსკში მეტეორის ყველაზე დიდი ნატეხი აღმოაჩინეს

meteorebiპარასკევს, 15 თებერვალს, ჩელიაბინსკში, ჩამოვარდა „ცეცხლოვანი ბურთი“. ამ ფაქტმა მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. „ცეცხლოვანი ბურთის“ ჩამოვარდნის შემდეგ, წამოსულმა ძლიერმა მაგნიტურმა ტალღამ დააზიანა შენობები, ასევე დაშავდა ათასობით ადამიანი. ურალის ფედერალური ინსტიტუტის კველების შედეგად დაადგინეს, რომ მეტეორის ყველაზე მეტი ნამსხვრევი აღმოჩენილია მდინარე ჩებარკულთან.  Read the rest of this entry »

 

ყირგიზეთში 14 მიწისძვრა მოხდა

miwisZvra 03სეისმოლოგიის ინსტიტუტმა თებერვლის განმავლობაში ყირგიზეთში 14 მიწისძვრა დააფიქსირა. აქედან, 12 მიწისძვრის ეპიცენტრი ყირგიზეთში იყო, ხოლო დანარჩენი ორი ყირგიზეთისა და უზბეკეთის საზღვართან. Read the rest of this entry »

 

ათენში წყალდიდობასა და ღვარცოფს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

aTeniათენში წყალდიდობის, შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ათეულობით ადამიანი, რომლებიც წყალმა წაიღო მაშველებმა გადაარჩინეს.
საბერძნეთის ხელისუფლებას წყალდიდობების, შედეგად მოუწია ცენტრალური და მიწისქვეშა გზების გადაკეტვა. ქალაქში რთულად მუშაობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რადგან გზები დატბორილი იყო. Read the rest of this entry »