RSS

„ჩემი მთის სულის“ ფინალისტები დასახელდა

24 აპრილი

„ჩემი გამომცემლობის“ ლიტერატურული კონკურსი “ჩემი მთის სული” ფინალურ ეტაპზე გადავიდა.

„გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა კონკურსანტს საინტერესო მოთხრობებისთვის და იმედი გამოვთქვათ, რომ მომავალშიც ჩვენს გვერდით იქნებიან და თავიანთი შემოქმედებით გაგვანებივრებენ. ძალიან რთული აღმოჩნდა არჩევანის გაკეთება და ერთმანეთისგან გამორჩევა, მაგრამ საკონკურსო ფორმატის მიხედვით, შეირჩა ის ათი მოთხრობა, რომელიც კრებულის სახით გამოიცემა და რომელთა შორისაც კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება,“ – გვითხრა „ჩემი მთის სულის“ მენეჯერმა დავით ხარატიშვილმა.

ნაწარმოებები შეაფასა კომპეტენტურამ ჟიურიმ, რომელთა ვინაობაც ცნობილი გახდება დაჯილდოების ცერემონიალზე.

ფინალში გადასული მოთხრობებია:

1.მია ნიჟადი – აქ, შინ;

2.ნინო ქადაგიძე – ბედია და სევდია;

3.ნატო მეგუთნიშვილი – მამა;

4.ფიქრია ყუშიტაშვილი – მე, ჩემი “ლეხტორი” და თიბვისა;

5.ალექსანდრა წანარი – ნაწილიანი;

6.ლეილა მეტრეველი – სისხლის ყივილი;

7.ბადრი სულაძე – ყუჩეკაცი;

8.ანზორ სიფრაშვილი – შენიმც კვალ კაზე დაჯდების;

9.თამთა ტაბატაძე – ჩემი მთის სული;

10.ანანო ყველაშვილი – ჩვენებურა.

როგორც პროექტის კოორდინატორი დავით ხარატიშვილი ამბობს, დასკვნითი ღონისძიება გაიმართება 11 მაისს, 16:00 საათზე, მწერალთა სახლის საპრეზენტაციო დარბაზში, მაჩაბლის #13.

ხოლო, წიგნის წარდგენა „ჩემი მთის სული 24“, სადაც ფინალისტების ნაწარმოებებია შესული, გაიმართება 16 მაისს 16:00 სთზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარო მაყაშვილის სამკითხველო დარბაზში.

კონკურსის ორგანიზატორები მომავალ წელსაც აპირებენ კონკურსის გამოცხადებას. მათი თქმით, გარდა მოთხრობებისა, პოეზიის კონკურსიც ჩატარდება.

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 24/04/2024 დუიმი უკატეგორიო

 

დატოვე კომენტარი