1971 წელს ირანის ქალაქ რამსარში მიიღეს კონვენცია „საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ. მას შემდეგ ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღე, 2 თებერვალი, ყოველწლიურად აღინიშნება. რამსარის კონვენცია ერთადერთი საერთაშორისო შეთანხმებაა, რომელიც აწესრიგებს კონკრეტულ ეკოსისტემას განსაზღვრავს ეროვნულ ქმედებებს და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს ჭარბტენიანი ტერიტორიების რესურსების კონსერვაციისა და გონივრული გამოყენების უზრუნველსაყოფად. 1997 წლის შემდეგ, ყოველწლიურად, სახელმწიფო სამსახურები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლები მონაწილეობენ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებში, რაც ეხება ჭარბტენიანი ტერიტორიებისა და ზოგადად რამსარის კონვენციის მნიშვნელობას. Read the rest of this entry »
Like this:
Like იტვირთება. . .